ლეცავე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს თემი (სოფლები: ვახა, ლეგულორდავე, ლესხულუხე, ლეცავე, პატარა ჟინოთა, სალხინო, წაჩხური). მდებარეობს ასხის მასივის დასავლეთ კალთაზე. მდინარე წაჩხურის (ტეხურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 290 მ, მარტვილიდან 19 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
215 |
103 |
112
|
2014[1] |
158 |
77 |
81
|
ლიტერატურა
სქოლიო