ვალე — ქალაქი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის მუნიციპალიტეტში (ვალეს ადმინისტრაციული ერთეული). 2014 წლის აღწერით ქალაქში 3646 მცხოვრებია.
მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1170 მ-ზე, ახალციხიდან 12 კმ-ის დაშორებით. რკინიგზით უკავშირდება ხაშურს (ამჟამად არ ფუნქციონირებს).
ვალე საქართველოს მთავრობის 2015 წლის № 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისში — 20,2 °C. წლიური ნალექი 550 მმ.
სოფელი ვალე წყაროებში ცნობილია XIII საუკუნიდან. სოფელზე გადიოდა სამცხიდან არტაანისაკენ და ახალციხიდან ერევნისაკენ მიმავალი გზები. XIII საუკუნეში სამცხის მთავრებს — ჯაყელებს ვალე შეუწირავთ ალის მთავარმოწამისადმი.
XVI საუკუნის ბოლოდან 1829 წლამდე ვალე, ისევე როგორც მთლიანად სამცხე, ოსმალეთის იმპერიის მფლობელობის ქვეშ მოექცა. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის (1595) მიხედვით ვალე იყო ახალციხის ლივის ჩრდილის ნაჰიეს ცენტრი. ცხოვრობდა 59 კომლი ქართველი: ვარძელა ილარიონისძე, რევაზა დათუნასძე, ნადირა გოგორისძე, ვარძელა ზეინკლისშვილი, ოქროპირ ქამაზასძე, ცხადა თადეოზასძე, ახალბედ ბადურასძე, აზარია მღვდელი და სხვ. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი; ჰქონდათ ხილი, კაკალი, ბოსტნები, ვენახი; წისქვილი ერთი თვალი სრული წლით; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. ვალეს მიმდებარე ადგილების, ვენახისა და ბაღის სარწყავად ძველთაგანვე მდ. ბორბალას წყალს და წყალთბილას წყლის ნახევარს იყენებდნენ. სოფლის მოსახლეობა წლიურად 25 ათას ახჩას იხდიდა.[4]
XVII საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა კათოლიკური აღმსარებლობის ქართველთა თემი. 1757 წელს ვალეში 150 კათოლიკე და ერთი მღვდელი იყო.[5]XX საუკუნის დასაწყისში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კათოლიკეები შეადგენდნენ.[6]
1948 წელს ვალეს მიენიჭა დაბის,[7] ხოლო 1962 წელს — ქალაქის სტატუსი.[8] ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მის მახლობლად მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. დაბალი ხარისხისა და რთული სამთო-გეოლოგიური პირობების გამო ნახშირის მოპოვება 1980-იან წლებში შეწყდა. საბჭოთა პერიოდში ვალეში მოქმედებდა აგრეთვე ელექტროძრავების ქარხანა, საშენ მასალათა საწარმოები. ამჟამად მოსახლეობის ნაწილი ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვარზე მოქმედებს სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“.
ვალესა და მის შემოგარენში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი. ქალაქის დასავლეთ ნაწილში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი — X საუკუნის ბოლო მეოთხედის (გადაკეთებულია XVI საუკუნეში) ღვთისმშობლის ტაძარი, რომელზედაც შემონახულია ასომთავრული და მხედრული წარწერები. მის სიახლოვეს დგას ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია (აგებულია 1862 წელს). უფრო დასავლეთით, ქალაქის განაპირას, სახნავ-სათეს მიწებში არის ძველ ნასაყდრალზე 2002-2003 წლებში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ვალეს მახლობლად, ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია XIII საუკუნის ირქის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.
ქალაქში დგას აგრეთვე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული მეჩეთი. საერო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ათანას ჩიტაშვილის დარბაზი და ივანე მანველიშვილის ბანიანი სახლი (ორივე — XIX საუკუნის შუა წლები), ასევე მდ. ფოცხოვისწყალზე, დღევანდელი ხიდის სიახლოვეს, ძველი ნახიდარის ნაშთი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3646 ადამიანი.
ახალციხე, ვალე
აბათხევი · აგარა · ანდა · ანდრიაწმინდა · ანი · აწყური · ბოგა · გიორგიწმინდა · გურკელი · დიდი პამაჯი · ელიაწმინდა · ზემო სხვილისი · ზიკილია · თისელი · ივლიტა · კლდე · მინაძე · მიქელწმინდა · მუგარეთი · მუსხი · ნაოხრები · ორალი · პატარა პამაჯი · საყუნეთი · საძელი · სვირი · სხვილისი · ტატანისი · ტყემლანა · ურაველი · ფერსა · ღრელი · ყულალისი · წინუბანი · წინუბანი · წირა · წნისი · წყალთბილა · წყორძა · წყრუთი · ჭაჭარაქი · ჭვინთა · ხაკი · ხეოთი · ჯულღა
ქალაქები: ახალქალაქი · ახალციხე · ბორჯომი · ვალე · ნინოწმინდა
დაბები: აბასთუმანი · ადიგენი · ასპინძა · ახალდაბა · ბაკურიანი · ბაკურიანის ანდეზიტი · წაღვერი
სოხუმი · ახალი ათონი · გაგრა · გალი · გუდაუთა · ოჩამჩირე · ტყვარჩელი · ბიჭვინთა · განთიადი · გულრიფში · ლესელიძე · მიუსერა
ბათუმი · ქობულეთი · ოჩხამური · ქედა · შუახევი · ჩაქვი · ხულო
ოზურგეთი · ლანჩხუთი · ბახმარო · გომისმთა · ლაითური · ნარუჯა · ურეკი · ქვედა ნასაკირალი · ჩოხატაური
ქუთაისი · ბაღდათი · ვანი · ზესტაფონი · თერჯოლა · სამტრედია · საჩხერე · ტყიბული · წყალტუბო · ჭიათურა · ხონი · კულაში · შორაპანი · ხარაგაული
თელავი · ახმეტა · გურჯაანი · დედოფლისწყარო · ლაგოდეხი · საგარეჯო · სიღნაღი · ყვარელი · წნორი
მცხეთა · დუშეთი · თიანეთი · ჟინვალი · სიონი · სტეფანწმინდა · ფასანაური
ამბროლაური · ონი · ცაგერი · ლენტეხი · ხარისთვალა
ზუგდიდი · აბაშა · მარტვილი · სენაკი · ფოთი · ჩხოროწყუ · წალენჯიხა · ხობი · ჯვარი · მესტია
ახალციხე · ახალქალაქი · ბორჯომი · ვალე · ნინოწმინდა · აბასთუმანი · ადიგენი · ასპინძა · ახალდაბა · ბაკურიანი · ბაკურიანის ანდეზიტი · წაღვერი
რუსთავი · ბოლნისი · გარდაბანი · დმანისი · თეთრიწყარო · მარნეული · წალკა · ბედიანი · თამარისი · თრიალეთი · კაზრეთი · მანგლისი · შაუმიანი
გორი · კასპი · ქარელი · ხაშური · აგარა · სურამი
ცხინვალი · ახალგორი · კვაისა · ყორნისი · ჯავა
თბილისი · დიდი ლილო · ზაჰესი · კოჯორი · წყნეთი