საქართველოს ქალაქები

აქ წარმოდგენილია საქართველოს ქალაქების ცხრილი მოსახლეობის სიდიდის მიხედვით.

ისტორია

XVII საუკუნეში ქართლში ოთხი ქალაქი ითვლებოდა ტფილისი, გორი, სურამი და ალი. დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრება მეტად ჩამორჩენილი იყო. სამეგრელოს სამთავროში სრულებით არ იყო ქალაქები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ 200 კომლი ცხოვრობდა. XVIII საუკუნეში საქართველოში ქალაქთა რიცხვი არ გამრავლებულა. ქართლ-კახეთის სამეფოში 8 ქალაქი იყო აღრიცხული: ტფილისი, გორი, სურამი, ახალგორი, წილკანი, ანანური, თელავი და სიღნაღი. უდიდესი ქალაქი იყო ტფილისი 4000 კომლით, შემდეგ მოდიოდა თელავი 740 კომლით. ერეკლე II ცდილობდა ხელი შეეშალა ქალაქების დაცლისთვის. ქალაქის უზენაეს გამგედ ითვლებოდა მოურავი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5 %-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2 %-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6 % ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1 %. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე. [1] ამჟამად მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.

საქართველოს ქალაქები

ნომერი ქალაქი მოსახლეობა (წელი) ქალაქის სტატუსი
მიიღო
მხარე
1. თბილისი 1 227 811 (2024) 1801 თბილისი
2. ბათუმი 183 181 (2024) 1878 აჭარის არ
3. რუსთავი 127 154 (2024) 1948 ქვემო ქართლი
4. ქუთაისი 125 589 (2024) 1811 იმერეთი
5. გორი 42 596 (2024) 1801 შიდა ქართლი
6. ფოთი 41 170 (2024) 1858 სამეგრელო/ზემო სვანეთი
7. ზუგდიდი 40 100 (2024) 1918 სამეგრელო/ზემო სვანეთი
8. მარნეული 25 752 (2024) 1964 ქვემო ქართლი
9. ხაშური 24 131 (2024) 1921 შიდა ქართლი
10. სამტრედია 21 063 (2024) 1921 იმერეთი
11. ზესტაფონი 20 212 (2024) 1926 იმერეთი
12. თელავი 19 737 (2024) 1801 კახეთი
13. ქობულეთი 17 372 (2024) 1944 აჭარის არ
14. ახალციხე 17 287 (2024) 1840 სამცხე-ჯავახეთი
15. სენაკი 15 652 (2024) 1921 სამეგრელო/ზემო სვანეთი
16. ოზურგეთი 13 973 (204) 1840 გურია
17. კასპი 12 415 (2024) 1959 შიდა ქართლი
18. ჭიათურა 12 089 (2024) 1921 იმერეთი
19. გარდაბანი 12 061 (2024) 1969 ქვემო ქართლი
20. ბორჯომი 11 173 (2024) 1918 სამცხე-ჯავახეთი
21. საგარეჯო 10 134 (2024) 1962 კახეთი
22. ყვარელი 9 880 (2024) 1964 კახეთი
23. ბოლნისი 8 348 (2024) 1967 ქვემო ქართლი
24. ტყიბული 8 130 (2024) 1939 იმერეთი
25. ხონი 7 756 (2024) 1921 იმერეთი
26. წყალტუბო 7 738 (2024) 1953 იმერეთი
27. ახალქალაქი 7 483 (2024) 1064 სამცხე-ჯავახეთი
28. მცხეთა 7 392 (2024) 1956 მცხეთა-მთიანეთი
29. გურჯაანი 7 261 (2024) 1934 კახეთი
30. დუშეთი 7 238 (2024) 1801 მცხეთა-მთიანეთი
31. ქარელი 6 775 (2024) 1981 შიდა ქართლი
32. ლანჩხუთი 6 213 (2024) 1961 გურია
33. ახმეტა 5 795 (2024) 1966 კახეთი
34. ლაგოდეხი 5 614 (2024) 1962 კახეთი
35. საჩხერე 5 329 (2014) 1964 იმერეთი
36. დედოფლისწყარო 5 490 (2024) 1963 კახეთი
37. ვალე 5 019 (2024) 1962 სამცხე-ჯავახეთი
38. თერჯოლა 4 818 (2024) 1983 იმერეთი
39. წნორი 4 776 (2024) 1965 კახეთი
40. თეთრიწყარო 4 762 (2024) 1966 ქვემო ქართლი
41. აბაშა 4 225 (2024) 1964 სამეგრელო/ზემო სვანეთი
42. მარტვილი 3 980 (2024) 1982 სამეგრელო/ზემო სვანეთი
43. ნინოწმინდა 3 955 (2024) 1983 სამცხე-ჯავახეთი
44. წალკა 3 708 (2024) 1984 ქვემო ქართლი
45. ვანი 3 209 (2024) 1981 იმერეთი
46. ხობი 3 098 (2024) 1981 სამეგრელო/ზემო სვანეთი
47. დმანისი 3 050 (2024) 1981 ქვემო ქართლი
48. წალენჯიხა 3 013 (2024) 1964 სამეგრელო/ზემო სვანეთი
49. ბაღდათი 2 511 (2024) 1981 იმერეთი
50. ონი 2 498 (2024) 1846 რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი
51. ჩხოროწყუ 2 452 (2024) 2018 სამეგრელო/ზემო სვანეთი
52. ამბროლაური 1 961 (2024) 1966 რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი
53. სიღნაღი 1 420 (2024) 1801 კახეთი
54. ჯვარი 1206 (2024) 1981 სამეგრელო/ზემო სვანეთი
55. ცაგერი 1 028 (2024) 1968 რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ქალაქები

ნომერი ქალაქი მოსახლეობა (წელი) ქალაქის სტატუსის
მიიღო
მხარე
1. სოხუმი 65 146 (2022) 1848 აფხაზეთი
2. ცხინვალი 32 699 (2020) 1922 ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
3. გაგრა 11 807 (2022) 1933 აფხაზეთი
4. გუდაუთა 8 752 (2022) 1926 აფხაზეთი
5. გალი 7 452 (2022) 1932 აფხაზეთი
6. ოჩამჩირე 5 238 (2022) 1926 აფხაზეთი
7. ტყვარჩელი 5 044 (2022) 1942 აფხაზეთი
8. ახალი ათონი 1 519 (2022) 1991 აფხაზეთი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 13, ISBN 978-9941-0-5972-8.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!