ბანძა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).[2] მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით.
ისტორია
პირველად მოხსენიებულია 1639-1640 წლებში ოდიშში რუსეთის ელჩობის აღწერილობაში. 1658 წელს ბანძის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია–სამეგრელოს მთავრებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს „ბანძა და ციხე კეთილნაშენი“. 1737 წელს შედგენილ იმერეთის რუკაზე აღნიშნულია „ბანძა–ფაღაოს სასახლე“. სოფელში ტრადიციულად აღინიშნებოდა ჭვენიერობა, რომელიც ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების დღესასწაულია. საბჭოთა პერიოდში ბანძაში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ჩაის ფაბრიკა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1099 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
473 |
213 |
260
|
2014[1] |
1099 |
527 |
572
|
ცნობილი ადამიანები
ბანძაში დაიბადა ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა.
ფოტოგალერეა
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო