ავტონომიური რესპუბლიკა

ავტონომიური რესპუბლიკა — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც გააჩნია ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტიკა. ამავდროულად იგი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო[1].

საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები

საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე არსებობს ორი ავტონომიური რესპუბლიკა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა და გერბი[2]. აჭარის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.[2] უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოადგენს უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევა 4 წლით, უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მერია)[2]. მართლმსაჯულება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ სასამართლოების მიერ[2]. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებელია და ზედამხედველობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია თავისი ბიუჯეტი, რომელსაც ყოველწლიურად ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო[2].

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!