Måneskin — იტალიური როკ-ჯგუფი, რომელიც 2016 წელს რომში დაარსდა. მისი წევრები არიან დამიანო დავიდი (წამყვანი ვოკალისტი), ვიქტორია დე ანჯელისი (ბასისტი), ტომას რაჯი (გიტარისტი) და ეთან ტორკიო (დრამერი).[1] ბენდმა ცნობადობა მოიპოვა 2017 წელს იტალიური X Factor-ის მეთერთმეტე სეზონში მეორე ადგილის აღების შემდეგ.[2] 2021 წელს მათ სანრემოს მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს. იმავე წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბენდმა წარადგინა იტალია სიმღერით „Zitti e buoni“, რითაც ქვეყანას გამარჯვება მოუტანა.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო