23 მაისი
23 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 143-ე დღე (ნაკიან წლებში - 144-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 222 დღე.
დღის მოვლენები
- 1430 : კამპიენისკენ გასანთავისუფლებლად ჯარის წინამძღოლი ჟანა დ'არკი ტყვედ აიყვანეს ბურგუნდიელებმა.
- 1533 : მეფე ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელის ქორწინება გაუქმებულად გამოცხადდა.
- 1568 : ნიდერლანდები ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1592 :ინკვიზიციამ ვენეციაში დააპატიმრა ჯორდანო ბრუნო.
- 1788 : სამხრეთი კაროლინა გახდა აშშ-ს მე-8 შტატი.
- 1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.
- 1846 : მექსიკამ ამერიკას ომი გამოუცხადა.
- 1877 : რუმინეთის სამთავრომ თურქეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1904 : ვენაში დაიწყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში.
- 1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
- 1915 : პირველი მსოფლიო ომი - იტალია მოკავშირეებს უერთდება, მას შემდეგ რაც მათ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადეს.
- 1925 : მაუწყებლობა დაიწყო საქართველოს რადიომ.
- 1928 : ჩრდილოეთ პოლუსისკენ, დირიჟაბლით „იტალია“, გაემგზავრა ექსპედიცია, უმბერტო ნობილეს ხელმძღვანელობით.
- 1929 : მიკი მაუსის პირველი ხმოვანი მულტფილმი - Karnival Kid - გამოვიდა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი, სს-ის მეთაურმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოკავშირეების ტყვეობაში თავი მოიკლა.
- 1949 : გერმანიამ მიიღო კონსტიტუცია.
- 1987 : საბჭოთა კავშირში შეწყვიტეს რადიო „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა
- 1988 : მიშელ პლატინიმ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
- 1992 : რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ოქმს, რომელიც შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას.
- 1997 : მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2004 : ცხინვალში ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები.
- 2007 ათენში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა ანგარიშით 2-1 ლივერპული დაამარცხა.
- 2008 : ქალაქ ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი დაფუძნდა.
- 2009 : სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა რო მუ ჰიანმა თავი მოიკლა.
- 2011
- 2015 : შვედმა მომღერალმა მონს სელმერლევმა სიმღერით „Heroes“ ევროვიზია-2015-ზე გაიმარჯვა.
- 2017 : ბრიტანელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმზ ბონდის როლით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 2021 : იტალიური როკ-ბენდი Måneskin სიმღერით „Zitti e buoni“ ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები
|
|