უკრაინა მოიცავს 24 ოლქს (პროვინცია), ერთ ავტონომიურ რესპუბლიკასა და ორ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქს.
უკრაინის ოლქების უმრავლესობას სახელი აქვს დარქმეული თავიანთი დედაქალაქების სახელების მიხედვით.
უკრაინაში ოლქის დედაქალაქი ხშირად უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქია.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა (უკრ. Автономна Республіка Крим, Avtonomna Respublika Krym, ყირიმ. Qırım Muhtar Cumhuriyeti), ძველად უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყირიმის ოლქი, არის გეოგრაფიულად ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარი ნაწილი სამხრეთ უკრაინაში. მისი დედაქალაქია სიმფეროპოლი.
მუნიციპალიტეტები, (ე.ი. ქალაქები სპეციალური სტატუსით, უკრაინის ცენტრალური მმართველობაზე დაქვემდებარებული) მათშორის კიევი (ქვეყნის დედაქალაქი) და სევასტოპოლი. მათ შეინარჩუნეს თავიანთი სტატუსი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ქვეგანყოფილებებიდან.
რაიონები არის უკრაინაის ყველაზე მცირე ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული. სულ ქვეყნის 24 ოლქსა და ყირიმში არის 490 რაიონი. უკრაინის რაიონების საშუალო ფართობია 1,200 კმ², ხოლო მოსახლეობა საშუალოდ 52,000 კაცი.
ავსტრია · აზერბაიჯანი3 · ალბანეთი · ანდორა · ბელგია · ბელარუსი · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიეტუვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მალტა · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდები · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან მარინო · სერბეთი · საფრანგეთი1 · საქართველო3 · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ჩრდილოეთი მაკედონია · ხორვატია