ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ.I can’t live without books). ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ.A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის ტომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.
საპრეზიდენტო წლები 1801-1809
ტომას ჯეფერსონი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ინაუგურაციათეთრ სახლში გაიარა. პრეზიდენტობის დროს მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო 1803 წელს ნაპოლეონისგანლუიზიანის ტერიტორიის შესყიდვა (იმ დროინდელ საფრანგეთს მიეკუთვნებოდა ლუიზიანას ტერიტორია, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ცენტრალური აშშ-ის დიდ ნაწილს, რომელი აპალაჩის მთაგრეხილის დასავლეთით მდებარეობდა). მის მიღწევებში ასევე შედის ლუისისა და კლარკის ექსპედიცია, რომლის შედეგადაც შესწავლილ იქნა დღევანდელი აშშ-ის დასავლეთის ტერიტორიები. ჯეფერსონი ასევე იყო ემბარგოს კანონის (ინგლ.Embargo Act) ინიციატორი, რომელიც ამერიკას უკრძალავდა ვაჭრობას დასავლეთ ევროპასთან. ამ კანონმა ამერიკის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგო გამოიღო. ჯეფერსონმა საპრეზიდენტო პოსტი 1808 წელს დატოვა.
სხვა მიღწევები
ტომას ჯეფერსონის პოლიტიკური რწმენიდან გამოირჩევა მისი შეხედულება ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მას როგორც ჯონ ლოკსა და სხვა გასხივოსნების ხანის მეცნიერების მსგავსად სწამდა ღვთისგან მინიჭებული „ადამიანის ბუნებრივი უფლებების“. „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ მან გამოიყენა და განავრცო ჯონ ლოკის იდეა რომ „ყველა კაცი შექმნილია ბუნებრივი უფლებებით შემოქმედის მიერ, რომლებიც არის სიცოცხლე, თავისუფლება და სიხარულის ძიება“. თავდაპირველი ჯონ ლოკისეული ფრაზა იყო „სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება“. ტომასმა იცოდა შვიდი ენა და როგორც მისი თანამედროვე კლასიკოსები, ისიც ფლობდა ლათინურსა და ბერძნულს და დაინტერესებული იყო ლათინურითა და ბერძნული ბიბლიით. მას ჰქონდა საინტერესო შეხედულება ქრისტიანობაზე, რომელიც ბევრმა სწავლულმა მიიჩნია მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიასთან ახლო კავშირში, მაგრამ მისი მართლმადიდებელ ქრისტიანად კლასიფიკაცია შეცდომაა, რადგან ჯეფერსონი იყო დეიზმის (ინგლ.Deism) მიმდევარი. მას ეკუთვნის რელიგიური თავისუფლების იდეა, რომელიც აცალკევებს მთავრობასა და ეკლესიას. ტომას ჯეფერსონმა დააარსა ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. აღსანიშნავია ის რომ ჯეფერსონს ძალიან უყვარდა არქიტექტურა და ღვინო. მისი სახლ-მუზეუმი მონტიჩელო ამერიკის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც გაეროსმსოფლიოს ისტორიის მემკვიდრეობაშია შეტანილი. მისი სახლი, ისევე როგორც თავდაპირველი ვირჯინიის უნივერსიტეტი არის დაპროექტებული მის მიერ ძველი ბერძნული, იტალიური და ნეო-კლასიკური არქიტექტურის მიქსტურაა. მისი ღვინის სიყვარული ცნობილია მთელ ამერიკაში და ყურძნის ჯიშების უმრავლესობა მის ვენახებში იმპორტირებულ იქნა იტალიიდან და საფრანგეთიდან. ღვინის იმპორტზე გადასახადების დადება უნდოდა მის პოლიტიკურ მეტოქეს ალექსანდრე ჰამილტონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯეფერონი მუშაობდა ამერიკის ელჩად საფრანგეთში ბენჯამინ ფრანკლინის შემცვლელად. მას ეკუთვნის გამონათქვამი რომ იგი ვერასოდეს ვერ შეცვლიდა ბენჯამინ ფრანკლინს საფრანგეთში. ტომასს და მის მეუღლეს მართას ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა იცოცხლა. ტომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიღუპა მისი პოლიტიკური მეტოქე ჯონ ადამსი და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია“. ჯეფერსონს თავის ცხოვრების უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა სამი რამ: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერა, ვირჯინიის უნივერსიტეტის დაარსება და რელიგიური თავისუფლების ქანდაკება რომელთა დაწერაც ისურვა საფლავზე. ჯეფერსონის პორტრეტი 2 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.