ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი (ინგლ. Hawai'i Volcanoes National Park) – მდებარეობს აშშ-ის კუნძულოვან შტატის, ჰავაის ტერიტორიაზე. დაარსდა 1916 წლის 1 აგვისტოს. ეროვნული პარკის ფართობი 1348 კმ²-ს შეადგენს. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანი კილაუეა და ჰავაიში სიმაღლით მეორე ვულკანი მაუნა-ლოა (4 169 მეტრი). პარკი გაშენებულია წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ეკოსისტემით. 1987 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ჰავაის ვულკანური მინდვრის პანორამა