ტაშა იარი დაიბადა 2337 წელს კოლონიაზე ტურკანა IV . მას ასევე ჰყავდა 5 წლით უმცროსი და იშარა. მათი მშობლები დახოცეს იშარას დაბადებიდან ცოტა ხანში. 2352 წელს 15 წლის ასაკში ტაშამ დატოვა ტურკანა IV და ამის მერე და აღარ უნახავს. მალევე იგი შევიდა ვარსკვლავურ ფლოტში.
2363 წელს სამაშველო ოპერაციის დროს ტაშამ გადაარჩინა კოლონისტები დანაღმულ ველზე გავლისას. ჟან-ლუკ პიკარის ხომალდიც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. პიკარზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ტაშას სიმამაცემ რომ გადაწყიტა აეყვანა თავის გუნდში. ენტერპრაიზზე ტაშა იარი იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.
ტაშა იარი მოკლულ იქნა 2364 წელს პლანეტაზე ვაგრა II. იგი იყო სადესანტო ჯგუფში რომელიც ცდილობდა დიანა ტროის გადარჩენას, რომლის შატლსაც შეემთხვა ავარია, თუმცა მათ ხელი შეუშალა სიცოცხლის უცნობმა ფორმამ სახელად არმუსი. როცა ტაშა შეეცადა გვერდი აევლო არმუსისთვის და მისულიყო შატლთან, არმუსმა მოკლა იგი.