კემბრიჯი (ინგლ. Cambridge) — უძველესი ინგლისური ქალაქი-უნივერსიტეტი და კემბრიჯშირის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი განლაგებულია ლონდონიდან დაახლოებით 80 კმ მოშორებით და გარემოცულია მცირე ქალაქებითა და სოფლებით. იგი აგრეთვე უმაღლესი ტექნოლოგიების ცენტრიც არის.
2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 108,863 ადამიანს (აქედან 22,153 სტუდენტი იყო). დღეს მისი მოსახლეობა დაახლოებით 130.000 შეადგენს.
იხილეთ აგრეთვე