მონტიჩელო — აშშ-ის მე-3 პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმი, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. დაპროექტებულია თვით თომას ჯეფერსონის მიერ და იტალიურად მონტიჩელო (იტალიურად: Monticello) „პატარა მთას“ ნიშნავს.
მონტიჩელო იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ის გამოსახულია აშშ-ის ორ დოლარიან კუპიურაზე, რომელიც იბეჭდებოდა 1938 წლიდან 1966 წლამდე და ასევე 5 ცენტიანზე.
არქიტექტურა
მონტიჩელოს არქიტექტურა მოიცავს ნეო-კლასიკურსა და ბერძნულ სტილს. დიდ ინტერესს იმსახურებს სახლის პროექტი. აღსანიშნავია მონტიჩელოს ვენახები, რომლებიც ძირითადად ფრანგული და იტალიური ყურძნის ჯიშებით გამოირჩევა.