ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა (ინგლ. Star Trek: The Next Generation, TNG) — მეორე სატელევიზიო სერიალი, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. სერიალის გადაღება დაიწყო ორიგინალური სერიალის შემქმნელმა ჯინ როდენბერიმ, მისი გარდაცვალების შემდეგ — 1991 წლიდან გააგრძელა რიკ ბერმანმა.
სიუჟეტი
სერიალის მოქმედება ვითარდება 2364—2370 წლებში, ასი წლის შემდეგ ორიგინალური სერიალიდან და მოგვითხრობს ფედერაციის კოსმოსური ხომალდის „ენტერპრაიზ CC-1701-D“_ს მოგზაურობაზე კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის მეთაურობით. „ენტერპრაიზი“, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ხომალდია, თუმცა ვარსკვლავური ფლოტის სხვა ხომალდები მსგავსად კარგად შეიარაღებული.
„ორიგინალური სერიალისგან“ განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ახალი რასების აღმოჩანაზე, „შემდეგ თაობაში“ მეტი ყურადღება ეთმობა ურთიერთობას უკვე ცნობილ რასებთან. ასევე სერიების ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგალითად პერსონაჟი „ქიუ“ (ინგლ. Q) მთელი სერიალის მანძილზე პერიოდულად ჩნდება სერიალში.
„ენტერპრაიზის“ ეკიპაჟისთვის, ისევე როგორც მთელი ფედერაციისთვის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენენ ბორგები - რობოტებად გარდაქმნილი ჰუმანოიდების რასა, რომელსაც მართავს ერთიანი გონება, ისინი საკუთარი რაოდენობის გასაზრდელად ახდენენ სხვა რასების ასიმილაციას. ბორგების იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სერიალში ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი (ინგლ. Star Trek: Voyager).
როლებში
მთავარი გმირები
მეორეხარისხოვანი გმირები
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| სატელევიზიო სერიალები | |
---|
| ფილმები |
ორიგინალური სერია | |
---|
| შემდეგი თაობა | |
---|
| გადატვირთვა (კელვინის დროის ხაზი) | |
---|
|
---|
| სხვა მედია |
- თამაშები
- ლიტერატურა
- დოკუმენტური ფილმი
- დადგმები
|
---|
| სხვადასხვა | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
|