საირუს ვენსი

საირუს ვენსი
ინგლ. Cyrus Vance
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1917(1917-03-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Clarksburg[8]
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 2002(2002-01-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი Mount Sinai Hospital
მოქალაქეობა  აშშ
განათლება Yale Law School, Kent School და Yale College
მეუღლე/ები Grace Elsie Sloane
შვილ(ებ)ი Cyrus Vance, Jr.
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Four Freedoms Award – Freedom Medal, თავისუფლების პრემია და ხაიფის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

საირუს რობერტს ვენსი (დ. 27 მარტი, 1917 — გ. 12 იანვარი, 2002) — ამერიკელი იურისტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1977 წლიდან 1980 წლამდე ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში.[9] ამ პოსტზე მუშაობამდე ის იყო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის მოადგილე ჯონსონის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტ კენედის მმართველობის დროს იგი იყო არმიის მდივანი და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური მრჩეველი.[10] .

როგორც სახელმწიფო მდივანი, ვენსის მიდგომა საგარეო პოლიტისკენ ემყარებოდა კონფლიქტის მოლაპარაკებებს და იარაღის შემცირების განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. 1980 წლის აპრილში ვენსმა გააპროტესტა „არწივის კლანჭის ოპერაცია“ და დატოვა საკუთარი პოსტი. ეს ოპერაცია ჩატარდა ირანში ამერიკელი მძევლების გადასარჩენად და ატარებდა საიდუმლო მისიის ხასიათს. მისი გადადგომის შემდეგ პოსტზე დაინიშნა ედმუნდ მუსკი.

ვენსი იყო 1924 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის და იურისტის ჯონ დევისის ბიძაშვილი. იგი იყო მანჰეტენის საოლქო ადვოკატის საირუს ვენსი უმცროსის მამა.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

საირუს ვენსი დაიბადა 1917 წლის 27 მარტს კლარკსბურგში, დასავლეთ ვირჯინიის შტატში.[11] იგი იყო ჯონ კარლ ვენს II-ის და ემი რობერტს ვენსის შვილი. მას ასევე ჰყავდა უფროსი ძმა — ჯონ კარლ ვენს III.[11] ვენსის დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი გადავიდა ბრონქსვილში, ნიუ-იორკი, რათა მამამისს მარტივად ემოძრავა სამსახურისკენ მანჰეტენში, სადაც იგი სადაზღვევო კომპანიისთვის მუშაობდა. ვენსის მამა ასევე იყო მიწათმფლობელი, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს სახელმწიფო აგენტად მუშაობდა.[12] 1922 წელს იგი მოულოდნელად პნევმონიისგან გარდაიცვალა.ref name="bell1992"/> ემი რობერტს ვენსი, საირუსის დედა, ცნობილი ფილადელფიელი ოჯახიდან იყო და აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საქმეებში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი გადავიდა თავის ოჯახთან საცხოვრებლად შვეიცარიაში ერთ წლით, სადან საირუსმა და მისმა ძმამ ქალაქ ვევეს ინსტიტუტში ფრანგული ისწავლეს.

ვენსის ბევრად უფროსმა ბიძაშვილმა (რომელსაც ბიძად მოიხსენიებდნენ ოჯახში) ჯონ დევისმა, ამერიკის სახელმწიფო ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში და 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, გადაწყვიტა მისი მენტორი გამხდარიყო და იშვილა იგი.[13]

ვენსმა დაამთავრა კენტის სკოლა 1935 წელს[12] და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი 1939 წელსიალეს კოლეჯში,[12] სადაც იყო საიდუმლო საზოგადოება „გრაგნილი და გასაღების“ წევრი. საირუსი კოლეჯში გატაცებულიიყო ჰოკეის თამაშით. იალეს იურიდიული სკოლა დაამთავრა 1942 წელს.[12] კოლეჯში სწავლის პერიოდში ვენსის კლასელები იყვნენ: სერკენტ შრაივერი, უილიამ სკრეტონი, სტენლი როჯერს რესორი და უილიამ ბუნდი. წლების შემდეგ ყოველ მათგანთან ერთად მუშაობდა.[9]

ვენსი გახდა სამხედრო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-ის საზღვაო ძალებში გაწევრიანდა და შეიარაღების ოფიცრად დაინიშნა გამანადგურებელ საბრძოლო გემზე სახელად ჰეილი (USS Hale DD-642) 1946 წლამდე იგი მონაწილეობდა არაერთ საზღვაო ბრძოლაში, მათ შორის იყო საიპანის ბრძოლა, ტარავას და გუამის ბრძოლები, აგრეთვე ბუგენვილის და ფილიპინების კამპანიები.[9] ომის შემდეგ, იგი ერთ წლის განმავლობაშ მუშაობდა მიდის კორპორაციაში, სანამ იურისტთა ფირმა Simpson Thacher & Bartlett]-ს შეუერთდებოდა ნიუ-იორკში[9]

29 წლის ასაკში დაქორწინდა გრეის ელზი გეი სლოენზე, 1947 წლის 15 თებერვალს. მასთან საირუსს ხუთი შვილი ეყოლა.

პოლიტიკური კარიერა

1957 წელს, სენატორმა ლინდონ ჯონსონმა ჰკითხა საირუს ვენსს დაეტოვებინა უოლ სტრიტი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სამუშაოდ, სადაც მან ხელი შეუწყო აერონავტიკის და კოსმოსური ეროვნული აქტის შედგენას, რასაც ნასას შექმნა მოჰყვა.[9]

1961 წელს, თავდაცვის მინისტრმა რობერტ მაკმანარამ, აიყვანა ვენსი თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველად. შემდგომ იგი დაინიშნა არმიის მდივანად პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ. იგი იყო მდივანი, როდესაც ჯარის ნაწილები 1962 წელს გაგზავნეს ჩრდილოეთ მისისიპში, რათა დაეცვათ ჯეიმზ მერედიტი აჯანყებისგან და უზრუნველეყოთ მისისიპის უნივერსიტეტის სასამართლო დავალებით რასობრივი ინტეგრაციის სისრულეში მოყვანა.[12]

1964 წელს ვენსი გახდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე, ხოლო იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, ვენსი გაგზავნა პანამის არხშიში სტუდენტური არეულობების შემდეგ. 1967 წლის დეტროიტის ბუნტის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯონსონმა ვენსი მიჩიგანი გაგზავნა. შემდეგ შეეცადა გადაედო კვიპროსის კონფლიქტი.[9] 1968 წელს პრეზიდენტმა იგი გაგზავნა სამხრეთ კორეაში, რათა გამკლავებოდა პუებლოს მძევლად აყვანის საკითხს.

ვენსი პირველად მხარს უჭერდა ვიეტნამის ომს, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს შეეცვალა შეხედულებები და გადადგა თანამდებობიდან, პრეზიდენტს კი ურჩია დაეტოვებინა სამხრეთ ვიეტნამი. ვენსი მსახურობდა ევერელ ჰარიმანის მოადგილედ პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების დროს, რომელიც შეჩერდა პრეზიდენტობის კანდიდატის — რიჩარდ ნიქსონის მონაწილეობის გამო.[9] ვენსმა ამ უშედეგო სამშვიდობო მოლაპარაკებებს „ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. მან მიიღო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი 1969 წელს.[12]

აშშ-ის თავდაცვის მდივანი

ვენსი ესაუბრება აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერს თეთრი სახლის ეზოში, 1977 წლის მარტი.
ირანის შაჰი მოჰამედ რიზა ფეჰლევი ხვდება ალფრედ ლეროი ეთერონს, უილიამ სალივანს, საირუს ვენსს და პრეზიდენტ ჯიმი კარტერს 1977 წელს.

პრეზიდენტ ჯიმი კარტერს თავდაცვის მდივნის კანდიდატურაზე უნდოდა ჯორჯ ბოლის ნომინაცია, თუმცა, შეეშინდა, რომ იგი ზედმეტად ლიბერალური იყო ამ პოსტისთვის და საბოლოოდ გადაწყვიტა ვენსის ნომინაცია. ვენსმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი პანამის არხი შეთანხმებაში, ასევე მოლაპარაკებებში როდეზიაში, ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკაში. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის მინისტრებთან — მოშე დაიანსა და ეზერ ვაიცმანთან 1978 წლის დავითის ბანაკის შეთანხმებების გამო.

ვენსი აგრეთვე მუშაობდა სსრკ-სთან უფრო ახლო ურთიერთობების დასამყარებლად.

შემდგომი კარიერა

1970 წლის მაისში ვენსი დაინიშნა კომისრის თანამდებობაზე კნაპის კომისიაში, რომელიც ჩამოაყალიბა ნიუ–იორკის მერმა, ჯონ ლინდსიმ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში სისტემური კორუფციის გამოსაძიებლად. კნაპის კომისიამ სატელევიზიო ეთერით ისაუბრა პოლიციის კორუფციის შესახებ და 1972 წელს საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. კნაპის კომისიის მუშაობამ დაიწყო პოლიციელების დევნა კორუფციის ბრალდებით და დასრულდა მნიშვნელოვანი, მოკლევადიანი რეფორმებით პოლიციის განყოფილებებში, აგრეთვე, დროებით სპეციალურად ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, მოსამართლეების და ადვოკატებისთვის გამოიყო პროკურორუ, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლად კორუფციის წინააღმდეგ.

1974 წლიდან 1976 წლამდე ვენსი ნიუ-იორკის საქალაქო ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად მუშაობდა. 1980 წელს ვენსი დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას Simpson Thacher & Bartlett–ში, მაგრამ არაერთხელ გამოიძახეს საჯარო სამსახურში 1980-იან და 1990-იან წლებში, მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში ბოსნიაში, ხორვატიასა და სამხრეთ აფრიკაში. ვენსმა ხელი შეუწყო მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებს.

1991 წელს იგი დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხორვატიაში და შესთავაზა „ვენსის გეგმა“ ხორვატიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ხორვატიისა და სერბეთის ხელისუფლება დათანხმდა ვენსის გეგმას, მაგრამ კრაინას ლიდერებმა უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი სერბებს სთავაზობდა საკმაოდ დიდ ავტონომიას მსოფლიო სტანდარტებით, ეს არ ითვალისწინებდა კრაინას სრულ დამოუკიდებლობას. მან განაგრძო მუშაობა Zagreb 4-ის ჯგუფის წევრად. მათ მიერ შედგენილი გეგმა, სახელწოდებით Z-4, ეფექტურად დასრულდა, როდესაც 1995 წელს ხორვატიის ძალებმა აღადგინეს კრაინას რეგიონზე კონტროლი (ოპერაცია შტორმი).

1993 წლის იანვარში, როგორც გაეროს სპეციალური ელჩი ბოსნიაში, ვენსმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ლორდმა დევიდ ოუენმა, დაიწყეს მშვიდობიანი გეგმის ამუშავებაზე მოლაპარაკება, რომელიც ბოსნიის ომის დასრულებას ეხებოდა. გეგმა არ მიიღეს, ვენსმა თანამდებობა დატოვა როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა ელჩმა. იგი ჩაანაცვლა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორვალდ სტოლტენბერგმა.

1997 წელს იგი დაინიშნა ამერიკის ირანული საბჭოს საპატიო კათედრის წევრად.[14]

1993 წელს ვენსს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის სილვანუს ტაერის ჯილდო.

1995 წელს მუშაობდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში მოლაპარაკებებისთვის. ვენსი იყო სამმაგი კომისიის წევრი.

გარდაცვალება

ვენსი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ალცჰაიმერის დაავადებას. საბოლოოდ, იგი გარდაიცვალა სინის მთის სამედიცინო ცენტრში, ნიუ-იორკში, 2002 წლის 12 იანვარს, 84 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი ალცჰაიმერთან ერთად გახდა პნევმონია და სხვა დაავადებები. მისი დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა მანჰეტენზე, ხოლო დაკრძალეს არლინგტონში, ვირჯინიაში. მისი მეღლე გრეისი გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 2008 წლის 22 მარტს, 89 წლის ასაკში.[15]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Carnegie Hall linked open data — 2017.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Marilyn Berger. „Cyrus R. Vance, a Confidant Of Presidents, Is Dead at 84“. ციტირების თარიღი: 3 May 2017.
  10. Bell, William Gardner (1992). „"Cyrus Roberts Vance"“, Secretaries of War and Secretaries of the Army: Portraits and Biographical Sketches. United States Army Center of Military History. ციტირების თარიღი: September 22, 2007.  დაარქივებული December 14, 2007[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 14, 2007. ციტირების თარიღი: მაისი 24, 2020.
  11. 11.0 11.1 Birth Record Detail: Cyrus Roberts Vance. West Virginia Vital Research Records. West Virginia Division of Culture and History. ციტირების თარიღი: August 10, 2015.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 Bell, William Gardner (1992). „"Cyrus Roberts Vance"“, Secretaries of War and Secretaries of the Army: Portraits and Biographical Sketches. United States Army Center of Military History. ციტირების თარიღი: September 22, 2007.  დაარქივებული December 14, 2007[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 14, 2007. ციტირების თარიღი: მაისი 24, 2020.
  13. Harbaugh 1973, p. 389–390.
  14. Khoda Hafez. A Message from AIC on the Occasion of the New Year. American Iranian Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 14, 2011. ციტირების თარიღი: September 20, 2012
  15. „Vance, Grace Sloane“. The New York Times (Paid Notice: Deaths). March 26, 2008. ციტირების თარიღი: October 3, 2013.

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Mekar atau Wanita adalah majalah bulanan berbahasa Indonesia yang terbit pertama kali pada 1949. Majalah ini berafiliasi dengan Persatuan Istri Tentara (PERSIT). Mekar mengusung motto sebagai majalah bulanan untuk wanita.[1][2] Majalah ...

 

Francisco Parés Alicea Secretario de Hacienda Actualmente en el cargo Desde el 24 de junio de 2019Gobernador Ricardo RossellóWanda Vázquez GarcedPedro PierluisiPredecesor Raúl Maldonado Información personalNacimiento 29 de marzo de 1988 (35 años)San Juan, Puerto RicoEducaciónEducado en Universidad de Puerto RicoUniversidad del NordesteInformación profesionalOcupación Contador público y políticoTratamiento HonorablePartido político Independiente[editar datos en Wikidata&#...

 

هارولد وكومار يذهبان إلى مطعم القلعة البيضاءHarold & Kumar Go to White Castle (بالإنجليزية) معلومات عامةالصنف الفني فيلم رفقاء — فيلم كوميدي تاريخ الصدور 2004 27 يوليو 2004 مدة العرض 87 دقيقة اللغة الأصلية الإنجليزية البلد كنداالولايات المتحدةألمانيا مواقع التصوير تورونتو — نيوجيرسي الط...

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

العلاقات الأردنية السلوفاكية الأردن سلوفاكيا   الأردن   سلوفاكيا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الأردنية السلوفاكية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين الأردن وسلوفاكيا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه ال...

 

American judge Lorin Cone Collins Jr.Member of the Illinois House of Representativesfrom the 7th districtIn office1878 (1878)–1884 (1884)Succeeded byJohn Humphrey Personal detailsBorn(1848-08-01)August 1, 1848Windsor, ConnecticutDiedOctober 18, 1940(1940-10-18) (aged 92)Sawyer, MichiganResting placeRosehill CemeteryPolitical partyRepublicanProfessionAttorneySignature Lorin Cone Collins Jr. (August 1, 1848 – October 18, 1940) was an American politician and judge ...

British rowing club Hertford College Boat Club                          Longbridges boathouses, shared between a number of collegesCoordinates51°44′19.3″N 1°14′47.0″W / 51.738694°N 1.246389°W / 51.738694; -1.246389Home waterIsisFounded1875Key peopleFinlay Jordan (President)Oliver Harvey-Rich (Men's Captain)Olivia Hickman (Women's Captain)Head of the RiverMen: 1881UniversityUnivers...

 

Hua Tuo華佗Ilustrasi Hua Tuo semasa Dinasti QingLahirca. 140[1]Bozhou, AnhuiMeninggal208 (umur 68)[1]Nama lainYuanhua (元化)PekerjaanPhysician Ini adalah nama Tionghoa; marganya adalah Hua. Hua Tuo Hanzi tradisional: 華佗 Hanzi sederhana: 华佗 Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Huà Tuó Yuanhua Hanzi: 元化 Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Yuánhuà Hua Tuo (Hanzi: 華佗) (145 – 208), lahir di Kabupaten Qiao (sekarang Haochou, Anhui) adalah seorang tabi...

 

American thriller drama television series AbsentiaGenre Drama Thriller Crime Created by Gaia Violo Matt Cirulnick Starring Stana Katic Matthew Le Nevez Patrick Heusinger Cara Theobold Neil Jackson Angel Bonanni Bruno Bichir Paul Freeman Ralph Ineson Patrick McAuley Richard Brake Donald McNair ComposerNami MelumadCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons3No. of episodes30ProductionExecutive producers Oded Ruskin Stana Katic Matt Cirulnick Julie Glucksman Maria Feldma...

1824 painting by Henry Fuseli Britomart Delivering Amoretta from the Enchantment of BusiraneArtistHenry FuseliYear1824MediumOil on canvasDimensions183.5 cm × 153 cm (72.2 in × 60 in)LocationFreies Deutsches Hochstift, Frankfurt Britomart Delivering Amoretta from the Enchantment of Busirane is a 1824 oil painting on canvas by Swiss painter Henry Fuseli. It depicts a scene from Edmund Spenser's poem The Faerie Queene in which the female knight Britoma...

 

Football clubJeonju MAG FCFull nameJeonju Made Axis Glory Futsal ClubFounded2009; 14 years ago (2009)GroundPalbok GroundHead coachLee Young-JinLeagueFK-League Home colours Away colours Jeonju Made Axis Glory Futsal Club, commonly known as Jeonju MAG FC (Korean: 전주 매그 FC), is a South Korean professional futsal club based in Jeonju, Jeollabuk-do. The club was founded in December 2009.[1] Honors FK-League Champions (4) : 2009–10, 2012–13, 2013...

 

Emile RoemerKetua Partai SosialisMasa jabatan5 Maret 2010 – 13 Desember 2017PendahuluAgnes KantPenggantiLilian MarijnissenKetua parlementer Partai Sosialis dalam Dewan Perwakilan RakyatMasa jabatan5 Maret 2010 – 13 Desember 2017PendahuluAgnes KantPenggantiLilian MarijnissenAnggota Dewan Perwakilan RakyatMasa jabatan30 November 2006 – 18 Januari 2018 Informasi pribadiLahirEmile Gerardus Maria Roemer24 Agustus 1962 (umur 61)Boxmeer, BelandaPartai politikPar...

SamsayaPhoto: Jarle Vines.Background informationBirth nameSampda SharmaBorn (1979-11-03) 3 November 1979 (age 44)Hamirpur, Himachal Pradesh, IndiaOriginEllingsrud, Oslo, NorwayGenresPop, dance-pop, R&BInstrument(s)VocalsYears active2004–presentWebsitewww.samsaya.comMusical artist Sampda Sharma, better known by her stage name Samsaya, is a Norwegian singer and actress of Indian descent. Early life Samsaya was born Sampda Sharma in Hamirpur to an Indian mother, Aruna Sharma, in the n...

 

Bus Rapid Transit service in Jakarta TransJakartaTransJakarta Mercedes-Benz OH 1626 NG with Laksana CItyline2OverviewOwnerProvincial Government of DKI JakartaLocaleGreater Jakarta, IndonesiaTransit typeBus rapid transitNumber of lines13[1] (1 under trial run and 5 planned)Number of stations244[2]Daily ridership1.006 million (2020)[3]Annual ridership264.61 million (2019)[4]Chief executiveWelfizon YuzaWebsitetransjakarta.co.idOperationBegan operation15 January 20...

 

Адольф (Іоанн) Адольфович НетиксаАдольф (Іоанн) Адольфович НетиксаНародження 28 жовтня 1862(1862-10-28)Богуслав, нині Київська область, УкраїнаСмерть після 1915невідомоКраїна Російська імперіяНавчання Московське училище живопису, скульптури та зодчестваДіяльність архітекторП...

American singer-songwriter (born 1963) Gretchen PhillipsPhillips in 2011Background informationBorn1963 (age 59–60)Galveston, TexasGenresFolk, riot grrrlInstrument(s)Vocals, guitar, banjoYears active1981–presentWebsitegretchen-phillips.comMusical artist Gretchen Phillips (born 1963) is an American singer-songwriter known for her humorous and topical songs. Phillips has been openly gay throughout her life and her lesbianism has inspired much of her material.[1] Background P...

 

Mazhab Athena (1509-1511) karya Raffaello Sanzio, menampilkan para filsuf Yunani terkemuka pada latar ruangan indah yang terinspirasi karya-karya arsitektur Yunani Kuno FilsafatPlato, Kant, Nietzsche, Buddha, Kong Hu Cu, Ibnu SinaPlatoKantNietzscheBuddhaKong Hu CuIbnu Sina Cabang Epistemologi Estetika Etika Hukum Logika Metafisika Politik Sosial Tradisi Afrika Analitis Aristoteles Barat Buddha Eksistensialisme Hindu Islam Jainisme Kontinental Kristen Plato Pragmatisme Timur Tiongkok Yahudi Za...

 

Vietnamese prelate (born 1958) Giuse Nguyễn Tấn TướcBishop of Phú CườngSeeDiocese of Phú CườngInstalled30 June 2012PredecessorPhêrô Trần Đình TứSuccessorincumbentOther post(s)Head of Episcopal Committee on Social CommunicationsOrdersOrdination4 April 1991by Lu-y Hà Kim DanhConsecration29 April 2011by Phêrô Trần Đình TứPersonal detailsBorn (1958-09-22) 22 September 1958 (age 65)Bình DươngNationalityVietnameseDenominationRoman CatholicResidence4...

Species of plant Sambucus racemosa Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Asterids Order: Dipsacales Family: Adoxaceae Genus: Sambucus Species: S. racemosa Binomial name Sambucus racemosaL. Subspecies[1] S. racemosa subsp. racemosa (autonym) S. r. subsp. kamtschatica (E.L.Wolf) Hultén S. r. var. melanocarpa (A. Gray) McMinn S. r. subsp. pubens (Michx.) House S. r. subsp. sibirica (Nakai) ...

 

Review of the election 1986 United States Senate election in Arizona ← 1980 November 4, 1986 1992 →   Nominee John McCain Richard Kimball Party Republican Democratic Popular vote 521,850 340,965 Percentage 60.48% 39.51% County results McCain:      50–60%      60-70% Kimball:      50–60% U.S. senator before election Barry Goldwater Republican Elected U.S. Senator John McCain Republica...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!