ლეპატარავე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. ბანძის თემი (სოფლები: ბანძა, ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 100 მ, მარტვილიდან 12 კმ, აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 25 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 177 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
531 |
242 |
289
|
2014[1] |
177 |
81 |
96
|
ლიტერატურა
სქოლიო