უილიამ მაკ-კინლი

უილიამ მაკ-კინლი
William McKinley
უილიამ მაკ-კინლი William McKinley
აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1897 – 14 სექტემბერი, 1901
ვიცე-პრეზიდენტი  გარეტ ჰობარტი(1897-1899),
არავინ (1899-1901),
თეოდორ რუზველტი (1901)
წინამორბედიგროვერ კლივლენდი
მემკვიდრეთეოდორ რუზველტი

ოჰაიოს 39-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 იანვარი, 1892 – 13 იანვარი, 1896

დაბადებული29 იანვარი, 1843
ნილსი, ოჰაიო
გარდაცვლილი14 სექტემბერი, 1901
ბუფალო, ნიუ-იორკი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეიდა მაკ-კინლი
პროფესიაიურისტი
რელიგიამეთოდისტი
ხელმოწერა

უილიამ მაკ-კინლი (ინგლ. William McKinley; დ. 29 იანვარი 1843 — გ. 14 სექტემბერი 1901) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 25-ე პრეზიდენტი 1897-1901 წლებში, რესპუბლიკელი. იგი სამოქალაქო ომის ბოლო ვეტერანი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს.

მაკ-კინლი 1877 წელს წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს, სადაც ის მხარს პროტექციონისტულ პოლიტიკას უჭერდა. კონგრესში მოღვაწეობის შემდეგ იგი ოჰაიოს გუბერნატორი იყო (1892-1896). 1896 წელს როგორც რესპუბლიკელთა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარს უჭერდა ოქროს სტანდარტს, ასევე პლურალიზმს ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მისი პრეზიდენტობა იმპერიალიზმის და პროტექციონიზმის ეპოქა იყო. მან ესპანეთ-ამერიკის ომი წამოიწყო, რომელიც ყვითელი პრესის წყალობით ძალიან პოპულარული იყო, ესპანეთის სისასტიკის გამო კუბაში. შემდეგ მან ესპანეთის ყოფილი ტერიტორიების ფილიპინების, პუერტო-რიკოს და გუამის ანექსია მოახდინა, ხოლო კუბაში პროტექტორატი შექმნა. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჰავაის ანექსიას. მაკ-კინლი 1900 წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 1901 წლის 6 სექტემბერს იგი პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა მძიმედ დაჭრა, პრეზიდენტი 14 სექტემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!