ეკონომიკური თავისუფლება — საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა. აღნიშნული გახლავთ ტერმინი, რომელიც გამოიყენება როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ დებატებში, ასევე ეკონომიკის ფილოსოფიაში.[1][2] ეკონომიკური თავისუფლებისადმი მიდგომა მოდის ლიბერალური ტრადიციიდან, რომელიც ხაზს უსვამს თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ ვაჭრობას და კერძო საკუთრებას თავისუფალი ბაზრის პირობებში. ეკონომიკური თავისუფლების კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს ინდივიდუალური არჩევანის ეკონომიკური სიკეთეების შესწავლა, სწორედ მდგრადი ეკონომიკური თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რომ პიროვნებებს მიეცეთ ფართო არჩევანიდან მათთვის ხელსაყრელის არჩევის შესაძლებლობა.[3] ეკონომიკური თავისუფლების ცალკეული კონცეფციები მიზნად ისახავს სიდუხჭირისაგან გათავისუფლებას[1][4] და თავისუფლებას, რომ საზოგადოების წევრებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კოლექტიურ გარიგებათა დადების პროცესში.[5]
ლიბერალური ხედვით თავისუფალი ბაზრის პირობებში, ეკონომიკური თავისუფლება განისაზღვრება, როგორც წარმოების თავისუფლება, ვაჭრობა და გამოყენება ნებისმიერი საქონლისა და მომსახურებისა, რომელშიც გადახდილია შესაბამისი საფასური ძალის გამოყენების, თაღლითობისა და ქურდობის გარეშე. აღნიშნული პროცესი ხშირად ხორცშესხმულია კანონის უზენაესობის პირობებში, საკუთრების უფლების, სახელშეკრულებო თავისუფლებისა და გარე და შიდა ბაზრების ღიაობისას, საკუთრების უფლებების მკაცრი დაცვითა და ეკონომიკური ინიციატივის თავისუფლებით.[3][6][7] არსებობს ეკონომიკური თავისუფლების რამდენიმე ინდექსი, რომლებიც ზომავენ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ თავისუფლებას. ამ რანჟირების საფუძველზე, კორელაციურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უმაღლესი ეკონომიკური ზრდა თანაფარდობაშია ქვეყნის რეიტინგის მაღალ ქულებთან (რომელიც გარკვეული წესით ანგარიშდება).[8] რაც შეეხება სხვა ზომებს, როგორიცაა თანასწორობა, კორუფცია, პოლიტიკური და სოციალური ძალადობა და მათი თანაფარდობა ეკონომიკურ თავისუფლებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები ერთმანეთთან აკავშირებს პოლიტიკასა და შესაბამისი პოლიტიკური გეგმიდან გამოწვეულ შედეგებს, რაც ფარავს ნეგატიურ თანაფარდობებს, ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის გარკვეულ ქვეკომპონენტებში.[9]
ლიბერალური თავისუფალი ბაზრის ხედვის თანახმად, კერძო საკუთრების უფლების დაცული სისტემა ეკონომიკური თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აღნიშნული სისტემა მოიცავს ორ ძირითად უფლებას, კერძოდ, 1) საკუთრების კონტროლისა და სარგებლობის უფლებას და 2) საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების/გადაცემის უფლებას. ეს უფლებები ხალხს აძლევს ავტონომიისა და თვითგამორკვევის შესაძლებლობას, მათი პირადი ღირებულებებისა და მიზნების შესაბამისად.[11] ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება არის „ადამიანის უფლებების ყველაზე ფუნდამენტური და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობა“.[12] საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის არსებობისას, ადამიანები თავისუფლად ირჩევენ საკუთარი ქონების გამოყენების შესაბამის გზას, გამოიმუშავებენ მისგან უშუალოდ თანხას თუ გადასცემენ მას სხვა პირს, ამ დროს ისინი აღნიშნულ მოქმედებებს ნებაყოფლობით ასრულებენ და მათ წინააღმდეგ ადგილი არ აქვს ძალდატანებას (იძულებას), თაღლითობას ან ქურდობას. ასეთ პირობებში ადამიანთა უმეტესობას შეუძლია მიაღწიოს ბევრად უფრო მეტ პიროვნულ თავისუფლებას და განვითარებას, ვიდრე ხელისუფლების ნეგატიური ზემოქმედების/იძულების რეჟიმში. საკუთრების უფლების უსაფრთხო სისტემა ასევე ამცირებს გაურკვევლობას და ხელს უწყობს ინვესტიციებს, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეკონომიკის განვითარებისა და მეტი წარმატებისათვის.[13] სხვადასხვა კვლევებისა და მტკიცებულებების თანახმად, ძლიერი საკუთრების უფლების მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე საკუთრების უფლების სუსტი სისტემის მქონე ქვეყნების, და რომ ჯანსაღი საკუთრების უფლების მქონე საბაზრო სისტემა დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა. .[14]ერნანდო დე სოტოს აზრით, ე.წ. „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში სიღარიბე დიდწილად განპირობებულია დასავლურ პრინციპებზე აგებული კანონმდებლობის არარსებობით და მკაფიოდ განსაზღვრული და საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების უფლების არ ქონით. დე სოტო ამტკიცებს, რომ იურიდიული ბარიერების გამო ასეთ ქვეყნებში ღარიბ ხალხს არ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი აქტივები მეტი სიმდიდრის მოსაპოვებლად.[15] კერძო საკუთრების უფლების უალტერნატივობას ეჭვქვეშ აყენებდა პიერ-ჟოზეფ პრუდონი - სოციალისტი და ანარქისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქონება ერთდროულად ქურდობაცაა და თავისუფლებაც.[16]
ხელშეკრულების დადების თავისუფლება
ხელშეკრულების თავისუფლება არის უფლება, რომელიც საშუალებას აძლევს პირებს აირჩიონ ის პირები, რომელთანაც სურთ ხელშეკრულების დადება და დადონ ასეთი ხელშეკრულება ნებისმიერი ფორმითა და პირობით, რომელზეც მხარეები თავად შეთანხმდებიან(კანონის ფარგლებში). ხელშეკრულებების ძალით, პირებს საშუალება აქვთ მათი კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმდნენ მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე, ასევე მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ ის ღონისძიებები, რაც მოჰყვება ხელშეკრულების მთლიან ან ნაწილობრივ შეუსრულებლობას.[17] აღსანიშნავია, რომ ყველა სადავო ხელშეკრულების ბედი არ უნდა წყდებოდეს სასამართლოებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე ათწლეულში მოძლიერდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის დამოუკიდებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ დავებზე, კერძო სამართლის შესაბამისად.[18] ნეგატიურ მოცემულობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების თავისუფლება არის თავისუფლება მთავრობის ჩარევისა და სამართლიანობის დადგენილ ფასეულობათაგან. მიჩნეულია, რომ ცნება „ხელშეკრულების თავისუფლება“ იურიდიულ ტერმინოლოგიაში შემოიტანა და დაამკვიდრა სერ ჯორჯ ჯესელმა (რომელიც იყო მოსამართლე და დიდი ბრიტანეთის სასამართლო ხელისუფლების პირველი პირი, ინგლ.Master of the Rolls) 1875 წელს:[19]
„არსებობს კიდევ ერთი რამ, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მორიგი პოლიტიკური საჭიროება და დღისწესრიგია, ეს გახლავთ ის საკითხი, რომ სრულწლოვან და ქმედუნარიან მამაკაცებს ჰქონდეთ მაღალი დონის ხელშეკრულების თავისუფლება, ხოლო მათი ხელშეკრულებები თავისუფლად და ნებაყოფლობით უნდა იქნეს დადებული, ხოლო დაცული მაქსიმალურად. საჭიროების შემთხვევაში ისინი უნდა აღასრულონ სასამართლოებმა. მაშასადამე, თქვენ უნდა განიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი - და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ უნდა ჩაერიოთ ხელშეკრულების თავისუფლებაში.“
ხელშეკრულების თავისუფლების დოქტრინამ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს საქმეში „ლოხნერი ნიუ-იორკის წინააღმდეგ“, რომელმაც დაადგინა მცხობელთა სამუშაო საათების სამართლებრივი შეზღუდვები.[20]
ხელშეკრულების თავისუფლების კლასიკური შეხედულების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს თავისუფლება მოჩვენებითია, როდესაც მხარეთა შეთანხმება ძალზე უთანასწოროა, განსაკუთრებით კი, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დადებული კონტრაქტების შემთხვევაში. ასევე, სამუშაო საათების შეზღუდვის შემთხვევაში, დასაქმებულებს, როგორც ჯგუფს, შეუძლიათ ისარგებლონ სამართლებრივი დაცვით, რაც ხელს უშლის პირებს ინდივიდუალურად შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომლიც ადგენს ხანგრძლივ სამუშაო საათებს. 1937 წელს West Coast Hotel Co. v. Parrish-ის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ადრინდელ გადაწყვეტილებას:
„საკანონმდებლო ორგანომ ასევე აღიარა ის ფაქტი, რაც ბევრ შტატში კანონმდებელთა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ამ საკუთრების მფლობელები (დამსაქმებლები) და მათი თანამშრომლები არ არიან თანაბარ პირობებში, არ აქვთ თანასწორი უფლებები და რომ [გვ. 394] მათი ინტერესები გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. დამსაქმებელს ბუნებრივად სურს, რომ რაც შეიძლება მეტი შრომა ნახოს მისი თანამშრომლებისგან, ხოლო დასაქმებულს ხშირად უჩნდება გათავისუფლების შიში, რომელსაც გამოიწვევს იმ წესებისა და ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მათი ღრმა რწმენით, სამართლიანად განსჯისას, საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის ან სიმტკიცისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეწარმეები ადგენენ წესებს და დასაქმებულნი პრაქტიკულად იძულებულნი არიან დაიცვან ისინი. ასეთ შემთხვევებში, პირადი ინტერესი ხშირად საფრთხისშემცველი პრინციპია და საკანონმდებლო ორგანომ ასეთ დროს შეიძლება სათანადოდ გამოიყენოს მისი უფლებამოსილება.“[21]
ამ მომენტიდან აშშ-ს სასამართლოებმა უარყვეს ლოხნერის შეხედულება ხელშეკრულების თავისუფლების შესახებ. [22]
ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება
თავისუფალი ბაზრის იდეის ზოგიერთი მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები გაფართოვდა საბაზრო ეკონომიკასთან ერთად და წარმოადგენენ ემპირიულ მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი.[23][24]
წიგნში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ (1962) ფრიდმანმა შემდგომში განავითარა ფრიდრიხ ჰაიეკის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური თავისუფლება თავისმხრივ, ტოტალური თავისუფლების უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის ასევე პოლიტიკური თავისუფლების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებულ მოდელს ყოველთვის თან ახლავს პოლიტიკური რეპრესიები. ფრიდმანის აზრით, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ყველა გარიგების ნებაყოფლობითი ხასიათი და ფართო მრავალფეროვნება, ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს რეპრესიების მოსურნე პოლიტიკური ლიდერებისათვის და მნიშვნელოვნად ამცირებს მათი ჩარევისა და იძულების ძალას. ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებული კონტროლის აღმოფხვრის შედეგად, ეკონომიკური საქმიანობები განცალკევებულია პოლიტიკური ძალაუფლებისგან და ამავდროულად მათ შესაძლოა დადებითი როლიც შეასრულონ ერთმანეთის დაბალანსების პროცესში. ფრიდმანი თვლის, რომ კონკურენტული ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან არაპერსონიფიცირებული საბაზრო გარემო იცავს ხალხს იმგვარი დისკრიმინაციისგან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც დაკავშირებული არ არის მათ პროდუქტიულობასთან და საქმიანობის ხარისხთან.[25]
ავსტრიული სკოლის ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულნი არიან: „იდეა, რომ პოლიტიკური თავისუფლება შეიძლება შენარჩუნდეს ეკონომიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში და პირიქით, არის ილუზია. პოლიტიკური თავისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური თავისუფლების შედეგს. შემთხვევითი არ არის, რომ კაპიტალიზმის ხანა გახდა ხალხის მმართველობის ხანაც.“[26]
წიგნში „გზა მონობისაკენ“ ჰაიეკი ამტკიცებს, რომ „ეკონომიკური კონტროლი არ არის მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ნაწილის კონტროლი, რომელიც შეიძლება განცალკევდეს დანარჩენი ნაწილებისაგან; ეს არის ყველა საშუალების მასობრივი კონტროლი ჩვენი მიზნების მიღწევისათვის“[27] ჰაიეკმა გააკრიტიკა სოციალისტურიპოლიტიკა, და ის შეადარა მოყინულ სათხილამური ფერდობს, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ტოტალიტარულ მმართველობასთან.[28]
გორდონ ტალოკი ამტკიცებს, რომ „ჰაიეკ-ფრიდმანის არგუმენტი“ წინასწარმეტყველებს ტოტალიტარულ მმართველობებს დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში XX საუკუნის ბოლოს - რაც არ მომხდარა. ის იყენებს შვედეთის მაგალითს, სადაც იმ დროს მთავრობა აკონტროლებდა ინგლ.GNP ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 63 %-ს, რომ დაემტკიცებინა თავისი არგუმენტი იმის შესახებ, რომ „გზა მონობისაკენ“ წიგნის ძირითადი პრობლემაა ის „რომ მან შემოგვთავაზა პროგნოზები, რომლებიც აღმოჩნდა მცდარი. მთავრობის სტაბილური წინსვლა ისეთ ადგილებში, როგორიცაა შვედეთი, არ მოუტანია ეკონომოკური თავისუფლებების დაკარგვა ან შესუსტება.” ჰაიეკის კრიტიკის დროს ტალოკი კვლავ აქებს კლასიკურ ლიბერალურ ცნებას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და ამბობს: „პოლიტიკური თავისუფლების საქებარი არგუმენტები მძლავრია, ისევე როგორც ეკონომიკური თავისუფლების არგუმენტები. ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ერთის არგუმენტი მეორეზე.“[29]
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების (ინგლ.EFW) და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (ინგლ.IEF) ყოველწლიური კვლევები ორი მაჩვენებელია, რომლებიც ცდილობენ გამოიანგარიშონ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებში. EFW ინდექსი შეიმუშავეს გვარტნიმ, ლოუსონმა და ბლოკმა ფრეიზერის ინსტიტუტში[30] ეს უკანასკნელი აქტიურად გამოიყენებოდა ემპირიულ კვლევებში 2000 წლისთვის.[31] მეორე მნიშვნელოვანი ინდექსი, რომელიც შეიმუშავეს კომპანია „The Heritage Foundation-მა“ და კომპ. „The Wall Street Journal-მა“, მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით უკეთესი აღმოჩნდა, თუმცა რადგან იგი მხოლოდ 1995 წლიდან ატარებს კვლევას, მისი გამოყენება ნაკლებაადაა მიზანშეწონილი ისტორიული შედარებისათვის.[31]
ინდექსების შემქმნელთა აზრით, აღნიშნული რეიტინგი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვადასხვა სახელმწიფოთა სხვადასხვა მონაცემებთან, როგორებიცაა: ერთ ადამიანზე საშუალო შემოსავლის სიდიდე, ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%-ის შემოსავლის სიდიდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, წიგნიერების დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, წყლის ხელმისაწვდომობა და კორუფციის ნაკლებობა.[32][33] პირველ ხუთ წამყვან ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები საშუალო შემოსავლით 23 450 აშშ დოლარს იღებენ, ხოლო 90-იან წლებში ზრდის ტემპი 2.56%-ია; ამის საპირისპიროდ, რეიტინგის ბოლო ხუთი ქვეყნის მაჩვენებლი იყო საშუალო შემოსავალი მხოლოდ 2 556 აშშ დოლარი და -0,85%-იანი ზრდის ტემპი 1990-იან წლებში. მოსახლეობის უღარიბეს 10%-ს ყველაზე დაბალი რანგის ქვეყნებში საშუალო შემოსავალი მხოლოდ 728 აშშ დოლარი აქვს, ხოლო ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყნებში 7000 დოლარზე მეტი. ყველაზე მაღალი განვითარების ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლით მეტია, ვიდრე ყველაზე დაბალი რანგის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხაგრძლივობა.[34]
განვითარებული ეკონომიკური თავისუფლება, როგორც ჰერიტაჟის, ასევე ფრეიზერის ინდექსების შედეგებით, დადგინდა, რომ იგი მჭიდრო კავშირშია პიროვნებათა თვითაღქმულ ბედნიერებასთან.[35]
ერიკ გარცკეს (ფრეიზერის ინსტიტუტის მეცნიერი) შეფასებით, მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნები ნაკლებად მონაწილეობენ ომებში, მაშინ როდესაც, დემოკრატიის ხარისხმა გავლენა მცირედ ან საერთოდ ვერ მოახდინა.[36]
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლებისინგლ.(The Economic Freedom of the World) ქულა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი საშუალო ქულა 1985 წელს 5,17 იყო, 2005 წლის მაჩვენებელი 6,4 ქულას შეადგენდა. 1985 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, 95 ქვეყანამ გაზარდა ქულა, შვიდმა შეამცირა და ექვსის ქულა უცვლელი დარჩა.[37] 2008 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მეთოდოლოგიის გამოყენებით დადგინდა, რომ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2.6 ქულით გაიზარდა 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით.[38]
„მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრები“ (ინგლ.MWBG) ასევე იყენებენ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს (ინგლ.Index of Economic Freedom), როგორც ინვესტიციათა კლიმატის ინდიკატორს, რადგან იგი მოიცავს უამრავ კერძო სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[39]
კრიტიკა
ეკონომიკური თავისუფლების არსი ხშირად სადავოა. რობერტ ლოუსონი, „EFW-ის“ თანაავტორი, აღიარებს თავისუფლების ინდექსების პოტენციურ ნაკლოვანებებს: „EFW ინდექსის მიზანია ზუსტად განისაზღვროს არსებული ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი“.[40] ის ამსგავსებს უკანასკნელად ეკონომისტების მიერ განხორციელებულ ეკონომიკური თავისუფლების გაზომვის მცდელობას, ეკონომისტების საწყის მცდელობებს მშპ-ს გასაზომად: „ისინი (მაკროეკონომისტები) იყვნენ მეცნიერები, რომლებიც იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით, რომ დაედგინათ ქვეყნის იმჟამინდელი ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი. ეკონომიკური აქტიურობა არსებობს რეალურად და მათი ამოცანა იყო მხოლოდ და მხოლოდ ამის გაზომვა. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლებაც არსებობს. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ და გავზომოთ იგი.“ აქედან გამომდინარეობს ის გარემოება, რომ ზოგიერთი ეკონომისტი, სოციალისტი და ანარქისტი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების არსებული ინდიკატორები ძალიან სუსტი და არაზუსტია, და ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეკონომიკური თავისუფლების უფრო ფართო კონცეფცია.
ინდექსთა კრიტიკოსები (მაგალითად, ტომ ჰარტმანი) ასევე ეწინააღმდეგებიან ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთ ზომათა მიღებას, როგორიცაა კორპორაციის წესდება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.[41]ჯონ მილერმა ჟურნალში - „დოლარები და გრძნობა“ განაცხადა, რომ ინდექსები არის „როგორც თავისუფლების, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობის ცუდი საზომი“. ის ამტკიცებს, რომ „IEF–ის“ მიერ დამტკიცებული მაღალი კორელაცია ცხოვრების დონესა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის არის მხოლოდ და მხოლოდ თავად ამ ინდექსის არასწორი სტრუქტურისა და აგებულების შედეგი. მაგალითად, არაფორმალური სექტორის (რომელიც ძირითადად გავრცელებულია ღარიბ ქვეყნებში) დახმარება, როგორც სახელმწიფოს მზღუდავი პოლიტიკის ინდიკატორი, ასევე სახელმწიფოს დახარჯული თანხისა და შემოსავლის პროპორციულობის ცვლილების გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ აისახოს ამ პროპორციისა და თანაფარდობის ხარისხი. ჰარტმანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მეთოდები იწვევს ევროპის სოციალ-დემოკრატიული ქვეყნების უფრო მაღალი ადგილის მინიჭებას, ვიდრე ქვეყნებისა, სადაც მთავრობის წილი ეკონომიკაში მცირეა, მაგრამ ზრდადი.[42]
ეკონომისტებმა დენი როდრიკმა და ჯეფრი ზაქსმა დამოუკიდებლად აღნიშნეს, რომ როგორც ჩანს, დამტკიცებული მცირე ურთიერთკავშირი ეკონომიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, როდესაც ნაკლებად თავისუფალი ქვეყნები არის უგულებელყოფილი, რაც განპირობებულია ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან ბოლო წლების მანძილზე.[43][44]მორის ალტმანმა დაადგინა, რომ ძალზედ მჭიდრო ურთიერთკავშირია ეკონომიკურ თავისუფლებასა და ორ მაჩვენებელს - ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალსა და ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკურ ზრდას შორის. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით ამართლებს, როდესაც ის დაკავშირებულია ისეთ ქვე-ინდექსებთან, როგორიცაა საკუთრების უფლებასა და ფულის სიმყარეს, მაშინ როდესაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთი ქვე-ინდექსების მნიშვნელობას, რომლებიც დაკავშირებულია შრომის რეგულირებასთანა და მთავრობის ზომასთან.[45] ჯონ მილერი ასევე აღნიშნავს, რომ ჰონგ-კონგი და სინგაპური, „Freedom House“-ის თანახმად, ორივე მხოლოდ „ნაწილობრივ თავისუფალია“, ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ წამყვან ქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გამოთვლა აუცილებლად დაკავშირებულია პოლიტიკურ თავისუფლებასთან.[42] ამასთან, კომპ. „Freedom House-ის“ თანახმად, „არსებობს ძალიან მაღალი და სტატისტიკურად უმნიშვნელოვანესი ურთიერთდამოკიდებულება „Freedom House-ის“ მიერ შეფასებულ პოლიტიკური თავისუფლების დონესა და „The Wall Street Journal / Heritage Foundation-ის“ კვლევით შეფასებულ ეკონომიკურ თავისუფლებას შორის.“[46]
არჩევანთა სიმრავლე და ეკონომიკური თავისუფლება
ამარტია სენი და სხვა ეკონომისტები თვლიან, რომ ეკონომიკური თავისუფლება უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ეკონომიკური არჩევანის მიხედვით. ეკონომიკური თავისუფლება უფრო მდგრადია, თუ ინდივიდს უფრო მეტი ეკონომიკური არჩევანი აქვს - როდესაც, ტექნიკური თვალსაზრისით მეტად ფართოვდება ინდივიდუალური არჩევანი.
პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლება
განსხვავებები ეკონომიკური თავისუფლების ალტერნატიულ შეხედულებებს შორის ეფუძნება ესაია ბერლინისპოზიტიურ და ნეგატიურ თავისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს. კლასიკური ლიბერალები მხარს უჭერენ ნეგატიურ თავისუფლებაზე ფოკუსირებას, როგორც თავად ბერლინი. ამის საპირისპიროდ, ამარტია სენი ამტკიცებს თავისუფლების გააზრებას შესაძლებლობების თვალსაზრისით, მრავალი მიზნის მისაღწევად.[47] ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც ცდილობს შეაფასოს თავისუფლება პოზიტიური გაგებით, არის გუდინის, რაისის, პარპოსა და ერიკსონის შექმნილი დისკრეციული დროის საზომი, რაც წარმოადგენს იმის შეფასებას, თუ რამდენი დრო აქვთ ხალხს თავის განკარგულებაში, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა აირჩიონ თავისუფლად ის საქმიანობა, რომელშიც მათ სურთ მონაწილეობის მიღება, ცხადია, იმ დროის გამოკლებთ, რასაც თითოეული ჩვენგანი ხარჯავს ცხოვრების სხვადასხვა გარდაუვალი საჭიროებებისა და რუტინული საქმიანობების შესრულებაში.[48] წიგნში „კაპიტალიზმი და თავისუფლება“,[49]მილტონ ფრიდმანი განმარტავს, რომ თავისუფლების შენარჩუნება არის შეზღუდული და დეცენტრალიზებული მთავრობების საფუძველი. აღნიშნული თავის მხრივ, წარმოქმნის პოზიტიურ თავისუფლებას საზოგადოებაში, რაც თავისუფალ გარემოში ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლებას წარმოშობს.
თავისუფლება, რომელიც გვსურს
ფრანკლინ რუზველტმა თავის ცნობილ გამოსვლაში „ოთხი თავისუფლება“ (Four Freedoms), ოთხიდან მესამე ადგილი უბოძა სიღარიბისგან თავისუფლებას (Freedom from Want). რუზველტმა თქვა, რომ თავისუფლება სიღარიბისგან „მსოფლიო მნიშვნელობის იდეაა და ის მოიცავს ეკონომიკურ გეგმას, რომელიც ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს უზრუნველყოფს მშვიდობიანი და ჯანსაღი ცხოვრების უფლებითა და შესაბამისი პირობებით“. რუზველტის „ახალი შეთავაზება“ აშშ-ს პოლიტიკის თვალსაზრისით მოიცავდა ეკონომიკურ თავისუფლებებს, როგორიცაა სავაჭრო ორგანიზაციების თავისუფლება, აგრეთვე მთავრობის ჩარევის განსხვავებულ მოდელს აღნიშნულ საქმიანობებში და გადასახადების გადანაწილების ახლებურ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბისგან გათავისუფლებას. საერთაშორისო დონეზე, რუზველტმა მხარი დაუჭირა „ბრეტონ ვუდსის შეთანხმებასთან “ (Bretton Woods Agreement) დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელიც აწესრიგებს გაცვლით კურსებს და აყალიბებს საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
ჰერბერტ ჰუვერმა ეკონომიკური თავისუფლება მეხუთე თავისუფლებად მიიჩნია, რაც რუზველტის „ოთხი თავისუფლების“ გადარჩენას უზრუნველყოფს. მან აღწერა ეკონომიკური თავისუფლება, როგორც თავისუფლება „ადამიანებისთვის, რონელთაც უნდა აირჩიონ საკუთარი საქმიანობა, დააგროვონ ქონება შვილებისა და სიბერის დასაცავად, ესაა საწარმოების თავისუფლება, რომელიც არ დააზიანებს სხვებს“.[50]
ასოციაციებისა და გაერთიანებების თავისუფლება
ფილადელფიის დეკლარაციაში (The Philadelphia Declaration - დაცულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის-ILO კონსტიტუციაში) [51]) ნათქვამია, რომ „ყველა ადამიანს, განურჩევლად რასისა, აღმსარებლობისა და სქესისა, აქვს უფლება შექმნას თავისი მატერიალური კეთილდღეობა და განვითარდეს სულიერად თავისუფლებისა და ღირსების დაცვით; ჰქონდეს ეკონომიკური უსაფრთხოება და თანაბარი შესაძლებლობები.“ ILO შემდგომ აღნიშნავს, რომ „მშრომელთა და დამსაქმებელთა უფლებაა, შექმნან და გაწევრიანდნენ საკუთარი სურვილით შექმნილ ორგანიზაციებში, არის თავისუფალი და ღია საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.“[52]
სოციალისტური ხედვები
ეკონომიკური თავისუფლების სოციალისტური შეხედულება თავისუფლებას განიხილავს როგორც კონკრეტულ სიტუაციას, აბსტრაქტული ან მორალური კონცეფციის საწინააღმდეგოდ. თავისუფლების ეს შეხედულება მჭიდრო კავშირშია ადამიანის შემოქმედების სოციალისტურ შეხედულებასთან და შემოქმედების თავისუფლების მნიშვნელობასთან. სოციალისტები განსაზღვრავენ შემოქმედებას, როგორც ადამიანის ბუნების მნიშვნელოვან ასპექტს, რითაც განსაზღვრავენ თავისუფლებას, როგორც სიტუაციას ან არსებულ მდგომარეობას, როდესაც ინდივიდებს შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი შემოქმედება დაუბრკოლებლად როგორც მატერიალური სიმცირის, ისე იძულებითი სოციალური ინსტიტუტების შეზღუდვით.[53]მარქსისტები ხაზს უსვამენ პიროვნების გათავისუფლების მნიშვნელობას, მათი ხედვით წარმოების იძულებითი, ექსპლუატატორული და გაუცხოების სოციალური ურთიერთობებისაგან, რომელშიც ისინი იძულებით არიან ჩაბმულნი; ისინი ხაზს უსვამენ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების, სახელმწიფოს არსებობის მატერიალურ საფუძველს. სადაც საკმარისი რესურსი არსებობს, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თავისი ნამდვილი შემოქმედებითი ინტერესების რეალიზება.[54]
ეკონომიკური თავისუფლების სოციალურ-ეკონომიკური გავლენა
ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზომვის ერთ-ერთი მეთოდია ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების მასშტაბის შედარება, რაც, როგორც კვლევებმა აჩვენა, ასევე მნიშვნელოვნად ხსნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში არსებულ განსხვავებებს მთელ მსოფლიოში. საერთოდ, უმაღლესი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებს აქვთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი დონე და მისი ზრდის ასევე მაღალი ტემპეები, ასევე მათ აქვთ უკეთესი ჯანდაცვა, განათლების უფრო მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვის უკეთესი პირობები, შემოსავლის თანასწორობა და ბედნიერების მაღალი მაჩვენებლები. კეთილდღეობის ზრდის აღნიშნული შედეგები იდენტურია მაშინაც კი, როდესაც ამ ინდიკატორების შედარება ხდება ერთი და იგივე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიებზე (ადმინისტრაციულ ერთეულებში ან სხვა). მიუხედავად ამისა, ამ სიკეთეების მიუხედავად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ზრდასთან ერთად მათ მოუწევთ გაიარონ უთანასწორობის გაზრდის ფაზა, რაც ძირითადად შემცირებული გადანაწილების შედეგია და ეკონომიკური ლიბერალიზაციის სხვა უარყოფითი შედეგები, რომელიც მრავლადაა და თვალში საცემია აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის საწყის ეტაპზე, მაგალითად: ადგილობრივი საწარმოების საქმიანობიდან გასვლა, კონკურენტული ფირმების აღება, უცხოური კომპანიების ინტერესების დაცვა, უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, სამუშაო უფლებების გაუარესება, გარემოზე მავნე ზემოქმედება, რაც გამოწვეული იქნება საწარმოების აქტიური მუშაობით, მომხმარებლისთვის არახელსაყრელი კომერციული პრაქტიკის დანერგვა, ასევე საფრთხე, რომელიც შეიძლება მიადგეს ეროვნულ კულტურებს. ამასთან, ეს უარყოფითი შედეგები ეკონომიკური თავისუფლების მხარდაჭერიდან მოკლე ვადაში იქნება საგრძნობი და თუ ქვეყნები სწორად გამოიყენებენ ეკონომიკური თავისუფლების შესაძლებლობებს ჩვენს უფრო და უფრო გლობალიზებულ ეკონომიკაში, კვლევების თანახმად, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ვიდრე ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობის პირობებში.[55]
↑Surjit S. Bhalla. Freedom and economic growth: a virtuous cycle?. Published in Democracy's Victory and Crisis. (1997). Cambridge University Press. ISBN0-521-57583-4 p. 205
↑David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN0-415-15342-5 pp. 57, 64
↑Ayal, Eliezer B.; Karras, Georgios (Spring 1998). „Components of economic freedom and growth: an empirical study“. Journal of Developing Areas. Western Illinois University. 32 (3): 327–38.
↑Addision Wiggin, William Bonner. Financial Reckoning Day: Surviving the Soft Depression of the 21st Century. (2004). John Wiley and Sons. ISBN0-471-48130-0 p. 137
↑David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN0-415-15342-5 p. 74
↑Rose D. Friedman, Milton Friedman. Two Lucky People: Memoirs. (1998). University of Chicago Press. ISBN0-226-26414-9 p. 605
↑Bernard H. Siegan. Property and Freedom: The Constitution, the Courts, and Land-Use Regulation. Transaction Publishers. (1997). ISBN1-56000-974-8 pp. 9, 230
↑David L. Weimer. The political economy of property rights. Published in The Political Economy of Property Rights. Cambridge University Press. (1997). ISBN0-521-58101-X pp. 8–9
↑Hernando De Soto. The Mystery of Capital. Basic Books. (2003). ISBN0-465-01615-4 pp. 210–11
↑Pierre-Joseph Proudhon. No Gods, No Masters: An Anthology of Anarchism. Edited by Daniel Guerin, translated by Paul Sharkey. 2005. AK Press. ISBN1-904859-25-9 pp. 55–56
↑John V. Orth. Contract and the Common Law. Published in The State and Freedom of Contract. (1998). Stanford University Press ISBN0-8047-3370-8 p. 64
↑David A. Harper. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. (1999). Routledge. ISBN0-415-15342-5 pp. 82–88
↑Hans van Ooseterhout, Jack J. Vromen, Pursey Heugensp. Social Institutions of Capitalism: Evolution and Design of Social Contracts. (2003). Edward Elgar Publishing. ISBN1-84376-495-4 p. 44
↑Freedom in the World. (1999). Transaction Publishers. ISBN0-7658-0675-4 p. 12
↑Lewis F. Abbott. British Democracy: Its Restoration & Extension, ISR/Google Books, 2006, 2010. Chapter Five: “The Legal Protection Of Democracy & Freedom: The Case For A New Written Constitution & Bill Of Rights”. [1]
↑Milton Friedman. Capitalism and freedom. (2002). The University of Chicago. ISBN0-226-26421-1 pp. 8–21
↑Ludwig Von Mises. Planning for Freedom. Libertarian Press. 1962. p. 38
↑Morris Altman, "How Much Economic Freedom is Necessary for Economic Growth? Theory and Evidence," Economics Bulletin, Vol. 15 (2008), no. 2, pp. 1–20.
↑Adrian Karatnycky. Freedom in the World: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties. Transaction Publishers. 2001. ISBN978-0-7658-0101-2. p. 11
↑Bhargava. Political Theory: An Introduction. Pearson Education India, 2008. p. 249.
↑Barbara Goodwin. Using Political Ideas. West Sussex, England, UK: John Wiley & Sons, Ltd., 2007. p. 107.
↑Rožāns, Edgars, The Socioeconomic Impact of Economic Freedom. Humanities and Social Sciences, pp. 105–25, 2015. Available at SSRN: http://ssrn.com/abstract=2683493
Li, Kui-Wai (2012). Economic Freedom: Lessons of Hong Kong. Hackensack, New Jersey: World Scientific, გვ. 804. DOI:10.1142/8286. ISBN978-981-4368-85-8.
Опис файлу Опис Постер до фільму «Вже краще померти» Джерело Better Off Dead.jpg (англ. вікі) Час створення 1985 Автор зображення Авторські права належать дистриб'ютору, видавцю фільму або художнику цього постера. Ліцензія див. нижче Обґрунтування добропорядного використання дл...
Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: AMD K5 – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR AMD K5An AMD K5 PR166 microprocessorInformasi umumDiluncurkanMarch 27, 1996 (SSA/5)October 7, 1996 (5k86)PerformaLaju jam CPU maksimum75 MH...
Group B of UEFA Euro 2016 contained England, Russia, Wales and Slovakia. Within this group, only Russia was a former European champion, having won as the Soviet Union in 1960. This was Wales' and Slovakia's first appearance at the European Championship. Matches were played from 11 to 20 June 2016. Teams Draw position Team Pot Method ofqualification Date ofqualification Finalsappearance Lastappearance Previous bestperformance UEFA RankingsOctober 2015[nb 1] FIFA RankingsJune 2016 B1 ...
2007 studio album by The HigherOn FireStudio album by The HigherReleasedMarch 6, 2007GenrePop rockLabelEpitaphThe Higher chronology Histrionics(2005) On Fire(2007) It's Only Natural(2009) Professional ratingsReview scoresSourceRatingAllmusic[1]AbsolutePunk.net42%[2]Punknews.org[3]Q[citation needed] On Fire is the second studio album by American pop rock band The Higher, released through Epitaph Records on March 6, 2007.[4] The album's first sing...
American university press MIT PressParent companyMassachusetts Institute of TechnologyFounded1962; 61 years ago (1962)FounderJames R. Killian Jr.Country of originUnited StatesHeadquarters locationCambridge, MassachusettsDistributionPenguin Random House Publishing ServicesKey peopleAmy Brand(director)[1]Publication typesBooks, academic journalsOfficial websitemitpress.mit.edu Display of publications at conference booth in 2008 Structure and Interpretation of Computer ...
Untuk kegunaan lain, lihat Bahasa Kangean (disambiguasi). Bahasa Kangean Besa KangeanBesa KangayanOcak KangeanOcaq Kangayan Pengucapan/kʌŋɛʌn/Dituturkan diIndonesiaWilayahKepulauan KangeanEtnisKangeanPenutur128.000 (2010)[1]~130.100[a]Rumpun bahasaAustronesia NusantaraJawanikJawanik TimurMaduris-KangeanikKangeanikKangean Bentuk bakuKangean BakuDialekKangean Barat Kangean Timur Sistem penulisan Latin Carakan (Jawa) Lontaraq Mangkasaraq Pegon Status resmiDiakui seb...
Joint railway company The Great Northern and London and North Western Joint Railway was a British railway line, almost entirely within Leicestershire. Authorised by the same Act of Parliament, the Great Northern Railway Leicester Branch was built, branching from the Joint Line; on the same basis the Newark to Bottesford Line was built. The lines opened progressively between 1879 and 1883. The dominant traffic was iron ore, and the agricultural produce of the area served also generated conside...
Ethnic name etymology A 19th-century depiction of different Franks (AD 400–600) The name of the Franks (Latin Franci), alongside the derived names of Francia and Franconia (and the adjectives Frankish and Franconian), are derived from the name given to a Germanic tribal confederation which emerged in the 3rd century AD. The Frankish Empire rose to the main successor of Roman imperial power in Western Europe, and as a result, the Franks ultimately gave their name to both the Kingdom of Franc...
Jainism in Singapore Singaporean JainsThe Singapore Jain Religious Society on Jalan Yasin in Singapore.Total population1,500[1]LanguagesSingaporean Language Indian LanguagesReligionJainism Part of a series onJainism Jains History Timeline Index Philosophy Anekantavada Cosmology Ahimsa Karma Dharma Mokṣa Kevala Jnana Dravya Tattva Brahmacarya Aparigraha Gunasthana Saṃsāra EthicsEthics of Jainism Mahavratas (major vows) Ahiṃsā (non-violence) Satya (truth) Asteya (non-stealing) B...
Not to be confused with Yoshiwara. Suburb in Mumbai Suburban, Maharashtra, IndiaOshiwaraSuburbCountryIndiaStateMaharashtraDistrictMumbai SuburbanCityMumbaiGovernment • TypeMunicipal Corporation • BodyBrihanmumbai Municipal Corporation (MCGM)Languages • OfficialMarathiTime zoneUTC+5:30 (IST)PIN400102Area code022Civic agencyBMC Oshiwara is a neighbourhood in northern Mumbai, India near Lokhandwala Complex. Its name was derived from the Oshiwara River. Located...
Town in Canterbury, New Zealand Minor urban area in Canterbury, New ZealandOxfordMinor urban areaThe main street (Inland Scenic Route) of OxfordCoordinates: 43°18′46″S 172°11′26″E / 43.31278°S 172.19056°E / -43.31278; 172.19056CountryNew ZealandRegionCanterburyTerritorial authorityWaimakariri DistrictWardOxford-Ohoka WardCommunityOxford-Ohoka CommunityElectoratesWaimakaririTe Tai Tonga (Māori)[1]Government • Territorial AuthorityWaimaka...
Halaman ini berisi artikel tentang para pemain yang pernah membela Manchester United sebanyak minimal 100 kali. Untuk daftar semua pemain Manchester United dengan artikel Wikipedia Bahasa Indonesia, lihat Kategori:Pemain Manchester United. Untuk para pemain dengan kurang dari 100 penampilan untuk klub, lihat Daftar pemain Manchester United F.C. (25–99 penampilan) dan Daftar pemain Manchester United F.C. (1–24 penampilan). Untuk isi tim utama Manchester United terkini, lihat Manchester Uni...
Australian industrial relations law Parliament of Australia Long title An Act relating to workplace relations, and for related purposes CitationNo. 28, 2009 or No. 28, 2009 as amendedTerritorial extentStates and territories of AustraliaEnacted byHouse of RepresentativesRoyal assent7 April 2009Commenced1 July 2009Legislative historyIntroduced byRudd governmentFirst reading25 November 2008Second reading1 December 2008First reading5 December 2008Second reading11 March 2009Related legislatio...
P156 세류Seryu Korean nameHangul세류역Hanja細柳驛Revised RomanizationSeryu-yeokMcCune–ReischauerSeryu-yŏk General informationLocation44-7 Jangji-dong, 387 Jeongjoro, Gwonseon-gu, Suwon-si, Gyeonggi-do[1][2]Operated by KorailLine(s)Gyeongbu LinePlatforms2Tracks3ConstructionStructure typeAbovegroundHistoryOpenedMarch 10, 1954April 30, 2003 ()[2][1]Passengers(Daily) Based on Jan-Dec 2012.Line 1: 9,594[3] Services Preceding station Seoul Metropol...
American actor and filmmaker (1926–1998) For people with a similar name, see John Derrick (disambiguation). This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (April 2021) John DerekDerek in 1949BornDerek Delevan Harris(1926-08-12)August 12, 1926Hollywood, California, U.S.DiedMay 22, 1998(1998-05-22) (aged 71)Santa Maria, California, U.S.Occupa...
Coppa della Liga 1984Copa de la Liga 1984 Competizione Coppa della Liga Sport Calcio Edizione 2ª Organizzatore RFEF Date dal 4 maggio 1984al 30 giugno 1984 Luogo Spagna Partecipanti 21 Risultati Vincitore Real Valladolid(1º titolo) Secondo Atlético Madrid Statistiche Incontri disputati 44 Cronologia della competizione 1983 1985 Manuale La Copa de la Liga 1984 è stata la 2ª edizione della Coppa della Liga. Il torneo iniziò il 4 maggio e si concluse il 30 gi...
1975 studio album by Marshall Tucker BandSearchin' for a RainbowStudio album by Marshall Tucker BandReleasedAugust 1975RecordedJuly 31, 1974; May - June 1975Genre Southern rock country rock Length32:40LabelCapricornProducerPaul HornsbyMarshall Tucker Band chronology Where We All Belong(1974) Searchin' for a Rainbow(1975) Long Hard Ride(1976) Searchin' for a Rainbow is the fourth studio album by The Marshall Tucker Band, released in 1975. Professional ratingsReview scoresSourceRatingAl...
Farouk Ben Mustapha Tim sepak bola nasional Tunisia, 2018Informasi pribadiNama lengkap Farouk Ben MustaphaTanggal lahir 1 Juli 1989 (umur 34)Tempat lahir Bizerte, TunisiaTinggi 192 cm (6 ft 4 in)Posisi bermain Penjaga gawangInformasi klubKlub saat ini Al-ShababNomor 1Karier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2017 – Al-Shabab 26 (0)Tim nasional2009 – Tunisia 16 (0) * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga domestik Farouk Ben Mustapha (lahir 1 Juli 1989) a...
Adolfo Bautista Pełne imię i nazwisko Adolfo Bautista Herrera Data i miejsce urodzenia 15 maja 1979 Dolores Hidalgo Wzrost 185 cm Pozycja napastnik Kariera seniorska[a] Lata Klub Wyst. Gole 1998–2002 Tecos UAG 70 (15) 2002–2003 Monarcas Morelia 45 (19) 2003 → CF Pachuca (wyp.) 20 (2) 2004–2007 Chivas de Guadalajara 131 (42) 2007–2009 Chiapas FC 69 (22) 2010–2011 Chivas de Guadalajara 37 (3) 2011 → Querétaro FC (wyp.) 10 (1) 2013 Atlético San Luis 12 (0) 2014 Chivas USA...