ლუნენბურგი (ინგლ. Lunenburg) — ქალაქი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ლუნენბურგის საგრაფოში. მდებარეობს პროვინციის სამხრეთის სანაპიროს რეგიონში, მაჰონის ყურის დასავლეთით, ნახევარკუნძულზე. ქალაქი დაახლოებით 90 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთითაა დაცილებული ჰალიფაქსის რეგიონული მუნიციპალიტეტის საზღვარს. 2006 წლის მონაცემებით, ლუნენბურგის მოსახლეობა 2 317 ადამიანს შეადგენს.
1995 წლიდან ქალაქის ისტორიული ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ქალაქი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და სამოქალაქო მონახაზით, რაც ბრიტანეთის კოლონიური დასახლების გეგმარების საუკეთესო მაგალითია მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში