|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.
|
ჯონ კუინსი ადამსი John Quincy Adams |
|
აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
4 მარტი, 1825 – 4 მარტი, 1829 |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯონ კელჰუნი |
---|
წინამორბედი | ჯეიმზ მონრო |
---|
მემკვიდრე | ენდრუ ჯექსონი |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
5 მარტი, 1817 – 3 მარტი, 1825 |
პრეზიდენტი | ჯეიმზ მონრო |
---|
წინამორბედი | ჯეიმზ მონრო |
---|
მემკვიდრე | ჰენრი კლეი |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1803 – 1808 |
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1831 – 1848 |
|
დაბადებული | 11 ივლისი, 1767 ბრეინტრი, მასაჩუსეტსი |
---|
გარდაცვლილი | 23 თებერვალი, 1848 ვაშინგტონი |
---|
ეროვნება | ამერიკელი |
---|
პოლიტიკური პარტია | ფედერალისტური პარტია, დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, ნაციონალ-რესპუბლიკური პარტია, ანტიმასონური პარტია, ვიგების პარტია |
---|
მეუღლე | ლუიზა კატრინ ადამსი |
---|
პროფესია | იურისტი |
---|
ხელმოწერა | |
ჯონ კუინსი ადამსი (ინგლ. John Quincy Adams; დ. 11 ივლისი, 1767, ბრეინტრი, მასაჩუსეტსი — გ. 23 თებერვალი, 1848, ვაშინგტონი) — ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-6 პრეზიდენტი 1825-1829 წლებში. იგი მოღვაწეობდა როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ადამსი სხვადასხვა დროს იყო ფედერალისტური პარტიის, დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის, ნაციონალ-რესპუბლიკური პარტიის, ანტიმასონური პარტიის და ვიგების პარტიის წევრი.
იგი იყო აშშ-ის მეორე პრეზიდენტის ჯონ ადამსის და მისი მეუღლის აბიგაილ ადამსის ვაჟი. როგორც დიპლომატი ადამსი ბევრ საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. სახელმწიფო მდივნის რანგში მონაწილეობას იღებდა მონროს დოქტრინის შემუშავებაში. როგორც პრეზიდენტი იგი გამოდიოდა მოდერნიზაციის და განათლების სისტემის გაუმჯობესების პროგრამით, მაგრამ ეს პროგრამა კონგრესმა დაბლოკა. 1828 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ენდრუ ჯექსონმა დაამარცხა.
პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ადამსი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, რაც ერთადერთი შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტთა შორის. წარმომადგენელთა პალატაში იგი იყო ძლიერი ოპონენტი მონათმფლობელთა ძალაუფლებისა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში