ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენდა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, გურიის ნაწილს, ქვემო გურიას, ხოლო რელიგიური დაყოფით შედიოდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოში. ქვემო გურიაში იყო თავდგირიძეების, გუგუნავების და მანველიშვილების სათავადოები. XVIII საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო ქვემო გურიის თანდათანობითი დაპყრობა. 1703 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ბათუმისა და ჩაქვის მხარეები და უშუალოდ დაუმეზობლდა ქვემო გურიას, ხოლო 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ საბოლოოდ მიისაკუთრა ქვემო გურია. ოსმალებმა ჯერ 1769 წელს აიღეს ციხისძირი და ქობულეთი, ხოლო 1772 წლის მაისში ხინოწმინდა.[3]
საზღვარი ოსმალეთსა და გურიის სამთავროს შორის მდინარე ცხრაფონაზე გაივლო. დაიწყო ამ მხარის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც ერთი საუკუნე გაგრძელდა. ოსმალეთის შემადგენლობაში აღნიშნული ტერიტორია ქმნიდა ჩურუქ-სუს კაზას (ოლქს), რომელიც ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა. რუსეთის იმპერიას ჩურუქ-სუს მიერთება შეეძლო 1829 წელს, მაგრამ ადრიანოპოლის ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირიქით, საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაიწია და მდინარე ჩოლოქზე გაიარა.[4]
1865 წლის მონაცემებით ჩურუქ-სუს კაზაში 16 სოფელი შედიოდა, სადაც იდგა 1403 სახლი, მოქმედებდა 17 მეჩეთი, ათი მედრესე 18 წისქვილი, 145 დუქანი და 5 ყავახანა, ცხოვრობდა 3592 ქართველი მუსლიმი და 538 ჩერქეზი მუჰაჯირი. მოსახლეობა აწარმოებდა სიმინდსა და სამშენებლო ხე-ტყეს.[5] 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თურქული გვარები, მაგრამ ახსოვდათ ქართული წარმომავლობა და იყენებდნენ ქართულ გვარებსაც.[6]
ჩურუქ-სუს მითვისება რუსეთის იმპერიამ მოახერხა 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. რუსეთმა ის ბათუმის ოლქისბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანა კინტრიშის უბნის სახით. 1930 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონი. 1962-64 წლებში შედიოდა ჩაქვის რაიონის შემადგენლობაში ცენტრით დაბა ჩაქვში. 1964 წლის 7 აპრილს ჩაქვის რაიონი გაუქმდა და ისევ აღდგა ქობულეთის რაიონი ცენტრით ქალაქ ქობულეთში. 2006 წლიდან ქობულეთის რაიონს ეწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი.[7]
გეოგრაფია
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მ. სიმაღლეზე, ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული.
მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია შავ ზღვას, მდინარეჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ-დასავლეთით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – ქედის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტს უჭირავს 711,8 კმ² ფართობი. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4 %-ს. მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30 252 ჰექტარს, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42 %-ს. დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, თიკერის აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით. იშვიათი მცენარეებითაა სავსე ისპანის ჭაობი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსების საკმაო რაოდენობისაა და ტყიანობის კოეფიციენტი 65 %-ს აღემატება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფელი, წაბლი და მურყანი.
რელიეფი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ქობულეთ-ჩაქვის ქედის ჩრდილო-დასავლეთი კალთა, შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობები და გორაკ-ბორცვიანი ზოლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილებია მწვერვალები ხინო (2599 მ) და პერანგა (2235 მ). არის აგრეთვე მწვერვალები: მორვილი (1728 მ), საყუდისთავი (1707 მ) და მტირალა (1381 მ).
რელიეფი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად, ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ქედის კალთა დასერილია ხშირი მდინარული ქსელით. რელიეფში ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთახეობათა ფორმები. ქობულეთ-ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილსა და მიმდებარე ვაკე-დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ-ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ-ბორცვებია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უჭირავს მეოთხეული ნალექებით – თიხებით, ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებულ ჭაობიან ქობულეთის ვაკე-დაბლობებს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვიწროვდება. მას ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნური სერები მიუყვება. მცირე ზომის ვაკე-დაბლობებია აგრეთვე დაბა ჩაქვთან და ჩაქვისწყლის შესართავთან.
მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულებით: ტორფი, ცეცხლგამძე თიხები, მაგნეტიტური ქვიშები. დიდი რაოდენობით მოიპოვება სამშენებლო ქვა, ქვიშა და ხრეში.
ნიადაგები
ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ძირითადად გავრცელებულია ალვიური, ეწერი და ჭაობის ტორფიანი ნიადაგები, გორაკ-ბორცვებზე კი წითელმიწები ჭარბობს, ზოგან ჩამოყალიბებულია ყვითელმიწები. ქობულეთ-ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები, ზემო ნაწილში – გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი, მაღალმთიან ზონაში – კორდიანი (ალაგ-ალაგ კორდიან-ტორფიანი) მთის მდელოს ნიადაგები. ხევ-ხეობების ციცაბო უბნებზე კი საკმაოდ სუსტად განვითარებული ნიადაგებია.
სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვულკანოგენური წარმონაქმნები უმეტეს შემთხვევაში ქიმიურად გამოფიტულია და ხასიათდება მკვეთრად დაქვეითებული ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობას ქმნის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარებისათვის. ამ პროცესების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფის მორფოლოგია. გრავიტაციული პროცესები (ჩამოქცევა, მეწყერი, ჩამოშლა) უმეტესად ვითარდება ციცაბო რელიეფის პირობებში, რომლის დახრის კუთხე 25 %-ს აღემატება.
ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება-გადამძიმებამ გამოიწვია ისედაც სუსტი სტატიკური წონასწორობის დარღვევა და გრავიტაციული პროცესების განვითარება. დაზიანებული ფართობების უმეტესობა გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მეწყრული პროცესების აქტივიზაციაზე. სადრენაჟო არხები არ არის გაყვანილი სასოფლო გზების გასწვრივაც, რის გამოც წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადები უსისტემოდ მიედინება და ხელს უწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას.
სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარეთა ხეობებიდან ინტენსიურად ქვებისა და ხრეშის ამოღებამ საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის, აგრეთვე საძირკვლისა და გზების მყარი გრუნტის შექმნისათვის. მთიან პირობებში, ტყეების გაჩეხვამ მშენებლობისა და შეშისათვის, აგრეთვე აფეთქებითა და მძიმეწონიანი ტრაქტორებით გზების გაყვანამ სოფლებში და ალპურ საძოვრებზე, ალპური საძოვრების გადატვირთვამ ჭარბი პირუტყვის ძოვებით.
ჰავა
მუნიციპალიტეტის ვაკე-დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მთებში სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ – გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,50 °C-დან (ზღვისპირა ზოლში) - 30 °C-მდე (მთა ხინო). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 17 °C, ხოლო აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 42 °C. ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ-ს შეადგენს. უხვნალექიანობით გამოირჩევა შემოდგომა და ზამთარი. ვაკე-დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ნაწილებში იშვიათად იქმნება თოვლის საფარი. მთებში თოვლის საბურველის სიგრძე ზოგჯერ 5–6 მეტრსაც აღწევს და 6–7 თვის განმავლობაში ჩერდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი.
შიგა წყლები
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჩოლოქი, დეხვა, აჭყვა. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი.
კინტრიშის ნაკრძალში, ხინოს მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა სარბიელის ტბა, ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს. ტბას გააჩნია ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიღრმე 18-20 მეტრს აღწევს. ტბიყელის ტბა ატმოსფერული ნალექებით, გამდნარი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მასთან ახლოსაა ასევე ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. სოფელ ხინოწმინდაში მდებარეობს შავი ტბა, რომლის ფართობი 21 648 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 7 მეტრი.
ფლორა და ფაუნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1600-მდე სახეობის მცენარეა, მათ შორის 20 % რელიქტური და ენდემურია. ხელოვნურადაა გაშენებული ფიჭვი. ისპანის ჭაობი კი ტორფის შემქმნელი ხავსებით, ისლით, ჭილით, ლერწმითა და სხვა მცენარეებით არის დაფარული. გორაკ-ბორცვებსა და მთისწინებზე გაბატონებულია მარადმწვანე ქვეტყიანი კოლხური ტყეები, სადაც ჭარბობს მუხა, ცაცხვი, იფანი, ქვეტყეში – შქერი, წყავი, ბზა, მოცვი, იელი, თხილი, ლიანებიდან – სურო, სვია, კატაბალახა, გარეული ვაზი და სხვ. ტყეებში დიდი რაოდენობით იზრდება გარეული ხეხილი – მაჟალო, პანტა, ლეღვი, ზღმარტლი. 600-700 მ-დან 1500-1600 მ-მდე შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ზონაა, სადაც ძირითადად წიფელნარი ტყეები გვხვდება. აქ იზრდება აგრეთვე რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ბოყვი და ნეკერჩხალი. 1600-1700 მ-დან ტყეში წიფელთან ერთად გვხვდება ნაძვი, სოჭი და იშვიათად ფიჭვიც. ტყის ზემო საზღვართან ტანბრეცილა წიფლის, არყისა და ციცრელისაგან შექმნილი სუბალპური ტყეებია. 1900-2000 მ ზემოთ სუბალპური მდელოებია, სადაც გავრცელებულია: ბასრისპირა, ნემსიწვერა, გერანიუმი, შვრიელა, წივანა, დიყი, დეზურა, შროშანა და სხვ. ბუჩქოვნებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკა, ისელი, მაჯაღვერი. მდელოებს მუნიციპალიტეტში იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს კურდღელი, შურთხი, მთის ტოროლა და სხვ. ტყის ზონაში გავრცელებულია ჭანური დათვი, მგელი, მელა, კვერნა, ტყის კატა, შველი და გარეული ღორი; ფრინველებიდან – ქორი, ძერა, ჯაფარა და შაშვი.
ბარში მცირე რაოდენობით არიან: ტურა, მაჩვი, ზღარბი. მდინარეებში ბევრია: წვერა, ღორჯო, კეფალი, კალმახი. ჭაობიანი უბნებისათვის დამახასიათებელია ჭაობის კუ, ბაყაყი, ტრიტონი, ტბორებში – ლიმეა.
დემოგრაფია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 70,7 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 28,3 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 42,4 ათასი ადამიანი. საშუალო სიმჭიდროვე 1კმ² -ზე შეადგენს 126,5 ადამიანს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს 2173 იძულებით გადაადგილებული პირი. ცხრილში მოცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 1929 წლამდე ნაჩვენებია კინტრიშის უბნის მოსახლეობის მონაცემები.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 21 ტერიტორიული ერთეული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც შედგება 39 წევრისაგან. არჩევნები ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ბოლო არჩევნები გაიმართა 2021 წლის ოქტომბერში.
წამყვანი ეკონომიკის დარგებია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. განვითარების სტადიაშია სოფლად ტურიზმი. სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებებია მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მებაღეობა, ასევე განვითარებულია მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში მოქმედებს გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის მცირე საწარმოები. ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაწინაურებულია მომსახურეობისა და ვაჭრობის სფერო.[16]
ტრანსპორტი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა – საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კილომეტრს. სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა 19 კმ, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 240 კმ. საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზები მთლიანად დაფარულია შავი საფარით, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მხოლოდ 67 კილომეტრია დაფარული შავი საფარით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 87 ხიდია, მათ შორის 5 საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, 10 - სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე და 72 - ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.
ტურიზმი
მუნიციპალიტეტში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების, დაცული ტერიტორიების, ტრანსპორტის და სხვა საკითხების შესახებ. ცენტრი ასევე ეხმარება ვიზიტორებს სასურველი ტურების დაგეგმვაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს 29 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო და 3 კერძო სკოლა. 2022 წლის მდგომარეობით, საბავშვო ბაღებში 3300 აღსაზრდელი ირიცხება, ხოლო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 12 500-ს შეადგენს.[16]
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო განყოფილება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და საზოგადოებრივი კოლეჯი.[16]
კულტურა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ქობულეთის მუზეუმი, რომელიც აერთიანებს განათლების ისტორიის, კულტურის ისტორიის, ქობულეთის ისტორიისა და არქეოლოგიის და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს. აქვეა გამოფენილი მხატვრისა და მოქანდაკის, ვაჟა ვერულიძის ნამუშევრები.[17]
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:
სახალხო ფოლკლორული ანსამბლი „ქობულეთი“
ა (ა)იპ გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“
ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი ჯგუფი „ჩანგი“
რიტმული ცეკვების შემსწავლელი კლუბი „ახალი რიტმები“
სალოტბარო განყოფილება
ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქაქუთი“
ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ს. მამულაიშვილის სახელობის ანსამბლი „სულიკო“
ლეღვას სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი „ალილო“
დაგვას კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „ვახტანგური“
ალამბრის სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი „ადილო“
ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი „შევარდენი“
ციხისძირის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფი
ზედა აჭყვას სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიხარული“
ჩოლოქის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩოლოქი“
სოფ. ქობულეთის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩაქურა“
ცეცხლაურის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაიგული“[18]
ქობულეთში ყოველწლიურად თებერვლის თვეში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.[19]
ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველი წლის ივლისში ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზაფხულო ფესტივალი იმართება.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ადგილობრივ კულტურასა და საგამოფენო ნივთებს. დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძები, შეიძინოს აქ წარმოდგენილი პროდუქცია და სუვენირები.
ფესტივალის ფარგლებში ტარდება სპორტული და კულინარული შეჯიბრებები და კონცერტები.[20]
ზაფხულის ფესტივალი
ივლისი
ყოველი წლის ზაფხულის დასაწყისში ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანია ზაფხულის, ზღვაზე დასვენების და მხიარული განწყობის შექმნა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სცენიდან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები უწყვეტ რეჟიმში, მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.
კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა. სპეციალური კუთხეა განკუთვნილი ბავშვებისთვის, სადაც ანიმატორები თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის პატარა სტუმრებს.
სანაპიროზე ფუნქციონირებს სეზონური ღია ტიპის კაფე-ბარები, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის ქართული და ევროპული, ასევე ქობულეთური ტრადიციული სამზარეულოს და ტკბილეულის დაგემოვნება.
შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ცეცხლოვანი და ფრანების შოუ, საღამოს, პლაჟზე სხვადასხვა ადგილას ინთება კოცონი, ცაში ეშვება ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი. ღონისძიებას ფოიერვერკი ასრულებს.[21]
ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს, რომელთაც საშუალება აქვთ დააკვირდნენ მსოფლიოში სიდიდით მესამე მიგრაციის კორიდორში გადამფრენ მილიონზე მეტ მტაცებელ ფრინველს. პარალელურად ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ლექცია-სემინარები იმართება.[22]
სახალხო ზეიმი „ჩაქვისთავობა“ სოფელ ჩაქვისთავში ყოველწლიურად აღინიშნება, სადაც იმართება კონცერტები, სპორტული შეჯიბრები ნარდსა და მკლავჭიდში და ეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ადგილობრივი მეწარმეები და სპორტსმენები.[23]
ყოველი წლის ნოემბერში იმართება ფესტივალი მანდარინობა, რომელიც აერთიანებს ციტრუსის მოსავლის აღების ტრადიციასა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. ფესტივალზე სტუმრებს შეუძლიათ დაკრიფონ მანდარინი ციტრუსის ბაღში, დაამზადონ ლიმონათი, დაესწრონ ქართული კერძების მასტერკლასებს და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.[24]
სპორტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ ქობულეთის სასპორტო სკოლა“, რომელსაც გააჩნია შემდეგი სპორტული ინფრასტრუქტურა:
ხელოვნურსაფარიანი, ღია მინი ფეხბურთის მოედანი
ორი საჭიდაო დარბაზი ქალაქ ქობულეთში და სოფელ კვირიკეში
ვასო გაროზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
როსტომ მელაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
რეზო ბასილიას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძალოსნობაში, ჭაბუკთა შორის.
ღირსშესანიშნაობები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია კოლხური ბზისა და უთხოვარის კორომებით, არის პატარა ტბები და ჩანჩქერები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი.
კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია ვარჯანაულის ხიდი, ცხემვანის ხიდი, ტყემაკარავის ხიდი, თემარკოფის ხიდი, ასევე სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი, რომელიც ამჟამად ფუნქციურად დატვირთულია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
↑ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან // მაცნე, ტ. 4, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 128-130.
↑ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
Anugerah Planet Muzik 2017DeskripsiPenghargaan dalam bidang musikTanggal14 Oktober 2017LokasiTheater MES MediaCorp,SingapuraNegara Malaysia Singapura IndonesiaDipersembahkan oleh Dzar Ismail Desta Nabila HudaDiberikan perdana2001Penghargaan terbanyak19 PenghargaanSitus webSitus web resmiSiaran televisi/radioSaluran MediaCorp Suria Astro Ria Astro Maya HD (2014) Astro Ria HD (2015 -) TVRI (2005)[1] antv (2006)[2] Global TV (2008-2012) NET. (2013-2016)[3] ...
Hush Песня Исполнители Billy Joe Royal (1967) Джонни Холлидей (1968) Deep Purple (1968, 1988) Gotthard (1992) Milli Vanilli (1988) Джо Линн Тёрнер (1997) Kula Shaker (1997) Дата выпуска 1967 Жанры поп-рокхард-рок Лейбл Columbia Records Автор песни Джо Саут Продюсер Джо Саут «Hush» (с англ. — «Тише») — песня, написанная америк...
San Gioacchino ai Prati di CastelloSan Gioacchino ai Prati di Castello, RomeAgamaAfiliasi agamaKatolik RomaDistrikLazioProvinsiRomeEcclesiastical or organizational statusGereja titulerKepemimpinanLeopoldo BrenesDiberkati1911LokasiLokasi Roma, ItaliaKoordinat41°54′35.7″N 12°27′54.5″E / 41.909917°N 12.465139°E / 41.909917; 12.465139Koordinat: 41°54′35.7″N 12°27′54.5″E / 41.909917°N 12.465139°E / 41.909917; 12.465139Arsitekt...
Zena Dare (nee Florence Hariette Zena Dones; 4 Februari 1887 – 11 Maret 1975) adalah seorang penyanyi dan aktris Inggris yang terkenal karena penampilannya dalam komedi musik Edwardian dan teater musikal dan drama komedi lainnya pada paruh pertama abad ke-20.[1][2] Dalam karir selama lebih dari enam dekade, Dare membuat penampilan pertamanya di atas panggung pada tahun 1899, di pantomim natal bertajuk Babes in the Wood di kota London, di mana ia tampil dengan n...
Norwegian politician Bernt Sverdrup Maschmann Bernt Sverdrup Maschmann (17 October 1805 – 13 May 1869) was a Norwegian priest, politician and pharmacist. Bernt Maschmann was born in Christiania (now Oslo), Norway. He was a son of pharmacist Hans Henrich Maschmann. He earned his Cand.theol. in 1829. He was the pastor of Vega in Nordland from 1830 and then the vicar at Hobøl in Østfold from 1837 to 1869. In addition, from 1849 he was provost for the Øvre Borgesyssel deanery in the Diocese ...
Episcopal regions in Brazil (CNBB). Total: 19 regions.Pembagian provinsi gerejawi di Brasil.Daftar keuskupan di Brasil adalah sebuah daftar yang memuat dan menjabarkan pembagian terhadap wilayah administratif Gereja Katolik Roma yang dipimpin oleh seorang uskup ataupun ordinaris di Brasil. Konferensi para uskup Brasil bergabung dalam Konferensi Waligereja Brasil. Per Juni 2020, terdapat 278 buah yurisdiksi, di mana 272 merupakan yurisdiksi Ritus Latin dan 6 lainnya merupakan yurisdiksi Gereja...
German chemist (1730–1809) Gottfried Christoph BeireisGottfried Christoph BeireisBorn(1730-03-02)2 March 1730Free imperial city of Mühlhausen, Holy Roman EmpireDied18 September 1809(1809-09-18) (aged 79)Helmstedt, Kingdom of WestphaliaNationalityGermanAlma materUniversity of HelmstedtKnown forProduction of cinnabar red dyeScientific careerFieldsPhysicist, chemist, and physicianInstitutionsUniversity of HelmstedtDoctoral advisorLorenz HeisterOther academic advisorsGeorg ...
Phorusrhacos Periode Miosen Awal - Tengah, 20–13 jtyl PreЄ Є O S D C P T J K Pg N Rekonstruksi tengkorak, Royal Ontario MuseumTaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasAvesOrdoCariamiformesFamiliPhorusrhacidaeGenusPhorusrhacos Ameghino, 1887 Tipe taksonomi†Phorusrhacos longissimusAmeghino 1887 Tata namaSinonim takson Sinonim genus Callornis Ameghino 1895 Darwinornis Moreno & Mercerat 1891 Eucallornis Ameghino 1901 Liornis Ameghino 1895 Owenornis Moreno & Mercerat 1891 Phor...
الأنهيدريد في الكيمياء (Anhydride من الإغريقية án(h)ydros ومعناها „بلا ماء“) هو مركب كيميائي ينتج من حمض أو قاعدة عن طريق نزع الماء منه .[1][2][3] أمثلة على ذلك: أكاسيد الافلزات، مثل ثلاثي أكسيد الكبريت أو خماسي أكسيد الفسفور فهما أنهدريد حمض. ثاني أكسيد الكربون هو أنهيدري...
American TV series or program Gemini DivisionThe title card of the showGenreDramaScience fictionMysteryCreated byBrent V. FriedmanDeveloped byBrent V. FriedmanJeff SaganskyRosario DawsonStan RogowDirected byStan RogowStarringsee belowNarrated byRosario DawsonCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons1No. of episodes50ProductionExecutive producersBrent V. FriedmanJeff SaganskyRosario DawsonStan RogowProducersJohn Alexander ReedAndrew BlackAlissa DiazLeslie HarroC...
2010 studio album by Mutiny WithinMutiny WithinCover art by Viktor KoenStudio album by Mutiny WithinReleasedFebruary 23, 2010 (United States) April 26, 2010 (United Kingdom)RecordedDec 2008 – Sept 2009 at Bieler Bros. Studios in Pompano Beach, FloridaGenrePower metal, thrash metal, progressive metal, melodic death metal, metalcoreLength40:25LabelRoadrunnerProducerJason BielerSpecial EditionSpecial Edition artwork. From left to right: Daniel Bage, Drew Stavola, Andrew Jacobs, Chris C...
A self-balancing, tree-based data structure, that allows read/write access in logarithmic time Not to be confused with Binary tree or B+ tree. B-treeTypeTree (data structure)Invented1970[1]Invented byRudolf Bayer, Edward M. McCreightTime complexity in big O notationOperation Average Worst caseSearch O(log n) O(log n)Insert O(log n) O(log n)Delete O(log n) O(log n)Space complexitySpace O(n) O(n) In computer science, a B-tree is a self-balancing tree data structure that maintains sorted...
Men's biathlon individualat the IX Olympic Winter GamesVenueSeefeldDates4 FebruaryCompetitors51 from 14 nationsWinning time1:20:26.8Medalists Vladimir Melanin Soviet Union Aleksandr Privalov Soviet Union Olav Jordet Norway← 19601968 → Biathlon at the1964 Winter OlympicsIndividualmenvte The Men's 20 kilometre individual biathlon competition at the 1964 Winter Olympics was held on 4 February, at Seefeld. The firing ranges were located at the fol...
Termodinámica Ramas Clásica / Estadística / Química / Cuántica / Equilibrio / No equilibrio Leyes Cero Primera Segunda Tercera Estado Ecuación de estado Gas ideal Gas real Estado de la materia Equilibrio Control de volumen Instrumentos Procesos Isobárico Isocorico Isotérmico Adiabático Isentrópico isentálpico Cuasiestático Politrópico Expansión libre Reversibilidad Irreversibilidad Endoreversibilidad Ciclos Motor de calor Bomba de calor Eficiencia térmica Ecuaciones Teorema de ...
This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: The Causeway, Bermuda – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2021) Castle Harbor in 1676 Location of the Causeway The causeway as it appeared in 1905 The causeway in 2006 The Causeway is a narrow strip of reclaimed land and bridges in th...
American science fiction drama television series (2013–2015) This article is about a science-fiction television series. For the 2015 Chinese environmental documentary film, see Under the Dome (film). Under the DomeGenre Science fiction Mystery Serial drama Based onUnder the Domeby Stephen KingDeveloped byBrian K. VaughanStarring Mike Vogel Rachelle Lefevre Natalie Martinez Britt Robertson Alexander Koch Nicholas Strong Colin Ford Jolene Purdy Aisha Hinds Jeff Fahey Dean Norris Mackenzie Lin...
Post-mortem stage of decomposition of animal matter Not to be confused with Petrifaction. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Putrefaction – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2014) (Learn how and when to remove this template message) Stages of death Pallor mortis Livor mortis Algor...
First edition (publ. Bloomsbury) The Thornthwaite Inheritance is a children's macabre crime novel[1] by British author Gareth P. Jones. It was published in 2009. Plot summary Ovid and Lorelli Thornthwaite are thirteen-year-old twins and they are very unusual. They wear only black, eat only bland food, listen and play only sombre music and have no electric appliances other than light bulbs in their house. But what is even stranger is their desire to kill each other! When Lorelli and Ov...
Former research center in Malvern, Worcestershire, UK RRE redirects here. The term may also refer to HIV Rev response element or Railroad Earth. The Royal Radar Establishment was a research centre in Malvern, Worcestershire in the United Kingdom. It was formed in 1953 as the Radar Research Establishment by the merger of the Air Ministry's Telecommunications Research Establishment (TRE) and the British Army's Radar Research and Development Establishment (RRDE). It was given its new name after ...