რეჯინალდ ბარკლი პირველად გამოჩნდა სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა როგორც ინჟინერი. მას ჰქონდა პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში, ამიტომ შექმნა ჰოლოგრაფიული სამყარო. ლეიტენანტი ლა ფორჟი და მრჩეველი დიანა ტროი ცდილობდნენ დახმარებოდნენ ამ პრობლემების მოგვარებაში. როდესაც ხომალდის სისტემაში არსებული არსებული ხარვეზების გამო შეიქმნა ავრიური სიტუაცია სწორედ ბარკლიმ იპოვა გაუმართაობის მიზეზი რითაც ხომალდი დაღუპვას გადაარჩინა.
ეპიზოდში „N-ური ხარისხი“ ბარკლი შეიაწავლიდა უცხოპლანეტურ ზონდ, რა დროსაც მოხვდა უცნობი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ და მიიღო მატერიისა მართვის უნარი. იგი მართავს ენტერპრაიზს და მიჰყავს იგი უცნობ სისტემაში. როგორც ირკვევა ზონდი გამოგზანა უცხო ცივილიზაციამ სხვა რასების შესწავლის მიზნით.
ბარკლის აწუხებდა შიშები ტრანსპორტერის მიმართ, თუმცა საბოოლოოდ მან დაძლია იგი. ეპიზოდში „ხომალდი ბოთლში“ იგი შემთხვევით ააქტიურებს პროფესორ მორიარტის ჰოლოგრაფიულ პერსონაჟს. მორიარტი ქმნის ხომალდის ჰოლოგრაფიულ ასლს, სადაც იტყუებს კაპიტან პიკარს, დეიტას და ბარკლის და ცდილობს ხელში ჩაიგდოს ენტერპრაიზის მართვა. საბოლოოდ მორიარტის ათავსებენ კომპიუტერულ სიმულაციაში, სადაც იგი აგრძელებს არსებობას იმაში დარწმუნებული რომ დატოვა ხომალდი.
მის სახელს ატარებს დაავადება რიმელმაც გამოიწვია ეკიპაჟის წევრთა დე-ევოლუცია.
ენტერპრაიზ-D_ს განადგურების შემდეგ ბარკლი გადავიდა ახალ ხომალდზე პიკარის მეთაურობის ქვეშ. როდესაც ხომალდი მოხვდა 2063 წელს, ლეიტენანტმა ბარკლიმ აისრულა მთალი ცხოვრების ოცნება როდესაც ხელი ჩამოართვა და გაესაუბრა თვით ზეფრამ კოკრეინს.
მას შემდეგ, რაც ფედერაციის ხომალდი USS ვოიაჯერი დაიკარგა დელტა კვადრანტში რეჯინალდ ბარკლი ფანატიკურად ეძებდა მასთან დაკავშირების საშუალებას, იგი ქმნის ხომალდის ეკიპაჟის ჰოლოგრაფიულ სიმულაციას. ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მან დახმარებისთვის მიმართა თავის მეგობარს და ფსიქოლოგს დიანა ტროის. ბარკლიმ შეიმუშავა კავშირის მეთოდი. პირველი მცდელობისდას დაკავშირება ვერ მოხერხდა, მიუხედავად ამისა მან დაარღვია რა პირდაპირი ბრძანება, განაგრძო მუშაობა და საბოოლოოდ წარმატებით დაამყარა კავშირი.
როცა დოქტორი ციმერმანი ავად ხდება ბარკლის გადაყავს ექიმი ვოიაჯერიდან სადგურ იუპიტერზე. მოგვიანებით იგი ქმნის საკუთარ ჰოლოგრაფიულ ასლს და აგზავნის ვოიაჯერზე რათა იგი დაეხმაროს მათ დაბრუნებაში. თუმცა ჰოლოგრამას ხელში იგდებენ ფერენგები და გადააპროგრამებენ საკუთარი მიზნებისთვის, მათ სურთ ხელში ჩაიგდონ ცხრიდან მეშვიდეს ნანობოტები. საბოლოოდ ბარკლი ახერხებს ჩაშალოს მათი გეგმა.