კაჰოკია – ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ყორღანი აშშ-ში. მდებარეობს ქალაქ კოლინსვილის ახლოს, მდინარე მისისიპის ნაპირზე, ქალაქ სენტ-ლუისის პირდაპირ, ილინოისის შტატში.
კაჰოკია მისისიპის კულტურის (VII-XIII სს.) მსხვილი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. ეს კულტურა ჯერ კიდევ ევროპელებთან კონტაქტამდე 500 წლით ადრე თანამედროვე აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვითარდებოდა.
1982 წელს კაჰოკია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში