ბელარუსის ისტორია მოიცავს დიდ პერიოდს, მის ტერიტორიაზე ადამიანის პირველი დასახლებიდან - დაახლოებით 100-35 ათასი წლის წინათ და თანამედროვეობით დამთავრებული. 862 წლით თარიღდება პოლოცკის პირველი მოხსენიება წყაროებში. ეს იყო ბელარუსის ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი.
სახელწოდების წარმოქმნა
სახელწოდება „თეთრი რუსის“ („Белая Русь“) წარმოშობა გაურკვეველია. მას პირველად იყენებენ მე XIII ს. შუა ხანებში.
გავრცელებული ცნობით, ბელორუსიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანები (ე.წ. ნეანდერტალელი) ძვ. წ. 100-35 ათას წლებს შორის გაჩნდა. პირველი ნიშმნები მოგილევის და გომელის ოლქების ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ბელორუსიის ტერიტორიაზე ჰომო საპიენსის პირველი კვალი 27-24 ათასი წლის წინა პერიოდს განეკუთვნება. ზემოაღნიშნული მიწები სრულად იყო დასახლებული ძვ.წ. 10-8 ათასი წლის წინათ.
ძვ. წ. III ათასწლეულში ბელორუსიაში შემოაღწიეს ინდოევროპელებმა.
30/40 წლის მამაკაცის უძველესი ჩონჩხი ამ ტერიტორიაზე განეკუთვნება ე.წ. საბრძოლო ცულების კულტურის პერიოდის, რომელიც აქ ბრინჯაოს ხანაში ძვ. წ. II ათასწლეულში ცხოვრობდა.
ბელორუსთა ეთნოგენეზისა და მათი აღმოსავლეთის სლავებიდან გამოყოფის პროცესი ჯერ კიდევ სადისკუსიო საკითხია. ერთ-ერთი კონცეფციის თანახმად, ბელორუსულმა ეთნოსმა ფორმირება დაიწყო VIII—IX ს.ს. სლავური ეთნიკური ჯგუფების - დრეგოვიჩების (რომელთაც ეკავათ შუა და სამხრეთ ბელორუსიის ტერიტორია), რადიმიჩების (მდ. სოჟის აუზი), კრივიჩების (დასავლეთ დვინის ზემო და შუა დინების და დნეპრის სათავეების აუზი) და სხვა აღმოსავლეთ-ბალტიური ტომებისაგან.
პოლოცკის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ აქ ადამიანები უკვე ძვ. წ. IV—V ს.ს ცხოვრობდნენ. VIII—IX ს.ს. სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის განვითარებამ გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების განვითარება, ვაჭრობის გაფართოება, ქალაქების დაარსება. მათ შორის ყველაზე უძველესი ქალაქებია პოლოცკი (პირველად მოიხსენება 862 წლის ხელნაწერში), ვიტებსკი (მე-18 საუკუნის ლეგენდის თანახმად, ქალაქის დაარსების წელია 974 წელი), ტუროვი (პირველად მოიხსენება 980 წელს ხელნაწერებში).
პოლოცკის სამთავრო პერიოდულად გადადიოდა კიევის სამთავროს დაქვემდებარებაში, მაგრამ სწრაფადვე იბრუნებდა დამოუკიდებლობას მთელი თავისი ატრიბუტებით - მთავართა დამოუკიდებელი ხელისუფლებით, ადმინისტრაციით, დედაქალაქით, ჯარებით, ფისკალური სისტემით. პოლოცკის სამთავრო იქვემდებარებდა რა მთელ რიგ ბალტიურ ტომებს, თავის გავლენას აფართოვდებოდა ბალტიისპირეთში. X—XII საუკუნეებში სამთავრო ფლობდა ფართო ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბელორუსის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებს. აგრეთვე, მოიცავდა თანამედროვე ლატვიის, ლიტვის და რუსეთისსმოლენსკის ოლქის ტეროტორიებს.
პოლოცკის სამთავროს ლეგიტიმურობის საკითხი ჩველრუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ბელორუს ისტორიკოსთა შორის საკამათო საკითხია. ამასთან, ითვლება, რომ აღმოსავლეთსლავური ტომების კონსოლიდაციის პირველ ცენტრებად, სადაც ჩნდებოდნენ სამთავრო დინასტიები - მხოლოდ კიევი და ნოვგოროდი კი არ იყვნენ, არამედ პოლოცკის სამთავროც.
Х საუკუნის შუა ხანებში პოლოცკის სამთავროს მართავდა თავადი როგვოლოდი, რომელსაც არანაირი კავშირურთიერთობა არ ჰქონდა რიურიკების დინასტიასთან. დაახლოებით 980 წელს როგვოლოდი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად მოკლა ვლადიმირმა, ხოლო მისი ქალიშვილი - როგნედა, იძულებით შეირთო ცოლად. როგნედასგან ვლადიმირს შეეძინა სამი ვაჟი: იზიასლავი (დაახლ. 978—1001), იაროსლავი (დაახლ. 978—1054) და ვსევოლოდი (983/984-1013). იზიასლავი იყო პოლოცკის სამთავროს უკანასკნელი მმართველი (დაახლ. 989 წ.), მისგან წარმოიშვა პოლოცკელი იზიასლავიჩების დინასტია, რომელიც წარმოადგენდა რიურიკოვიჩების განშტოებას. მათ, აგრეთვე, უწოდებენ როგვოლოდოვიჩებს ან ხელნაწერების მიხედვით, „Рогволожи внуци“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც როგვოლოჟის შვილიშვილები. ამ შტოს თავადები გამოეყვნენ დანარჩენ რიურიკოვიჩებს. ისინი ფლობდნენ მხოლოდ პოლოცკის ტერიტორიებს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბელორუსის ჩრდილოეთ და ცენტრალურ მიწებს. ისინი დროდადრო მტრობდნენ რუსის სხვა მთავრებს. მათ შორის გავრცელებული იყო ადამიანთა ისეთი კონკრეტული სახელები, რომლებსაც არ აღიარებდნენ რიურიკოვიჩების სხვა განშტოებანი მაგ: როგვოლოდი, ვსესლავი, ბრიაჩისლავი და სხვა.
თანდათანობით წარმოიქმნა ახალი ქალაქები — ვოლკოვისკი (პირველად მოიხსენება 1005), ბრესტი (1019), მინსკი (1067), ორშა (1067), ლოგოისკი (1078), პინსკი (1097), ბორისოვი (1102), სლუცკი (1116), გროდნო (1128), გომელი (1142). ქალაქები ხდებოდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენრტები.
X საუკუნის ბოლოს რუსეთის გაქრისტიანების შემდეგ აღმოსავლეთსლავურ სამთავროებში თანამედროვე ბელორუსიის ტერიტორიაზე კირილიცას ანბანურ საფუძველზე გავრცელებას იწყებს დამწერლობა.
ვსესლავ ბრიაჩისლავიჩის მმართველობისას პოლოცკის სამთავრომ მიაღწია თავისი ძლიერების მწვერვალს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სამთავროს დაშლის პროცესი კიდევ უფრო მცირე სამთავროებად.
ლიტვის დიდი სამთავრო
ლიტვის დიდი სამთავრო წარმოიშვა დაახლოებით XII საუკუნის 30-იან წლებში. მან თავის სიძლიერეს მიაღწია XIV საუკუნის მე-2 ნახევარში, როდესაც ქვეყანა გადაიჭიმა უზარმაზარ სივრცეზე ჩრდილოეთიდან სამხრეთით - ბალტიის ზღვიდანშავ ზღვამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთით - ბრესტიდანამოლენსკამდე. სამთავროს წარმოშობის პროცესი დააჩქარა გერმანელ ჯვაროსანთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ. ქვეყნის განმტკიცების მიზნით დიდმა მთავარმა იაგაილომ (1377-1392) პოლონეთთან დადო კარევოს უნია 1385 წელს. 1410 წელს გრიუნვალდის ბრძოლაში ლიტვის, რუსეთისა და პოლონეთის ჯარებმა გაანადგურეს ტევტონი რაინდები და შეაჩერეს მათი აგრესია ბალტიისპირეთში. მოგვიანებით, ლიტვის დიდი მთავრები ცდილობდნენ რუსეთისთვის წაერთმიათ სადავო მიწები მაგრამ, მოსკოვის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნამ და გაძლიერებამ შეაჩერა მათი წინსვლა აღმოსავლეთით. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან მოსკოვ-ლიტვის ომების (1500-1503, 1507-1508, 1512-1522, 1534-1537) შედეგად, ლიტვის დიდმა სამთავრომ დაკარგა სმოლენსკი, ჩერნიგოვი, ბრიანსკი, ნოვგოროდ-სევერსკი და დღევანდელი რუსეთის სხვა მიწები. ქვეყანაში კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ და ლივონიის ომში წარუმატებლობამ განაპირობა ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანება პოლონეთთან 1569 წელს ლუბლინის უნიით, რომელსაც რეჩ პოსპოლიტა ეწოდა.
რეჩ პოსპოლიტა
რეჩ პოსპოლიტა შეიქმნა 1569 წელს ლუბლინის უნიით. ეს იყო პოლონეთ-ლიტვის ფედერაციული სახელმწიფო, რომლის სათავეში იმყოფებოდა სეიმის მიერ არჩეული მონარქი. იგი ერთდროულად ორ ტიტულს ატარებდა — პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდი მთავრის.
უნიას ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიტვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიტვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის პოლონეთის სამეფოსთან შეერთება; ლივონია ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიტვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა: შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიტვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.
ბელორუსული მიწები ასწლეულების განმავლობაში წარმოედგენდა სისხლისმღვრელი ომების არენას, რომელსაც თან სდევდა შიმშილიანობა, ეპიდემიები და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია. ასე რომ 1648 წელს ბოგდან ხმელნიცკის აჯანყების და რუსეთ-პოლონეთის (1654-1667 წ.წ.) ომის მომეტისათვის და თანამედროვე ბელორუსიის ტერიტორიაზე დიდი ჩრდილოეთის ომისათვის ბელორუსი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული რაოდენობრივად.
რუსეთის იმპერიაში
XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტას ამჯერ გაყოფის შედეგად (1772, 1793, 1795), თანამედროვე ბელორუსის მთელი ტერიტორია პრაქტიკულად მიერთებულ იქნა რუსეთის იმპერიასთან.
რუსეთის იმპერიის მიერ მიტაცებულ მიწებზე რეჩ პოსპოლიტას პირველი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა მოგილევის (1772 წ.) და პოლოცკის (1776 წ., თავდაპირველად ის სედიოდა ფსკოვის გუბერნიაში) გუბერნიები. მოგვიანებით, 1778 წელს ისინი გაერთიანდა ერთ ბელორუსის გუბერნიაში.
იმდენად, რამდენადაც გაპოლონელებული ადგილობრივი შლიახტა იყო იმპერატორის ხელისუფლებისადმი არალოალური და მტრულად განწყობილი, XIX ს. პირველ ნახევარში მიღებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებანი, რომელსაც უნდა შეემცირებინა უბრალო მოსახლეობაზე დიდებულთა პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენა. მაგ: ინიციირებულ იქნა შლიახტის ანალიზის საკითხი, რომლის მიხედვით - პირს, რომელიც ვერ წარმოადგენდა თავისი თავადაზნაურული წარმოშობის კონკრეტულ მტკიცებულებას, ერთმეოდა მარალი სტატუსი.
1863—1864 წწ. პოლონეთის სამეფოსა და ჩრდილო-დასავლეთ მხარის ტერიტორიებზე დაიწყო შლიახტის აჯანყება, რომლის მიზანი იყო რეჩ პოსპოლიტას აღდგენა. ჩრდილო-დასავლეთ მხარის აჯანყებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა კონსტანტინე კალინოვსკი, მხარი არ დაუჭირა ბელორუსმა გლეხობამ. მიღებული ზომების შედეგად აჯანყება იქნა ჩახშობილი. კალინოვსკი შეიპყრეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ხელისუფლებამ, აჯანყებების შემცირების მიზნით, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. საზოგადოებაზე პოლონური გავლენა თანდათან ჩაანაცვლა რუსულმა გავლენამ.
1860—1870-იანი წლების რეფორმებმა დააჩქარა ბელორუსის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რამაც ხელიშეუწყო ამ მხარეში კაპიტალიზმის დამყარებას. ამასთან, რეფორმები ჩატარდა შეზღუდული ფორმით. მაგ: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - მიწის რეფორმა - ვერ იქნა ჩატარებული. დასავლეთ გუბერნიებში მიწის კანონი მხოლოს 1911 წელს იქნა მიღებული.
XX რევოლუციური ტალღა დაეხმარა ბელორუსს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში.
ბელორუსი ხალხის დამოუკიდებლობის იდეა პირველად წამოაყენა სახალსო ჯგუფმა „გომონმა“, რომელიც მოქმედებდა პეტერბურგში ბელორუს სტუდენტთა შორის 1880-იან წლებში, უკრაინული ჯგუფების ანალოგიურად.
ბელორუსია და პირველი მსოფლიო ომი
პირველ მსოფლიო ომში (1914—1918) ბელორუსიის ტერიტორია კვლავ გახდა საომარი მოქმედებების არეალი: 1915 წელს გერმანიის ჯარებმა მოახდინეს მისი მიწების დასავლეთი ნაწილის ოკუპაცია, საიდანაც რუსული ხელისუფლების მიერ გატანილი იქნა რუსეთში 432 სამრეწველო ობიექტი და სასწავლო დაწესებულება. აგრეთვე, ფრონტისპირა მინსკის, მოგილევისა და ვიტებსკის რაიონებიდან - 29 დაწესებულება, 1915 წლის ზაფხულში ოკუპაციის საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩაატარეს ნათესების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო ფასების კომპენსირებით გამოსყიდვა გლეხებისაგან. ბელორუსიიდან რუსეთსა და უკრაინაში გატანილ იქნა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები. მაგ: კადეტთა კორპუსი.
ომს ჰქონდა ზოგიერთი დადებითი მხარეც, კერძოდ, გაიზარდა სამრეწველო წარმოების პროდუქციის გაცვლა, არმიაზე ორიენტირებულობა, მაგ: ტანსაცმლის წარმოება მოგილევისა და ვიტებსკის გუბერნიებში 1916 წელს 4-ჯერ გადააჭარბა 1913 წლის დონეს. ომმა მოიტანა ინფლაცია, ქალთა და ბავშვთა შრომის მნიშვნელოვანი გამოყენება. ფრონტისპირა რაიონების მშვიდობიანი მოსახლეობა მობილიზებული იყო სამხედრო სამუშაოებზე. მაგ: მინსკის გუბერნიაში 1916 წლის ბოლოს მობილიზებულ იქნა 1916 წ. 219,3 ათასი ქალი და მამაკაცი. დასავლეთის მიწები გერმანელთა მიერ იქნა ოკუპირებული და დაყოფილი: სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად ობერ-ოსტი, სამხედრო-ოპერაციულ რკალად და ბრესტად 1915 წელს. 1915 წელს ეს რაიონები გადავიდა გერმანული სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ზღუდავდა ადგილობრივ მოსახლეობას რიგ საკითხებში (მაგ: შემოიღო პასპორტები ბავშვთათვისაც კი ხელის ანაბეჭდებით, საშვების სისტემა საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის შემთხვევაში და სხვ). გერმანულ არმიის ოფიცრებს გადაეცათ ის მამულები, რომელთა მფლობელები გაიქცნენ რუსეთში ომის დროს. გამოშვებულ იქნა საოკუპაციო ვალუტა - ობეროსტ-რუბლი.
1915 წელს ოკუპირებული დასახლებულ პუნქტებს შეაწერეს გადასახადები - სულადობრივად (8 მარკა 1917 წლიდან 15-დან 60 წლამდე პირებს), ვაჭრობასა და მრეწველობაზე. აგრეთვე, აიკრძალა საქონლისა და ფრინველის დაკვლა სპეციალური ნებართვის გარეშე. 1915 წელს შემოიღეს სავალდებულო სამუშაოები ქალებისათვის 18 — 45 წლამდე და მამაკაცებისათვის 16 — 60 წლამდე. გერმანული საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობდა ადგილობრივი ხე-ტყის წარმოების განვითარებას - 1915 წელს გაიხსნა 7 სახერხი. ამასთან, გერმანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ გახსნა ბელორუსული, ლიტვური და ებრაული სკოლები, სადაც სავალდებულოდ შემოიღეს გერმანული ენის შესწავლა (სანაცვლოდ, აიკრძალა რუსული ენის სწავლება).
ბელორუსია სამოქალაქო ომის დროს
1917 წლის 5 დეკემბერს დაიწყო მუშაობა სრულიად ბელორუსის I ყრილობამ, რომელზეც განიხილებოდა ბელორუსის სახელმწიფოებრიობის საკითხი.
მონაწილეები დაიყვნენ სხვადასხვა ჯგუფებად: დამოუკიდებელი ბელორუსული სახელმწიფოს მომხრეებად და ბელორუსიის ფართო ავტონომიით რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეებად. საბოლოოდ მათ მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება სრულიადბელორუსიის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს შექმნის შესახებ. ამ ორგანოს უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ბელორუსიის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი. თუმცა, 18 დეკემბერს დასავლეთ ოლქებისა და ფრონტის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო ყრილობის გარეკვის გადაწყვეტილება.
ბელორუსის სახალხო რესპუბლიკა
1918 წლის 25 მარტს გერმანული ოკუპაციის პირობებში ეროვნული მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოაცხადა დამოუკიდებელი ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ სწორედ 1918 წელს დამოუკიდებელი ბელორუსიის სახალსო რესპუბლიკის რადას წყალობით გადაურჩა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი, სადაც იმყოფებოდა გერმანული საოკუპაციო ნაწილები, მასობრივ შიმშილობას, რადგან უკრაინიდან შედიოდა საკვები.
როგორც კი გავიდა გერმანიის საოკუპაციო ჯარი, იმ ტერიტორიებზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა წითელმა არმიამ, რომლის შემდეგ ბსრ მთავრობა ემიგრაციაშივილნიუსში წავიდა.
ბელორუსიის სსრ
რსდმპ (ბ) ხელმღძვანელმა ვ. ი. ლენინმა გასცა პირადი მითითება - ბელორუსულ მიწებზე შეექმნათ დამოუკიდებელი ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკა (ამ მიწების მცირე ნაწილს იმ მომენტისათვის აკონტროლებდა რსფსრს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო დიდ ნაწილს გერმანული საოკუპაციო ხელისუფლება). წითელი არმიის ნაწილებმა 1918 წლის ნოემბრიდან 1919 წლის თებერვლამდე პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ დაიკავეს გერმანელთა მიერ დატოვებული ბელარუსის ტერიტორიები.
საბჭოთა ბელორუსიის მთავრობა შეიქმნა რსდმპ (ბ) ორგანიზაციის VI კონფერენციაზე, რომელიც ჩატარადა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ოლქში, სმოლენსკში 1918 წლის 30/31 დეკემბერს. იმავე სმოლენსკში 1919 წლის 1 იანვარს გამოცხადდა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკარსფსრს შემადგენლობაში. 8 იანვარს საბჭოთა ბელორუსიის მთავრობა სმოლენსკიდან გადავიდა მინსკში მას შემდეგ, რაც მინსკი გერმანელებმა დატოვეს.
1919 წლის 2 თებერვალს მინსკში შეიკრიბა სრულიად ბელორუსიის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა I ყრილობა, რომელმაც 3 თებერვალს მიიღო კონსტიტუცია.
თანამედროვე ბელარუსი ისტორიკოსები ბსსრ-ის დაარსების თარიღად მიიჩნევენ 1919 წლის 1 იანვარს.
პოლონეთის ოკუპაცია
1919 წლის თებერვალში ბელორუსიის ტერიტორიაზე პოლონეთის ჯარი შეიჭრა. 8 თებერვალს მათ აიღეს მინსკი, რომელიც გათავისუფლებულ იქნა წითელი არმიის მიერ მხოლოდ მომდევნო წლის ივლისში.
1921 წელს რიგის სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, პოლონეთის ხელში გადავიდა დასავლეთ ბელორუსიის ნაწილი, რომელიც კერზონის ხაზის აღმოსავლეთით მდებარეობდა.
დიდი სამამაულო ომი
დიდი სამამულო ომის დასაწყისში ბელორუსიის ტერიტორია დაიკავეს გერმანულმა ჯარებმა. ის გამოცხადდა ოსტლანდის რაიხსკომისარიატის გენერალურ ოლქად. დასავლეთ ბელორუსიის ზოგიერთი ნაწილის გაერთიანება იგეგმებოდა გერმანიის აღმოსავლეთ პრუსიასთან.
მოგვიანებით ბელორუსია მოიცვა ფართო პარტიზანულმა მოზრაობამ, რომელიც აიძულებდა ჰიტლერელებს აქ დიდი რაოდენობით კონტინგენტის ყოლას. 1944 წელს ბელორუსიის ტერიტორიაზე არსებულ ყველა პარტიზანულ შენაერთში 373 942 ადამიანი ირიცხებოდა.
ბელორუსიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები გათავისუფლდა წითელი არმიის მიერ 1943 წლის შემოდგომაზე, ხოლო სრულიად ბელორუსია გათავისუფლდა 1944 წლის ზაფხულში ოპერაცია ბაგრატიონის შედეგად.
ბელორუსის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანელმა ფაშისტებმა შექმნეს 287 საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც განადგურდა დაახლოებით 1,7 მლნ. ადამიანი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და საბჭოთა ტყვეების რიგებიდან.
ჰიტლერელთა მიერ ბელარუსიდან გერმანიაში სამუშაოდ გაყვანილი იქნა 399 374 ადამიანი.
მემორიალურ კომპლექს ხატინის მონაცემების მიხედვით, გერმანელებმა კოლაბორაციონისტებთან ერთად ბელორუსიაში ჩაატარეს სულ 182 მსხვილი სადამსჯელო ოპერაცია. პარტიზანთა მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი რაიონების მოსახლეობა ნადგურდებოდა, იდევნებოდა საკონცენტრაციო ბანაკში ან იძულებით სამუშაოებზე. 9857 დასახლებული პუნქტიდან ბელორუსიაში თითქმის მთლიანად განადგურდა 5460. სხვა მონაცემების თანახმად ეს ციფრი უფრო პატარაა - სულ 628.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემით, ადგილი ჰქონდა საბჭოთა პარტიზანების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციებს.
ბელორუსიაში მეორე მსოფლიო ომის მხსვერპლთა რიცხვი დღემდე სადავო თემაა. სხვადასხვა მონაცემებით იგი მერყეობს 750 ათასიდან 3 მლნ-მდე ფარგლებში. სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 209 ქალაქი, დაბა და რაიონული ცენტრი და 9 ათასამდე სოფელი. განსაკუთრებულად, მძიმედ დაზარალდა ებრაული თემი. სხვადასხვა მონაცემებით, განადგურებულ იქნა 400-დან 840 ათასამდე ებრაელი. ომამდე მათი რაოდენობა მილიონს აღწევდა. მათ შორის 50 ათასამდე ებრაელი დაიღუპა ფრონტზე, ხოლო დანარჩენი უშუალოდ „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ შედეგად.
მაგ: ბრესტში 1941 წელს 25 ათასი ებრაელიდან 1945 წელს ცოცხლად გადარჩენილი იყო მხოლოდ 186 ადამიანი.
ომის დამთავრების შემდგომ ბელორუსიის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე წელს მოქმედებდა ანტისაბჭოტა პარტიზანული დაჯგუფებები. ზოგიერთ მათგანთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ დასავლეთ ევროპული სპეცსამსახურები. თუმცა საბჭოთა მილიციის ნაწილებმა მსხვილი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთის წინააღმდეგ.
ომისშემდგომი პერიოდი
გარდაქმნა
1980 — 1990-იანი წლების პოლიტიკურმა პროცესებმა სსრკ მიიყვანა დაცემამდე.
კურაპატებში აღმოჩენილი მასობრივი დახვრეტების ადგილი ბელორუსის სახალხო ფრონტისათვის გახდა ანტისაბჭოთა საპროტესტო აქციების მიზეზი.
პირველი მიტინგი 1988 წლის 30 ოქტომბერს ჩატარდა, რომელიც დაშალეს მილიციის ძალით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
1989 წლის 24-25 ივნისს ლიტვაში ჩატარდა ბელორუსის სახალხო ფრონტის ყრილობა. მასზე დამტკიცდა პარტიის პროგრამა. მინსკში ჩატარდა საპროტესტო აქციები. 1989 წლის 19 თებერვლის მიტინგზე, რომელზრც შეიკრიბა 40 ათასი ადამიანი, გამოაცხადეს ბელორუსიის სახალხო რესპუბლინის სიმბოლიკის აღდგენის შესახებ (1918—1919) — თეთრ-წითელ-თეთრი დროშა და გერბი „პოგონია“ („Погоня“). თუმცა ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბელორუსიის სახალხო ფრონტისათვის წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ ჩატარებულ იქნა ახალი მიტინგი, რომელზეც თავი მოიყარა დაახლოებით 100 ათასმა კაცმა. მოგვიანებით ბელორუსიის სახალხო ფრონტმა კიდევ არაერთხელ ჩაატარა საპროტესტო გდემონსტრაციები ლენინის მოედანზე.
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაცია
ბელარუსის სახალხო ფრონტის გავლენით, 1990 წლის 27 ივლისს ბსსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისდეკლარაცია. დეკლარაციის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1990 წლის 18 ივნისს 12 ივნისის რუსეთის რსსფრ-ის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციის ზეგავლენით. დეკლარაციის პროექტი წარმოდგენილი იქნა 23 ივლისს სტატიებისა და ცალკეული ფორმულირებების დამტკიცენის მიზნით. შედეგად უკვე 27 ივლისს მიღებულ დეკლარაციას ხმა მისცა 229 დეპუტატმა 232 რეგისტრირებულიდან.
იმავდროულად, 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმით მოსახლეობის 82,7 %-მა დაუჭირა მხარი სსრკს შენარჩუნებას.
თუმცა 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ ბელორუსიის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 25 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციისათვის კონსტიტუციური კანონის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმავე დღეს იქნა მიღებული დადგენილებები რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განსაზღ[რის, აგრეთვე, ბელორუსიის კომპარტიის მოღვაწეობის შეჩერების შესახებ. 1991 წლის 19 სექტემბერს ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ შეიცვალა სახელი და იწოდა ბელარუსის რესპუბლიკად. მიღებულ იქნა ახალი სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა, მოგვიანებით კი - ახალი კონსტიტუცია და სამოქალაქო პასპორტი.
სსრკ-დან გასვლა
1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის ხელშეკრულების თანახმად, ბელარუსი შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. 1991 წლის 10 დეკემბერს კი ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა დსთ-ს წარმოქმნის შეთანხმების რატიფიცირება და 1922 წლის საკავშირო ხელშეკრულების დენონსირება.
თანამედროვე ბელარუსი
სსრკ-დან გასვლის შემდეგ ბელარუსი იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო სტანისლავ შუშკევიჩი.
1992 წელს შემოღბულ იქნა ეროვნული ვალუტა, დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.
1993 წელს ბელარუსმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და მალე მთელი ბირთვული შეიარაღება საბოლოოდ გატანილ იქნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამავე წელს მოხდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება.
შუშკევიჩის მმართველობის მთელ მანძილზე ბელარუსის ტერიტორიაზე ტარდებოდა ანტირუსული მიტინგები, თუმცა ხალხის უმრავლესობა მას მხარს არ უჭერდა.
1994 წლის 15 მარტს ბელარუსის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის თანახმად, ქვეყანა გამოცხადდა უნიტარულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. კონსტიტუციის თანახმად, ბელარუსი წარმოადგენს საპრეზიდენტო რესპუბლიკას.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
У Вікіпедії є статті про інші значення цього терміна: Аккад (значення). Аккад невідомоКраїна ІракТип стародавнє містоd Аккад Помилка Lua у Модуль:Mapframe_маркер_розташування у рядку 53: attempt to index field 'datavalue' (a nil value). Аккад (Аккаде чи Аґаде) — історичне місто й область північно
This article uses bare URLs, which are uninformative and vulnerable to link rot. Please consider converting them to full citations to ensure the article remains verifiable and maintains a consistent citation style. Several templates and tools are available to assist in formatting, such as reFill (documentation) and Citation bot (documentation). (September 2022) (Learn how and when to remove this template message) The Special Ops Razorback is an example of a paintball tank built on the chassis...
English soldier and diplomat Sir John St JohntArms of John St John: Argent, on a chief gules two mullets orBorn1230sDied6 September 1302Lochmaben, Dumfriesshire, ScotlandBuriedOld Basing, Hampshire, EnglandSpouse(s)Alice FitzPiersIssueJohn St John, 1st Baron St JohnEdward St JohnAgnes St JohnFatherRobert St JohnMotherAgnes Cantilupe Sir John St John (died 1302), of Basing in Hampshire, was an English landowner, soldier, administrator and diplomat who was a close confidant of King Edward I, se...
العلاقات الإكوادورية الطاجيكستانية الإكوادور طاجيكستان الإكوادور طاجيكستان تعديل مصدري - تعديل العلاقات الإكوادورية الطاجيكستانية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين الإكوادور وطاجيكستان.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عام...
Los Hechos de Pablo y Tecla (Acta Pauli et Theclae) es un texto apócrifo neotestamentario cristiano del siglo II, escrito en griego, que narra la vida de Tecla de Iconio, joven virgen de Anatolia, a partir de su conversión al cristianismo luego de escuchar la prédica de Pablo de Tarso. El texto se habría originado en Anatolia o Siria en el siglo II,[1] y ya era conocido en Egipto hacia el año 300 d. C.[2] Aparece en el Decretum Gelasianum, un catálogo de ap...
يوسف زيدان معلومات شخصية الميلاد 30 يونيو 1958 (العمر 65 سنة)سوهاج الجنسية مصر الحياة العملية المدرسة الأم جامعة القاهرة المهنة كاتب، ومؤرخ، وروائي اللغات العربية أعمال بارزة عزازيل الجوائز الجائزة العالمية للرواية العربية (عن عمل:عزازيل) (2009) تعدي
У Вікіпедії є статті про інші значення цього терміна: Платонове (значення). село Платонове Країна Україна Область Одеська область Район Подільський район Громада Окнянська селищна громада Код КАТОТТГ UA51120150350093025 Облікова картка Платонове Основні дані Заснован...
Rocca Orsini Rocca Orsini in Scurcola Marsicana Rocca Orsini in Scurcola Marsicana Staat Italien Ort Scurcola Marsicana Entstehungszeit 13. Jahrhundert Burgentyp Höhenburg Erhaltungszustand restauriert Bauweise Bruchstein Geographische Lage 42° 4′ N, 13° 20′ O42.06686713.341132Koordinaten: 42° 4′ 0,7″ N, 13° 20′ 28,1″ O Rocca Orsini (Abruzzen) p3 Die Rocca Orsini ist eine Höhenburg in der italienischen Gemeinde Scurcola ...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2009) معهد الترجمة و الترجمة الفوريةالتاريخالتأسيس 1986 الإطارالنوع منظمة البلد المملكة المتحدة التنظيمالانتماء الاتحاد الدولي للمترجمين[1] موقع الويب iti.or...
American coach and athlete The neutrality of this article is disputed. Relevant discussion may be found on the talk page. Please do not remove this message until conditions to do so are met. (July 2018) (Learn how and when to remove this template message) Stephen BienkoStephen Bienko, Fort Myers, Florida. 2015BornNew Jersey, United StatesCitizenshipUnited StatesAlma materUnited States Air Force Academy, Villanova UniversityOccupation(s)Businessman, entrepreneur, track and field coachEmpl...
Partial list of rock formations in Serbia: Image Name Location Notes Đavolja Varoš Kuršumlija 42°59′N 21°24′E / 42.983°N 21.400°E / 42.983; 21.400 Prskalo Kučaj mountains Prerast of Vratna River Kladovo Đavoljev kamen Trgovište This list is incomplete; you can help by adding missing items. (March 2012) See also List of caves in Serbia vte Serbia-related listsPeople Serbs and Serbians By occupation (Presidents · Writers · Monarchs · Rulers) By city (Bel...
Village in EnglandPensbyVillageShops on the B5138 Pensby Road, at the junction with Fishers LanePensbyLocation within MerseysidePopulation6,900 (2001 census)OS grid referenceSJ271829• London178 mi (286 km)[1] SEMetropolitan boroughWirralMetropolitan countyMerseysideRegionNorth WestCountryEnglandSovereign stateUnited KingdomPost townWIRRALPostcode districtCH61Dialling code0151ISO 3166 codeGB-WRLPoliceMerseysideFire...
Tabletop role-playing game supplement PavisThreshold to DangerCover art by Michael Blum and Brad W. Foster.DesignersSteve PerrinGreg StaffordOliver DickinsonCharlie KrankSandy PetersenKen RolstonAnders SwensonMichael TroutLynn WillisM.B. WillnerPublishersChaosiumPublication1983; 40 years ago (1983)GenresFantasySystemsBasic Role-PlayingISBN978-1-56882-518-2 Pavis: Threshold to Danger is a boxed tabletop role-playing game supplement for RuneQuest, originally published by Chaos...
Overview of the legality and practice of prostitution in U.S. state Prostitution in Rhode Island was outlawed in 2009. On November 3, 2009, Republican Governor Donald Carcieri signed into law a bill which makes the buying and selling of sexual services a crime.[1] Prostitution was legal in Rhode Island between 1980 and 2009 because there was no specific statute to define the act and outlaw it, although associated activities were illegal, such as street solicitation, running a brothel,...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: List of International Mathematical Olympiad participants – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2020) (Learn how and when to remove this template message) The International Mathematical Olympiad (IMO) is an annual international high school mat...
У Вікіпедії є статті про інші значення цього терміна: Греблина. село Греблина Країна Україна Область Чернівецька область Район Вижницький район Громада Конятинська сільська громада Облікова картка картка Основні дані Населення 184 Поштовий індекс 59115 Телефонний к...
Telecommunications company in Singapore SingtelComcentre, the corporate headquarters of SingtelTypePublicTraded asSGX: Z74ISINUS82929R3049IndustryTelecommunicationsFounded1879; 144 years ago (1879) (as Private Telephone Exchange)28 March 1992; 31 years ago (1992-03-28) (as Singapore Telecom) [1]Headquarters31 Exeter Rd, Singapore 239732Area servedAsiaAustraliaAfricaKey peopleYuen Kuan Moon (Group CEO)[2]ProductsFixed-line and mobile telephon...
Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: BPK Perwakilan Provinsi Maluku Utara – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Sesuai dengan Keputusan Badan Pemeriksa Keuangan Republik Indonesia Nomor 39/K/1.VIII.3/7/2007 tentang Organisasi ...
This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (May 2021) (Learn how and when to remove this template message) This article's tone or style may not reflect the encyclope...
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!