არეალი მოიცავს კარბონული სისტემის ერთ-ერთ სრულ და საუკეთესოდ დაცულ ნამარხებს. მათ შორისაა ექვს მეტრზე მეტი სიმაღლის ხეების მორები, დიდი მრავალფეროვნების უხერხემლოების, თევზების, ამფიბიების და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რეპტილიების ნამარხები.
კლდე პირველი დაცული არეალი იყო, რომლის 7 ჰა ტერიტორიაც 1972ისტორიული ობიექტების დაცვის აქტმა დაიცვა. 1989 წელს კი კლიდს ქვეშ მდებარე პლაჟი პლაჟების აქტით იქნა დაცული. 2006 წლიდან ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აქ მინერალების მოპოვებას კრძალავს. 2007 წლის 27 აპრილს, ჯოგინსის კლიფის ნამარხების არეალი 689 ჰა-მდე გაფართოვდა. 2008 წელს კი იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.