კურზუ — სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: გოდოგანი, დობერაზენი, დღვანა, კურზუ, საბერულავო, სანაჭყებიო).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ოჩხომურის ზემოთში, ზღვის დონიდან 360 მ, მარტვილიდან 30 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
1932 წელს სოფელთან იპოვეს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების განძი, რომლის შემადგენლობაში იყო სპილენძის ზოდი, რკინის ცული, ბრინჯაოს სამაჯურის ნატეხი, რგოლი, ჭურჭლის ნატეხები და სხვა არტეფაქტები. განძი განეკუთვნება კოლხურ კულტურას და დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 582 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
637 |
305 |
332
|
2014[1] |
582 |
287 |
295
|
ლიტერატურა
სქოლიო