იძულებით გადაადგილებული პირი — მოქალაქე, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, სტიქიური ან ანთროპოგენური ხასიათის უბედურების დროს. ასეთ ვითარებაში ის არ გადაკვეთს იმ სახელმწიფო საზღვარს, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით, ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირი განიმარტება, როგორც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ასევე იძულებით გადაადგილებული პირიების აღსანიშნავად გამოყენება ტერმინი ადგილნაცვალი პირები, რომელთა დეფინიციაც ემთხვევა იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციასაც. ადგილმონაცვლე პირები არიან საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, საკუთარი კარ-მიდამოდან ომის, რევოლუციის, შიმშილის ან სტიქიური უბედურების მიზეზით ადგილნაცვალი პირი.
1998 წლის „სახელმძღვანელო პრინციპებში იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“ ტერმინი განმარტებულია, როგორც, პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები ან მუდმივი საცხოვრებლები, პირველყოვლისა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი შეიარაღებული დაპირისპირებებისა, ძალადობისა, ადამიანის უფლებების დარღვევებსა ან/და ბუნებრივი/ხელოვნური კატასტროფებისა, თუმცა მათ საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ გადაუკვეთავთ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა პოპულაციები
იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ჟენევაში1998 წელს დააფუნეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის რაოდენობრივი მაჩვენებლების, ანალიტიკური მასალისა და ექსპერტიზის დოკუმენტების შექმნით, შეამციროს პირთა იძულებით გადაადგილების სამომავლო რისკები, ასევე ამ სტატუსის მატარებელი პირებისთვის გაუმჯობესდეს საყოფაცხოვრებო პირობები.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2018 წლის ანგარიშში Internal Displacement Monitoring Centre-ის მიერ მომზადებული რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, 41,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდნენ შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის მიზეზით, რაც 2017 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
იძულებით გადაადგილებული პირის მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 277 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია, რომლთაც ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან მოუწიათ იძულებით გადაადგილება. Internal Displacement Monitoring Centre (IDMC)-ის მონაცმებით ამჟამად საქართველოში 293 000 იძულებით გადაადგილებული პირია. მონაცემთა სხვაობა ძირითადად განპირობებულია განსხვავებული შეფასებისა და ანალიზის სისტემით.
კანონს, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი ეწოდება, რომლის მიხედვითაც ტერმინი - იძულებით გადაადგილებული პირი, ტერმინ - დევნილთან არის გათანაბრებული და იდენტური სამართლებრივი მდგომარეობა აქვს. ამიტომ, ქართულენოვან წყაროებში იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებადაც მოიხსენიებენ.
ბანაკები და დასახლებები
ბანაკები
იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალი ბანაკია ნიგერიაში. ბანაკების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა ბორნოს შტატი.
შრი-ლანკაში, ასევე ბევრი იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკია.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ბანაკები მრავლადაა სირიაშიც.
დასახლებები
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოში სპეციალური დასახლებები შეიქმნა:
იძულებით გადაადგილებული პირების დაცვა და მათი ხელშეწყობა ახალი გამოწვევა არ არის. საერთაშორისო სამართალში არსებობს სახელმწიფოებისთვის ვალდებულებები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობასა და დაცვას უზრუნველყოფენ. თუმცა, დევნილთა უმრავლესობა სამოქალაქო კონფლიქტების შედეგია ან იძულებით გადაადგილება მათ მოუწიათ ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის გამო, რომელიმე რეგიონიდან, ამიტომ ლოკალური ხელისუფლებების ნება დაეხმარონ და დაიცვან დევნილები გარკვეულ შემთხვევებში არ არის.
ლტოლვილების შემთხვევისგან განსხვავებით, არ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ინსტიტუცია, რომელსაც აქვს სრული პასუხისმგებლობა დაიცვას და ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირებს. რამდენიმე ორგანიზაციას უწევს სპეციფიკურ ვითარებაში მუშაობა, ისინი სამუშოს ასრულებენ მათ ნაცვლადაც, ვინც წესით უნდა იღებდეს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მანდატით აღიჭურვა 1950 წლის 14 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 428-ე (V) რეზოლუციით, რომლის თანახმადაც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი: საერთაშორისო მასშტაბით ხელმძვანელობს და კოორდინაციას უწევს ლტოლვილთა დაცვისა და ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრა. 1951 წლის გაერთიანებული ერების მიერ მიღებული კონვენცია მთლიანად ლტოლვილების სტატუსის მქონეების პრობლემებს ეხება საწყის ეტაპზე, განეკუთვნებოდა თუ არა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატიის კომპეტენციას იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემა ბუნდოვანი იყო, თუმცა ის ფაქტობრივად იცავდა და ეხმარებოდა ამ კატეგორიის მოსახლეობას, ამიტომ 2005 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა მოაწერა ხელი შეთანხმებას სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლის თანახმადაც, შეთანხმების საფუძველზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი კისურლობდა პასუხისმგებლობას, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უზრუნველეყო დროებითი საცხოვრებლები, საჭიროებისამებრ ბანაკები და დაეცვა ისინი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წითელი ჯვარი) უფლებამოსილია უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გავრცელება, შეარაღებული კონფლიქტების დროსაც, რადგან მათი საქმიანობა უკავშირდება მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას. ისინი არ ასხვავებენ მოქალაქეებს და თანაბრად ეხმარებიან როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, ისე სხვა შეიარაღებული კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოქალაქეებსაც. 2006 წლის პოლიტიკურ დოკუმენტში წითელმა ჯვარმა, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა:
„წითელი ჯვრის მიზანს წარმოადგენს ის, რომ შეუმსუბუქოს ტანჯვა ხალხს, რომლებიც ზარალდებიან შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა ძალადობრივი გარემოებების გამო. აქედან გამომდინარე ორგანიზაცია ცდილობს, უზრუნველყოს ეფექტიანი და ეფექტიანი დახმარება და დაცვა მოსახლეობისთვის, რომლებიც არიან, როგორც იძულებით გადაადგილებულები ისე ადგილობრივი მკვიდრები. აგრეთვე, მხედველობაში ვიღებთ სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევებსაც.“
ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საქმიანობითაა შეძენილი, წითელ ჯვარს გააჩნია ოპერატიული რეაგირების საშუალება, რათა დააკმაყოფილოს ზემოაღნიშნულ პირთა გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებები.
საკითხის ერთობლივი და კლასტერული გადაწყვეტა
ერთობილივი მიდგომა, თავდაპირველი საერთაშორისო სისტემაა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების სჭიროებებზე იყო მორგებული და გულისხმობდა ერთობლივი შესაძლებლობების გამოყენებას იგპ-ების დაცვისა და დახმარებისთვის. სისტემა გაეროს სააგენტოებს შორის პასუხისმგებლობების განაწილებას ითვალისწინებდა. ეს ორგანიზეციებია: გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ კოორდინაციას ერთმანეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები უზრუნველყოფდნენ. 2005 წელს იყო მცდელობა არსებული პრობლემები გამოსწორებულიყო, ამიტომ გადაწყვიტეს საკითხის სექტორების მიხედვით დაენაწილებინათ შესაბამის ჰუმანიტარულ სააგენტოებს შორის. ყველაზე ნიშანდობლივი იყო გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის, მიერ თავშესაფრების, ბანაკებისა და დაცვითი მექანიზმების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღება.
კლასტერული მიდგომა არსებული პრობლემების გადაჭრის ამჟამინდელი მეთოდია. გამოიყენება უკეთესი კოორდინაციისთვის, არა-ლტოლვილთა ჰუმანიტარული საჭიროებების შემთხვევაში. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ განსაზღვრული მიმართულებებს წარუძღვნენ გლობალურ დონეზე და ასევე განსაზღვრული აქვთ კლასტერული სტრუქტურა არა-ლტოლვილური ჰუმანიტარული საჭიროებისთვის ქვეყნების დონეზე.
კლასტერული სისტემა შექმნილია, რათა ამოწუროს ის კრიტიკული ცარიელი სივრცეები, რომელი ჰუმანიტარულ ჩარევას საჭიროებენ. განსაზღვრულ ლიდერ ორგანიზაციებზე ვრცელდება ვალდებულება, რომ უზრუნველყონ მათზე ნაკისრი სერვისების მიწოდება (ჯანდაცვა, თავშესაფარი და სხვ.), ხოლო თითოეულ ქვეყანაში ჰუმანიტარული კოორდინატორი, ანგარიშვალდებულია და იღებს პასუხისმგებლობას კოორდინაციაზე.
საერთაშორისო სამართალი
ლტოლვილთა შემთხვევისგან განსხვავებით, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შეთანხმება არ არსებობს. შეიქმნა, ცალკეული დოკუმენტი, მხოლოდ აფრიკული ქვეყნებისთვი (აფრიკის კავშირისკამპალის კონვენცია იძულებითი გადაადგილების შესახებ). რამდენიმე ქვეყანა ადვოკატირებდა დეფინიციების გადასინჯვის საკითხს და ლტოლვილთა დაცვის მექანიზმების იძულებით გადაადგილებულ პირებზე გავრცელებას, თუმცა ამ საკითხებთან მიმართები სამომავლო ნაბიჯები არ გადადგმულა. საკითხის მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად შეიქმნა დოკუმენტი სახელწოდებით: სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ.
საერთაშორისო სამართლის ჭრილში ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც კანონთა კრებულია, რომლის მიზანიცაა შეამციროს შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომი ზიანი. ის იცავს იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილებოდნენ ან აღარ მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში. მეორენაირად ამ სამართალს, ომის სამართალს ან შეიარაღებული კონფლიქტების სამართალსაც კი უწოდებენ.
მხედველობაში მისაღებია ასევე ლტოლვითლა სამართალი, რომელიც გამოყენებადი მაგალითია, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირების დაცვასთან დაკავშირებით დოკუმენტები მუშავდება. ის შეიძლება გამოდგეს, როგორც შედარების ან იძულებით გადაადგილებული პირების დაცვისთვის საჭირო კანონების მიღების შთაგონების წყარო. მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი, ნაკარნახევია, სწორედ სამართლის ზემოაღნიშნული სფეროს მიერ.
დაბრუნების უფლება
ე. წ. „პოსტ-კონფლიქტურ“ სიტუაციებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანია აღსდგეს ომამდელი სტატუს-კვო. მიუხედავად იმისა, რომ განწყობები იცვლება, რადგან ძალადობრივი კონფლიქტების დროს, ირღვევა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურები და ამ სტრუქტურების აღდგენა შესაძლებელია.
საერთაშორისო თანამეგობრობა და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ უზრუნველყონ დევნილი მოსახლეობის დარუნების შესაძლებლობა წარმოშობის ადგილზე იმ უძრავი ქონების ფარგლებში, რომლიდანაც ისინი იყვნენ იძულებით გადაადგილებული. სახცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება იგპ-ებისა და ლტოლვილებისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია აგრესიის პრევენცია, რომელიც შეიძლება მათ დაბრუნებას მოჰყვეს იმ პირებისგან, რომლებმაც კონფლიქტისგან სარგებლის მიღებას ცდილობენ. თუმცა, ლოკალური კონტექსტის გააზრების გარეშე, საყოველთაო უფლებების დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტი შეიძლება ქმედითი არ აღმოჩნდეს, ქვემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო:
შესაძლოა დევნილება და ლტოლვილებს არასოდეს ჰქონიათ საცხოვრებელი ადგილი (მაგ. ავღანეთი);
საკუთრების უფლება გაუკვეველია, რადგან ოჯახებმა გააფართოვეს, გაყვეს და დაანაწევრეს მიწები;
მესაკუთრემ გარდაცვალების შემდეგ შესაძლოა დაუტოვოს უფლება მას ვინც არჩენდა, ისე რომ საკუთრების უფლების წარმოშობა არ დგინდებოდეს;
ხალხი სახლდება ისეთ ადგილზე, რომლებიც მათი არ არის, თუმცა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. (მაგ. კოლუმბია , რუანდა და ტიმორ-ლესტე);
და აქვთ სხვებთან ერთად საკუთრების უფლებები, მათ შორის, სახელმწიფოსთან და საერთაშორისო/ლოკალურ ბიზნეს პარტნიორებთან. (როგორც აჩეჰში, ანგოლაში, კოლუმბიაში, ლიბერიასა და სუდანში;
დაბრუნების უფლება და საქართველო
2018 წლის 12 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. იგი განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 81-მა, თავი შეიკავა 62-მა, ხოლო 16-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა. დანარჩენი ქვეყნები სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ.