David Gilmour in Concert — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის 2001 და 2002 წლის ივნისსა და იანვარში გადაღებული მელტდაუნის ფესტივალზე შესრულებული სიმღერების ვიდეოჩანაწერი. გამოიცა 2002 წელს, EMI-ს და Capitol Records-ის მიერ.
კონცერტებზე შესრულდა გილმორის სოლო-ნამუშევრები, პინკ ფლოიდის და სიდ ბარეტის სიმღერები და სხვადასხვა დამატებითი სიმღერა. აქ პირველად შესრულდა „Smile“, სიმღერა გილმორის ალბომიდან On an Island. სიმღერებს შორის ასევე არის „Breakthrough“, სიმღერა რიჩარდ რაიტის სოლო ალბომიდან Broken China. ეს არის მისი სოლო ალბომებიდან ცოცხლად შესრულებული ერთადერთი კომპოზიცია.
როგორ შეარჩიეთ ამ კონცერტის მასალა? გადავხედე პინკ ფლოიდის მთლიან კატალოგს და ავირჩიე სიმღერები, რომლებიც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომლები მოერგება ინსტრუმენტულ გადაწყვეტას, რომელზეც ვფიქრობდი. სამი თვე შინაურს სტუდიაში, არანჟირებებზე მუშაობაში გავატარე.— დეივიდ გილმორი, 2003[1]
როგორ შეარჩიეთ ამ კონცერტის მასალა? გადავხედე პინკ ფლოიდის მთლიან კატალოგს და ავირჩიე სიმღერები, რომლებიც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომლები მოერგება ინსტრუმენტულ გადაწყვეტას, რომელზეც ვფიქრობდი. სამი თვე შინაურს სტუდიაში, არანჟირებებზე მუშაობაში გავატარე.
2012 წლის 19 ნოემბერს ვიდეო გამოიცა Android-ის ტიპის პორტატული სისტემებისთვის[2]. იგი აგრეთვე გამოქვეყნდა Apple-ის სისტემებისთვის[3].
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)