ლიბერალიზმი საქართველოში

ილია ჭავჭავაძე — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში. ილია ჭავჭავაძის შესახებ გრიგოლ ორბელიანს აქვს დაწერილი სტრიქონები „ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი...“.“

ლიბერალიზმი საქართველოშილიბერალიზმის გამოვლინებები საქართველოში. ლიბერალიზმი არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით ადამიანის პიროვნული თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა.

ქართული ლიბერალური მოძრაობის ისტორიაზე საუბრისას გამოიყოფა ორი პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურადაც და იდეურადაც მკვეთრად განსხვავდება.

ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი ქართულ სინამდვილეში თავს იჩენს 1860-იანი წლებიდან და სრულდება 1921 წლის ოკუპაციით, ხოლო მეორე ეტაპი, აღმავლობას იწყებს 1990-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება.

XIX საუკუნის ქართული ლიბერალური მოძრაობა თავისი არსით უფრო პოლიტიკურ ემანსიპაციაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მონარქიული ბიუროკრატიის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული, ნაცვლად ეკონომიკური დოქტრინების ფართოდ გავრცელებისა. XIX-XX საუკუნეების მიჯნის მოღვაწეთაგან განსაკუთრებული როლი ითამაშა სამმა ინტელექტუალმა - ილია ჭავჭავაძემ, არჩილ ჯორჯაძემ და ნიკო ნიკოლაძემ.

არჩილ ჯორჯაძე ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე იყო, რომელმაც მცირე გამოკვლევა მიუძღვნა ქართული ინტელექტუალიზმის ისტორიას. იგი იგონებს, რომ: „ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ ქვეყნდებოდა დობროლუბოვისა და ბელინსკის ზოგიერთი წერილების თარგმანი, ვიკტორ ჰიუგოსსაბრალონი“, ლერმონტოვისჩვენი დროის გმირი“, გრიბოედოვისვაი ჭკუისაგან“, წერილები მონობის შესახებ ჩრდილოეთის ამერიკის შტატებში, ვიკტორ ჰიუგოს წერილი სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ“.

ქართული პრესა 1860-იანი წლებიდან თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსს მიჰყვება და ცდილობს ისეთი მედიუმების საშუალებებით, როგორიც ჟურნალი და გაზეთია, მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმ ლიბერალურ მოძრაობებზე, რომელმაც მთელი დასავლური სამყარო მოიცვა.

საფუძვლები

ფილადელფოს კიკნაძე, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე და აკტი გონიურის შემდგენელი.

XIX საუკუნის საქართველოში ლიბერალიზმის ისტორია დაკავშირებულია ლიბერალიზმის ისტორიასთან რუსეთის იმპერიაში. იმ პერიოდის ლიბერალიზმი არ იყო ეკონომიკური დოქტრინებისა და თეორიების მჭიდრო ნაზავი, არამედ პოლიტიკური თავისუფლების ფილოსოფია, რომელიც პირველ რიგში ილაშქრებდა მეფის ხელისუფლებისა და მისი ბიუროკრატიის წინააღმდეგ.[1]

XIX საუკუნის დასაწყისისთვის, ჯერ ქართლ-კახეთის, ხოლო მოგვიანებით იმერეთის სამეფოსა და ქართული სამთავროების ანექსია მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური აზრი შემდგომ წლებში პეტერბურგიდან და მოსკოვიდან იკვებებოდა. 1830-იანი წლებიდან, როცა ქართველი ახალგაზრდები მდინარე თერგის გადავლით რუსეთის სასწავლებლებში მიდიოდნენ, ისინი ეცნობოდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ნაციონალურ დისკუსიებს და მოგვიანებით ამ იდეებს ავრცელებდნენ მშობლიურ მხარეებში.[1]

1840-იანი წლებიდან რუსულმა ინტელექტუალურმა წრეებმა ფართოდ გაილაშქრეს სლავოფილიის წინააღმდეგ და შექმნეს „მედასავლეთეთა“ მოძრაობა, რომელიც პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებებს ქადაგებდა იმპერიის მასშტაბით. სწორედ რუსეთის გავლით შემოდის ქართულ სინამდვილეში ლიბერალიზმი, რომელიც მოგვიანებით ნაციონალიზმის ელემენტებს ითავსებს და გვევლინება, როგორც ეროვნული მოძრაობა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო ბრიტანელი ისტორიკოსის, ენტონი სმითის, ცნობილი თეზის - ნაციონალიზმი შეიძლება იყოს ლიბერალიზმის ქვესიმრავლე - პრაქტიკული ილუსტრაციაა.[1]

რუსული ლიბერალიზმის რიგმა მოაზროვნეებმა, სერგეი ვოლკონსკიმ, ბესარიონ ბელინსკიმ, ალექსანდრ ჰერცენმა, ნიკოლაი ოგარიოვმა და სხვებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს XIX საუკუნის ლიბერალიზმის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. მათი ხედვები ეწინააღმდეგებოდა იმ დროისთვის არსებულ თვითმპყრობელობას, მოითხოვდნენ დასავლური ყაიდის რესპუბლიკანიზმს, პარლამენტარიზმს, პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, ბატონ-ყმობის გაუქმებას.[1]

1832 წლის წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში მიინავლა. დაიწყო „პესიზმიზმის ხანა“ (1832-1861). ქართველი თერგდალეულები, რომლებიც 1860-იანი წლებიდან ბრუნდებიან საქართველოში, აქტიურად იწყებენ კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას პრესის ფურცლებზე. უარს ამბობენ ნიჰილიზმზე, უძრაობასა და უმოქმედობაზე. ერთ-ერთი მთავარი მანიფესტი, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებია“. ილია ჭავჭავაძემ, სხვა თერგდალეულების მსგავსად, რუსეთში განათლება მიიღო, კარგად იცნობდა ალექსანდრ ჰერცენის, ნიკოლაი ოგარიოვისა და ბელინსკის ლიბერალურ იდეებს, ამასთანავე იგი დიდი გულშემატკივარია ირლანდიასა და იტალიაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლების, რომელთა მიზანი ავტონომია, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება და თავისუფალი სასამართლოა.[1]

თერგდალეულები

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე.

1861 წელს ილია ჭავჭავაძე სანქტ-პეტერბურგიდან ბრუნდება კავკასიაში. სწორედ ამ მოგზაურობას ეხება მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება „მგზავრის წერილები“, სადაც ავტორი საუბრობს მომავალი ქართული ლიბერალური პროექტის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე. ტექსტის დასაწყისში ვხვდებით საინტერესო პასაჟს, სადაც დიალოგი ვითარდება ილია ჭავჭავაძესა და ფრანგ მოგზაურს შორის. მათი საუბარი იწყება სამოგზაურო ეტლის გარშემო, რომელიც ფრანგ მოგზაურში ირონიას იწვევს. ერთის მხრივ, აღნიშნული ეპიზოდი აშკარად ჩანს რუსეთის იმპერიის ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო ჩამორჩენა, ხოლო მეორეს, მხრივ ის სხვაობა, რომელიც მოდერნიზებულ დასავლეთსა და რომანოვების რუსეთს შორის არსებობს.[1]

ტექსტის მესამე თავში ილია ჭავჭავაძე სვამს შეკითხვას თუ რა არის მისი იდენტობა, როგორია მისი პოლიტიკური ხედვა, მისი მოლოდინები და როგორ გაართმევს თავს იგი ახალ მისიას, რომელიც მან უნდა იკისროს საკუთარი ერის წინაშე. ლიბერალური დოქტრინისთვის აუცილებელი წინაპირობაა აზროვნების მოწესრიგება, საკუთარი თავის განსაზღვრა, საკუთარი პიროვნების აღმოჩენა და ამ გამოცდილებით საკუთარი საარსებო გარემოს გარდაქმნა, როგორ უნდა იყოს ინდივიდი წარმოდგენილი პოლიტიკურ ერთობაში და სხვ. სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხს პოულობს ავტორი ლელთ-ღუნიასთან საუბარში, რომელიც ადგილობრივი მოხევეა. იგი ავტორს მიმართავს შემდეგი სიტყვით: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდვნეს“, სწორედ თავისუფლების იდეაა ფასეული მოხევესათვის, რომელიც ტექსტში იმ ქართველის სახე-ხატია, რომელიც პიროვნულ, ინდივიდუალურ თავისუფლებას ამჯობინებს ბევრ სხვა სიამეს. ფაქტობრივად „მგზავრის წერილები“ იქცა ქართული ლიბერალური პროექტის ერთ-ერთ მთავარ ტექსტად, რომელიც მიკროდონეზე გვიჩვენებს ქართული სინამდვილის, რუსული ანექსიისა და იმპერიალიზმის მანკიერებებს, რომლის წინააღმდეგაც ქართული ლიბერალური იდეა ილაშქრებს.[1]

მოძრაობებს, რომელთაც სურთ ახალი დღის წესრიგის შემოტანა საზოგადოებრივ ასპარეზზე XIX საუკუნიდან მოყოლებული, მთავარ ინსტრუმენტად მიაჩნიათ პრესა და საინფორმაციო საშუალებები. თუ დავესესხებით ბენედიქტ ანდერსონს, გამოვა, რომ რომანმა და გაზეთმა ახალი პერსპექტივები დაუსახა პოლიტიკურ მოძრაობებს, სწორედ ამიტომ, გასაკვირი 1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს საქართველოს მოამბეს, ხოლო 1877 წლიდან ივერიას. სწორედ „ივერიის“ ფურცლებზე ვხვდებით პირველად ლიბერალური ნაციონალიზმის პროექტს, რომელიც ემიჯნება ეთნიკურობას და წინ აყენებს საერთო კულტურულ იდენტობას.[1]

ვიკიციტატა
„ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავისთავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან. ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება.“
(წერს ილია ჭავჭავაძის წერილში, რომელიც ავტორმა 1888 წელს გამოაქვეყნა.)

ილია ჭავჭავაძე ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ქართული ლიბერალური მოძრაობის, თუმცა მისი პოლიტიკური ხედვები მუდმივად იცვლებოდა. ახალგაზრდობის ადრეულ პერიოდში იგი ნაციონალისტია, შემდგომ ხდება ლიბერალი, ბოლოს კი კონსერვატორულ პოზიციას იკავებს მთელი რიგი საკითხების მიმართ, მაგრამ მისი იდეები და ინტელექტუალური ბიოგრაფია ცხადად გვაძლევს პასუხებს ავტორის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე. იგი პირველ რიგში, მოდერნისტი მოღვაწეა, რაციონალიზმის მიმდევარი, მხარს უჭერს ეპოქის შესაბამის პოლიტიკურ თავისუფლებებს, იაზრებს სასამართლოს მნიშვნელობას, მკაცრად იბრძვის წოდებრიობისა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებების შელახვის წინააღმდეგ. იგი მკაცრად აკრიტიკებს ძველ, ტრადიციულ წყობას, რომელიც ერთის მხრივ, თავადაზნაურობის ძალაუფლებაშია განმტკიცებული, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიასა და რეპრესიულ სისტემაში.[1]

რუსეთის იმპერიის დასავლეთი ნაწილის მსგავსად, 1860-იანი წლებიდან საქართველოშიც ვრცელდება „მედასავლეთეობა“. ამ პერიოდში ქართველი პუბლიცისტები დასავლეთს პოლიტიკურ იდეალად მიიჩნევენ, ხოლო, აღმოსავლეთს ზურგს აქცევენ და მასში უთანასწორობას, ტირანიასა და შეუზღუდავ ძალაუფლებას ხედავენ. 1877 წელს ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილების სერია სათაურით „ცხოვრება და კანონი“, სადაც აღნიშნავს შემდეგს: ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის, რომ „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირვლენი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდელბობის ძალითა და ნიჭითა.“ მოცემულ წერილში, ავტორის პოზიცია შეგვიძლია შემდეგნაირად დავახასიათოთ, მისთვის ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შელახოს სხვისი უფლებები. თავისუფლების აღკვეთა, ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია. კანონისა და ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხედავდა ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზაციას რუსეთის იმპერიის კიდეზე მდებარე გუბერნიად ქცეულ საქართველოში.[1]

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე.

XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნიკო ნიკოლაძეს. ილია ჭავჭავაძის მსგავსად, იგი წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ცარიზმისა და იმპერიული სისტემის წინააღმდეგ. იგი ერთდროულად იყო ქართველიც და მსოფლიო მოქალაქეც, მისი წერილები ერთნაირი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და საფრანგეთში. სტუდენტობის წლებში ნიკოლაძე მოხიბლული და გატაცებული იყო ნიკოლაი ჩერნიშევსკის პიროვნებითა და ლიბერალური ხედვებით. შემდგომ წლებში მან იმოგზაურა საფრანგეთსა და შვეიცარიაში, სადაც დახვეწა თავისი თეორიული ცოდნა და პუბლიცისტური საქმიანობა. ქართულ სინამდვილეში თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს პროგრესისტი, მოდერნისტი და თანამედროვეობის მეხოტბე, პირველ რიგში ნიკო ნიკოლაძეა, რომლის სახელსაც არაერთი წარმატებული საქმე და მისია უკავშირდება, როგორც ცარიზმის, ისე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში.[1]

ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს აქვეყნებს წერილს „მოკლე განხილვა მმართველობის სხვა და სხვა ფორმისა“, სადაც საუბრობს სახელისუფლებო შტოების დანაწილებაზე.

ვიკიციტატა
„მმართველობის ფორმას ან სახეს უწოდებენ იმ წესს და დაწყობილებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოში ხალხის სამართავად. განათლებულს და რიგზედ დაწყობილს სახელმწიფოებში ხალხის სამართავად დაწესებულია სამგვარი უფლება: სჯულისდამდები; აღმასრულებელი ანუ ადმინისტრაციული და სამსჯავრო. თვითეულს იმათგანს განსაზღვრული აქვს საგანი მოქმედებისა. სჯულის-დამდები უფლება გადმოსცემს კანონებს სახელმწიფოში, აღმასრულებელი – მართავს სახელმწიფოს ამ კანონების ძალით, სამსჯავრო – განიხილავს და გადასწყვეტს სადავო საქმეებს. – იმ უმთავრესს უფლებას, რომელიც განაგებს და მართავს მთელს სახელმწიფოს, უზენაესი უფლება ჰქვიან“

საგულისხმოა, რომ ნიკოლაძე წერილს აქვეყნებს იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის იმპერიის მასშტაბით ფართო დისკუსიაა გაჩაღებული იმპერიის სამომავლო რეფორმირებაზე და იქვე დასძენს, რომ „კონსტიტუციური მმართებლობა არსებობს ყოველს ევროპის სახელმწიფოებში, რუსეთის და ოსმალეთის გარდა.“ ავტორი აკრიტიკებს ცარიზმის წეს-წყობილებას, მის აბსოლოტურ ძალაუფლებასა და ერთპიროვნულ მმართველობას. პოლიტიკური ტრადიცია ძალაუფლების დანაწილების შესახებ, თავს პირველად ჯონ ლოკთან იჩენს, ხოლო შემდეგ სრულყოფილი სახით მონტესკიესთან გვხვდებ. ნიკო ნიკოლაძის აღნიშნული წერილი სხვა არაფერია, თუ არა რესპუბლიკური წყობისა და ძალაუფლების დანაწილების მართებულობის დასაბუთება, რაც ლიბერალიზაციის ერთ-ერთი საწყისი გამოვლინებაა.[1]

არჩილ ჯორჯაძე

დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი; სხედან: არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში - გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.

XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიბერალურ მოძრაობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია არჩილ ჯორჯაძის როლი. არჩილ ჯორჯაძის სახელს უკავშირდება პირველი ქართული პოლიტიკური პარტიის დაარსება. 1904 წლის აპრილს ქალაქ ჟენევაში პირველ ქართულ პოლიტიკურ ფრაქციათა კონფერენციაზე შეიქმნა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია. აღნიშნული პოლიტიკური ერთობა განსხვავებული იდეოლოგიის ხალხს აერთიანებდა თავის რიგებში დაწყებული ეროვნულ- დემოკრატებით, დასრულებული სოციალისტ-რევოლუციონერებით. არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ კონცეფციაში უაღრეასად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა. 1901 წელს არჩილ ჯორჯაძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური კონცეფცია სათაურით „საერთო მოქმედების ნიადაგი“.[1]

ავტორი პუბლიკაციაში რამდენიმე აქტუალურ თემაზე საუბრობს:

ვიკიციტატა
„ა) ქართული ენის დაცვა;
ბ) ეროვნული ბურჟუაზიის შექმნა და ადგილობრივი კაპიტალის განვითარება;
გ) ქართული ინტელექტუალური ელიტის აქტიური კულტურული მოღვაწეობა;
დ) ქალაქების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.“

ჯორჯაძეს პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ქართული კაპიტალიზმის განვითარება მიაჩნია, რომელმაც უნდა შეადუღაბოს ქართველი ერი და შექმნას მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. ავტორისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური მოდელების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იგი ფართოდ ეხება ქართველთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. 1900-იანი წლების დამდეგს ქართველები საჯარო პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად ჩანდნენ, სწორედ ამ მანკიერების წინააღმდეგ ილაშქრებს არჩილ ჯორჯაძე თავის „საერთო მოქმედების ნიადაგში“.[1]

ის ლიბერალური მოძრაობა, რომელიც თავს იჩენს საქართველოში 1860-იანი წლებიდან უფრო მეტად პოლიტიკური თავისუფლების გამოხატულებაა, ვიდრე ეკონომიკური დოქტრინის. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეიქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტი, დამყარდა სეკულარიზმი. აღნიშნულ პერიოდში მოღვაწე ლიბერალები ეროვნულ საკითხს, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობასა და ადგილობრივი კაპიტალის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ პუბლიკაციებში, ვიდრე მსჯელობას სახელმწიფოს როლზე ეკონომიკასა თუ შრომის დანაწილებაში.[1]

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში

1921 წელს საქართველოს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაციის შემდეგ საქართველოში ერთპარტიული სისტემა დამყარდა, რაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ტოტალიტარულ და ავტორიტარულ მმართველობაში გადაიზარდა, რამაც ქართული პოლიტიკური აზროვნება უკან დახია და ევროპულ კონტექსტს სრულიად ჩამოაშორია.

საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის მიუხედავად, საქართველოში მოქმედებდა დისიდენტების სხვადასხვა ჯგუფები. 1978 წლის 21 მაისს საქართველოში რესპუბლიკური პარტია დაარსდა და იყო იმ დროისთვის ერთადერთი არაკომუნისტური პარტია. ამ დროისათვის მოქმედი დისიდენტური ჯგუფებისაგან განსხვავებით, რომელთა ყურადღება ძირითადად ეთმობოდა საბჭოთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას, რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მიზანი იმთავითვე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ „სამრეკლოს“ ორი ნომერი.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს. 1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პარტიის დამაარსებლები ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნისათვის გაასამართლა. მათ სრულად მოიხადეს სასჯელი პერმისა და მორდვეთის საბჭოთა ბანაკებში. დაპატიმრებულთა სიმტკიცის გამო პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა სუკ-ის თვალთახედვის მიღმა დარჩა.

უკვე 80-იანი წლების ბოლოდან რესპუბლიკური პარტია ღიად მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. 1990 წლის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც იყვნენ ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლები. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია „აჭარა“. რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დროებით ორგანოებში - საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში.

საბჭოთა კავშირის კოლაფსმა და ვარშავის პაქტის დაშლამ დასავლურ აკადემიურ წრეებში არნახული დისკუსია გააჩაღა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების სამომავლო პოლიტიკური მოწყობის თაობაზე, ქრონოლოგიურად ამ პერიოდს დაემთხვა ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანის“ გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც, ლიბერალური დემოკრატია პოლიტიკური მოწყობის უკანასკნელი ფორმა იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

1991 წლიდან საქართველოში ლიბერალიზაცია თვისობრივად განსხვავებული ხასიათით მიმდინარეობს. თუ XIX საუკუნის ქართული ლიბერალიზმისთვის პოლიტიკური უფლებების მოპოვება და ეროვნული საკითხი პირველხარისხოვანი იყო, XX საუკუნის მიწურულის საქართველოში ლიბერალიზმი უფრო მეტად ადამიანის უფლებებსა და ეკონომიკურ დოქტრინაზე ორიენტირდა. ყოველდღიურობაში გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი, ეკონომიკური თავისუფლება, ინდივიდუალური თავისუფლება, რელიგიური ტოლერანტობა და ა.შ.[1]

1988-1990 წლებში საქართველოში თანდათან ყალიბდება ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები. 1990 წლის მიწურულს საქართველოში სულ მცირე ორი ლიბერალური პარტია არსებობდა: რესპუბლიკური პარტია და ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია.[1]

1999 წლისთვის საქართველოში 10-მდე ფორმალურად ლიბერალური პარტია არსებობდა, მათ შორის აღსანიშნავია ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი, დემორკატიული პარტია, საქართველოს დემოკრატიული ცენტრი და სხვ. თუმცა, ამ პარტიებს მზარდი რეიტინგი არ გააჩნდათ და, შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უმნიშვნელო გავლენა ჰქონდათ. თითოეულ მათგანს აერთიანებდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ფორმალურ დონეზე ადამიანების უფლებების აღიარება.[1]

1996-2003 წლების ქართული ლიბერალიზმის განხილვა წარმოუდგენელია „თავისუფლების ინსტიტუტის“ გარეშე. თავისუფლების ინსტიტუტი ლიბერალური საჯარო პოლიტიკის არაპარტიულ საზოგადოებას წარმოადგენდა. იგი ესწრაფვოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობების დამკვიდრებას.[1]

„ვარდების რევოლუცია“ ქვეყნის მოდერნიზაციასთან ერთად, ლიბერალიზაციის პროექტიც იყო. 2003 წლიდან ლიბერალური მოძრაობები, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთვრობო ორგანიზაციების სახით, ქართულ საჯარო სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

Read other articles:

Musim atau kompetisi terkini: Piala Dunia Bola Basket Wanita FIBA 2026OlahragaBola basketDidirikan1953; 69 tahun lalu (1953)Musim awal1953Jumlah tim12NegaraAnggota FIBABenuaFIBA (Internasional)Juaraterkini Amerika Serikat(gelar ke-11)Juara terbanyak Amerika Serikat(11 gelar)Situs web resmiSitus resmi Piala Dunia Bola Basket Wanita FIBA adalah kompetisi bola basket internasional yang diikuti oleh tim nasional putri senior dari anggota Federasi Bola Basket Internasional (FIBA), b...

 

Juveniles CaracasDatos generalesNombre Juveniles Caracas Fútbol ClubApodo(s) Reserva de Caracas Fútbol ClubFundación 1 de enero de 1984 (39 años)Presidente Philip ValentinerEntrenador Miguel RomeroMánager Henry MeléndezInstalacionesEstadio Cocodrilos Sports ParkCapacidad 3.500Ubicación Caracas, VenezuelaUniforme Archivo:Kit shorts caracas21h.png Titular Archivo:Kit shorts caracas21a.png Alternativo Última temporadaLiga Liga FUTVE Junior(2014-15) 1/6 (Torneo de Promoción) Actuali...

 

長野県にある「大町市」とは異なります。 画像提供依頼:西福寺の画像提供をお願いします。(2021年10月) おおまちちょう 大町町 土井家住宅 大町町旗 大町町章 国 日本地方 九州地方都道府県 佐賀県郡 杵島郡市町村コード 41423-9法人番号 7000020414239 面積 11.50km2総人口 6,019人 [編集](推計人口、2023年11月1日)人口密度 523人/km2隣接自治体 多久市、武雄市、杵島郡江北

Collection of operas by Giacomo Puccini Trittico redirects here. For for the antidepressant medication, see Trazodone. Il tritticoTriptych of one-act operas by Giacomo PucciniThe composerLanguageItalianPremiere14 December 1918 (1918-12-14)Metropolitan Opera Il trittico (The Triptych) is the title of a collection of three one-act operas, Il tabarro, Suor Angelica, and Gianni Schicchi, by Giacomo Puccini. The work received its world premiere at the Metropolitan Opera on 14 Decemb...

 

Julia Montes as Kara Dela Rosa (left) and Sara Suarez (right) Doble Kara (transl. Double Faced / English: Double Kara) is a Philippine melodrama television series, directed by Emmanuel Q. Palo, Trina N. Dayrit, and Jojo A. Saguin, which premiered on ABS-CBN's Kapamilya Gold afternoon block and worldwide on The Filipino Channel on August 24, 2015 to February 10, 2017. The series stars Royal Princess of Drama Julia Montes in a dual role, as Kara Dela Rosa and Sara Suarez, together with an...

 

Ой я свого чоловіка…Жанр віршАвтор Тарас ШевченкоНаписано 1848Опубліковано 1867 «Ой я свого чоловіка…» — вірш Тараса Шевченка, написаний ним на засланні 1848 року, на Косаралі. Зміст 1 Написання 2 Публікація 3 Мотиви 4 Примітки 5 Посилання Написання Зберігся чистовий автогра

San FranciscoСингл Скотт МаккензіВипущений 13 травня 1967Жанр попМова англійськаЛейбл Columbia RecordsПродюсер Лу Адлерd «San Francisco (Be Sure to Wear Flowers in Your Hair)» — пісня з репертуару Скотта Маккензі, написана лідером групи The Mamas & the Papas Джоном Філіпсом. Пісня написана і видана в 1967 році для пі

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2019) بطولة البيت البريطانيأسست1884ألغيت1984المنطقة المملكة المتحدةعدد الفرق4البطل الأخير أيرلندا الشمالية

 

حلوى جوديمعلومات عامةالمنشأ أيرلندا النوع طعام المكونات الرئيسية خبز تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات جودي (مُصطلحٌ يَعني الشئ الجَيد) طَبقٌ إيرَلنديّ شبيه بالحلوى، يُصنعُ عَن طَريِقِ غَليّ الخُبزِ في الحَليبِ والسُكَرِ والبهاراتِ، تُعطى عادةً للأطفالِ الصغارِ وا...

Oratório dos Quarenta Mártires Oratório dos Quarenta MártiresOratório dos Quarenta Mártires, bem na entrada da igreja de Santa Maria Antiqua Tipo Oratório cristão Geografia País Itália Cidade Roma Localização Região VIII - Fórum Romano Coordenadas Coordenadas: 41° 53' 28.86 N 12° 29' 9.15 E41° 53' 28.86 N 12° 29' 9.15 E Oratório dos Quarenta MártiresOratório dos Quarenta Mártires Oratório dos Quarenta Mártires (em italiano: Oratorio dei ...

 

Corriente del Norte de Brasil LocalizaciónDivisión Océano AtlánticoTipo de entidad Corriente oceánica  [editar datos en Wikidata] La corriente del Norte de Brasil (acrónimo inglés NBC) corriente oceánica tibia que forma parte del cuadrante suroeste del Giro del Atlántico Norte. Empieza cuando la corriente Sur-ecuatorial Atlántico, que avanza hacia el este, se rompe en dos mitades y va en dirección noroeste, siguiendo la costa del norte de Brasil. Acaba entre la front...

 

Town in County Tipperary, Ireland For other uses, see Thurles (disambiguation). Town in Munster, IrelandThurles Durlas ÉileTownClockwise from top: Mall River Walk; Cathedral of the Assumption; Liberty Square c. 1983; Liberty Square at night; St. Patrick's College; northwest view of the town FlagCoat of armsMotto(s): Irish: Fleadh agus Fáilte (Festival and Welcome)ThurlesLocation of Thurles in IrelandCoordinates: 52°40′44″N 7°48′50″W / 52.679°N 7.814°W...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Dallas Records – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2022) (Learn how and when to remove this template message)Croatian record label Dallas RecordsFounded1994 (1994) (in Croatia)[1]FounderGoran LisicaCountry of originCroatiaLocationZa...

 

1950 film by Lew Landers State PenitentiaryDirected byLew LandersWritten byHenry Edward HelsethScreenplay byHoward J. GreenRobert LibottFrank BurtProduced bySam KatzmanStarringWarner BaxterOnslow StevensKarin BoothNarrated byLeo ClearyCinematographyIra H. MorganEdited byJames SweeneyMusic byMischa BakaleinikoffProductioncompanySam Katzman ProductionsDistributed byColumbia PicturesRelease date June 8, 1950 (1950-06-08) Running time66 minutesCountryUnited StatesLanguageEnglish St...

 

Otto van Rees Geboren Culemborg, 4 januari 1823 Overleden Arnhem, 10 maart 1892 Partij liberaal Religie Nederlands Hervormd Functies 1856/1857 resident van Kedoe 1857 - 1860 resident te Bagelen 1860 - 1864 resident te Soerabaja 1864 - 1868; 1870 - 1872 lid Raad van Nederlandsch-Indië 1872 - 1873; 1878 - 1879; 1880 - 1884 lid Tweede Kamer der Staten-Generaal 1873 - 1878 vicepresident Raad van Nederlandsch-Indië 1879 minister van Koloniën 1881 - 1884 voorzitter van de Tweede Kamer 1884 - 188...

Defunct American motor vehicle manufacturer Stutz redirects here. For other uses, see Stutz (disambiguation). Stutz Motor Car Company of AmericaTypePublic companyIndustryAutomotiveFoundedIndianapolis, Indiana, United States (1911 (1911))FounderHarry Clayton StutzHenry F. CampbellDefunct1939; 84 years ago (1939)HeadquartersIndianapolis, Indiana, United StatesArea servedWorldwideKey peopleHarry Clayton StutzHenry F. CampbellAllan A RyanProductsSports cars, Luxury cars 191...

 

American television personality and writer (born 1981) Zerlina MaxwellMaxwell in 2018Born (1981-11-16) November 16, 1981 (age 42)EducationTufts University (BA)Rutgers Law School (JD)OccupationsAuthorpolitical analyst Zerlina Maxwell (born November 16, 1981[1][2]) is an American cable television host, political analyst, commentator, speaker, and writer. She writes and speaks about culture, gender inequity, sexual consent, racism, and similar topics from a liberal perspecti...

 

Local tales and beliefs from Finnish culture Part of a series on theCulture of Finland History Prehistory Finland under Swedish rule Cudgel War Great Northern War The Great Wrath Finnish War Grand Duchy Golden Age of Finnish Art Independence of Finland Civil War Finland in World War II Winter War Continuation War Lapland War Finlandization History of independent Finland Military history Jewish history People Languages Mythology and Folklore Cuisine Festivals Religion Art Design Literature Mus...

Caryophyllene Names Preferred IUPAC name (1R,4E,9S)-4,11,11-Trimethyl-8-methylidenebicyclo[7.2.0]undec-4-ene Other names β-Caryophyllenetrans-(1R,9S)-8-Methylene-4,11,11-trimethylbicyclo[7.2.0]undec-4-ene Identifiers CAS Number 87-44-5 Y 3D model (JSmol) Interactive image ChEBI CHEBI:10357 Y ChEMBL ChEMBL445740 Y ChemSpider 4444848 Y ECHA InfoCard 100.001.588 PubChem CID 5281515 UNII BHW853AU9H Y CompTox Dashboard (EPA) DTXSID8024739 InChI InChI=1S/C15H24/c1-11-6-5-7...

 

Law governing the use and taxation of energy Part of a series onEnvironmental law Pollution control law Environmental impact assessment Air quality law Water quality law Waste management law Environmental cleanup law Natural resources law Species protection Water resources law Mining law Forestry law Fisheries law Game law Reference materials Environmental journals International environmental agreements Environmental laws by country Environmental lawsuits Environmental ministries Supranationa...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!