უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი (ინგლ. Waterton-Glacier International Peace Park) — კანადის ტერიტორიაზე მდებარე უოტერტონ-ლეიკსის ეროვნული პარკისა და აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე გლეიშერის ეროვნული პარკის გაერთიანების საერთო სახელი. ორივე პარკი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია ბიოსფერულ ნაკრძალებად და 1995 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
პარკების გაერთიანება შეიქმნა 1932 წლის 18 ივნისს , ორგანიზაცია როტარი ინტერნეიშენალის ალბერტელი და მონტანელი წევრების ძალისხმევით. იგი მშვიდობის პირველი პარკია მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოს. სამომავლოდ არის მცდელობა მსგავსი პარკი შეიქმნას აშშ-სა და მექსიკას შორისაც.[1]
პარკის ფართობი 4572 კმ²-ია და მდებარეობს ალბერტას სამხრეთ-დასავლეთ და მონტანას ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. მის ტერიტორიაზე გავრცელებულია ვაკეები, ტყეები, ალპური მთები და მყინვარები, ასევე მცენარეთა და ცხოველთა დიდი მრავალფეროვნება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო