ზემო ხუნწი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის თემი (სოფლები: ზემო ხუნწი, ქვემო ხუნწი, ლეციცხვაიე). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 200 მეტრი, მარტვილიდან 8 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 381 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
427 |
209 |
218
|
2014[1] |
381 |
195 |
186
|
სქოლიო