კახაბერ ძაგანია (დ. 28 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ფაკულტეტი. 1992-1993 წლებში მუშაობდა სამკურნალო პროფილაქტიკურ საშუალებათა მიღების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაში. 1996 წლის ოქტომბერში გახდა ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2000-2002 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით, ხოლო 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. მან ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. მასთან ერთად პარტიიდან იოსებ შატბერაშვილიც წავიდა. 2013 წლის მაისში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“, რომლის ლიდერიც თავად გახდა.
რესურსები ინტერნეტში