ოქტავიო პასი

ოქტავიო პასი
ესპ. Octavio Paz
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1914(1914-03-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი მეხიკო
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1998(1998-04-19)[1] [12] [2] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი მეხიკო
საქმიანობა პოეტი[10] , ლირიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, ესეისტი[10] , მწერალი[13] [14] [15] და პოლიტიკოსი
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა  მექსიკა
ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი, Colegio Williams[16] და National Autonomous University of Mexico
ჟანრი პოეზია
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[17] [18] , გუგენჰაიმის სტიპენდია[19] , მიგელ დე სერვანტესის პრემია, Xavier Villaurrutia Award[15] , ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული პრემია[20] , ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[21] , ასტურიის პრინცესის პრემია კომუნიკაციისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[22] , ალფონსო X ბრძენის ორდენის დიდი ჯვარი, იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი, მარიანო დე კავიას პრემია, იერუსალიმის პრემია, ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო პრემია და ალფონსო რეიესის საერთაშორისო პრემია[13]
მეუღლე Elena Garro და Marie José Tramini

ოქტავიო პას ლოსანო (დ. 31 მარტი, 1914 - გ. 19 აპრილი, 1998) — მექსიკელი პოეტი და დიპლომატი. მისი ნამუშევრებისთვის მას მიენიჭა 1981 წლის მიგელ დე სერვანტესის პრემია, 1982 წლის ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია და 1990 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში .

ადრეული წლები

დაიბადა 1914 წლის 31 მარტს. ოქტავიო პასი ლიტერატურას გაეცნო ცხოვრების დასაწყისშივე ბაბუის ბიბლიოთეკის გავლენის შედეგად, რომელიც სავსე იყო მექსიკური და ევროპული კლასიკური ლიტერატურით. 1920-იანი წლების განმავლობაში მან აღმოაჩინა ხერარდო დიეგო, ხუან რამონ ხიმენესი და ანტონიო მაჩადო ი რუისი, ესპანელი მწერლები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მის ადრეულ მწერლობაზე. [23]

მოზარდობის ასაკში, 1931 წელს, პასმა გამოაქვეყნა პირველი ლექსები, მათ შორის „კაბელერა“. ორი წლის შემდეგ, 19 წლის ასაკში, მან გამოაქვეყნა ლექსების კრებული Luna Silvestre („ველური მთვარე“). 1932 წელს ზოგიერთ მეგობართან ერთად, დააფინანსა მისი პირველი ლიტერატურული მიმოხილვა „ბარანდალი“. 1937 წელს, 23 წლის ასაკში, პასმა მიატოვა იურიდიულის სწავლება და გაემგზავრა მექსიკაში, იუკატანის შტატში, რათა ემუშავა მერიდას სკოლაში გლეხთა და მშრომელთა ვაჟებისთვის. [24] იქ მან დაიწყო მუშაობა მის პირველ, გრძელ, ამბიციურ პოემაზე: „Entre la piedra y la flor“ („ქვასა და ყვავილს შორის“) . ტომას სტერნზ ელიოტის საქმიანობის გავლენის ქვეშ მოქცეული ოქტავიო იკვლევდა მექსიკელი მემამულეების მმართველობის ქვეშ მყოფი გლეხის მდგომარეობას სამუშაო დღის განმავლობაში. [25]

1937 წელს პასი მიიწვიეს მწერალთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე ესპანეთში კულტურის დასაცავად ესპანეთის სამოქალაქო ომი დროს. მან გამოხატა თავისი სოლიდარობა რესპუბლიკური მხარის მიმართ და ფაშიზმის წინააღმდეგ. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, პასმა თანადაფინანსებით გამოაქვეყნა ლიტერატურული ჟურნალი ტალერი („სემინარი“) 1938 წელს და ჟურნალისთვის წერდა 1941 წლამდე. 1937 წელს იგი დაქორწინდა ელენა გარროზე, რომელიც მექსიკის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად ითვლება. ისინი 1935 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთი ქალიშვილი, ჰელენა, შეეძინათ და 1959 წელს განქორწინდნენ.

1943 წელს პასმა მიიღო გუგგენჰაიმის სტიპენდია და გამოიყენა იგი შეერთებულ შტატებში , კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. ორი წლის შემდეგ იგი შევიდა მექსიკის დიპლომატიურ სამსახურში და გარკვეული დროით მუშაობდა ნიუ-იორკში. 1945 წელს იგი გაგზავნეს პარიზში, სადაც დაწერა El Laberinto de la Soledad („მარტოობის ლაბირინთი“). მოგვიანებით New York Times- მა ნაშრომი დაახასიათა, როგორც „ანალიზი თანამედროვე მექსიკისა და მექსიკელი პიროვნებისა, რომელშიც მან აღწერა თავისი თანამემამულეები, როგორც ინსტინქტური ნიჰილისტები, რომლებიც მარტოობის და ცერემონიულობის ნიღბების მიღმა იმალებიან.“ 1952 წელს ის პირველად გაემგზავრა ინდოეთში. იმავე წელს წავიდა ტოკიოში, როგორც საქმეთა მმართველი დიპლომატიური განხრით. შემდეგ დაინიშნა ჟენევაში, შვეიცარია. იგი 1954 წელს დაბრუნდა მექსიკაში, სადაც 1957 წელს დაწერა თავისი შესანიშნავი ლექსი „პიედრა დე სოლი“ („მზის ქვა“) და გამოაქვეყნა Libertad bajo palabra (თავისუფლება ფიცის ქვეშ ), რომელიც ამ დრომდე მისი პოეზიის კრებულს წარმოადგენს. იგი კვლავ გააგზავნეს პარიზში 1959 წელს. 1962 წელს დაინიშნა მექსიკის ელჩად ინდოეთში.

გვიანი წლები

ინდოეთში პასმა დაასრულა რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის El mono gramático ( გრამატიკოსი მაიმუნი) და Ladera este (აღმოსავლეთ ფერდობზე). ინდოეთში ყოფნისას იგი შეხვდა მწერალთა ჯგუფს, რომელიც ცნობილია, როგორც მშიერი თაობა და მათ დიდი გავლენა მოახდინეს ოქტავიო პასის შემოქმედებაზე.

1965 წელს მან ცოლად შეირთო მარი-ჟოზე ტრამინი, ფრანგი ქალი, რომელიც მისი მეუღლე იყო მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. 1968 წლის ოქტომბერში ის გადადგა დიპლომატიური სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მექსიკის მთავრობის მიერ ტლატოლკოში სტუდენტ მომიტინგეთა მკვლელობის გამო. [26]

პარიზში მოითხოვა თავშესაფარი და 1969 წელს დაბრუნდა მექსიკაში. მან დააარსა თავისი ჟურნალი Plural (1970–1976) ლიბერალური მექსიკელებისა და ლათინური ამერიკის მწერლების ჯგუფთან ერთად.

მან მოიპოვა 1977 წლის იერუსალიმის პრემია ლიტერატურაში, ინდივიდუალური თავისუფლების თემაზე. 1980 წელს მას ჰარვარდის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, 1982 წელს კი ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. პასი მეგობრობდა რომანისტ კარლოს ფუენტესთან, მაგრამ მათ შორის უთანხმოება დაიწყო 1980-იან წლებში, როდესაც ოქტავიო სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მოძრაობას ეწინააღმდეგებოდა, ფუენტესი კი მხარს უჭერდა . [27] 1988 წელს, პასის ჟურნალმა ვუელტამ გამოაქვეყნა ფუენტესის კრიტიკა ენრიკე კრაუზეს მიერ, რასაც შედეგად მოჰყვა პასსა და ფუენტესს შორის გაუცხოება, თუმცა იქამდე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. [28]

პასის ლექსების კრებული (რომელიც დაიწერა 1957 - 1987 წლებს შორის) 1990 წელს გამოიცა. 1990 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში .

იგი გარდაიცვალა სიმსივნის დიაგნოზით 1998 წლის 19 აპრილს, მექსიკაში. [29] [30] [31]

გილერმო შერიდანმა, რომელიც 1998 წელს დაინიშნა ოქტავიო პასის ფონდის დირექტორად, გამოაქვეყნა წიგნი Poeta con paisaje (2004): რამდენიმე ბიოგრაფიული ნარკვევი პოეტის ცხოვრების შესახებ 1998 წლამდე ანუ მის გარდაცვალებამდე.

ესთეტიკა

კრიტიკოსი რამონ ხირაუ წერს: „ოქტავიო პასის პოეზია არ ყოყმანობს ენასა და სიჩუმეს შორის. მას მივყავართ სიჩუმის სამეფოში სადაც ნამდვილი ენა ცოცხლობს“

ნაწერები

შემოქმედებითმა ავტორმა და პოეტმა, პასმა, გამოაქვეყნა უამრავი ნამუშევარი თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომელთა უმეტესობა თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. მისი პოეზია ინგლისურად თარგმნა სემიუელ ბეკეტმა, ჩარლზ ტომლინსონმა, ელიზაბეთ ბიშოპმა, მურიელ რუკეისერმა და მარკ სტრინდმა. მის ადრეულ პოეზიაზე გავლენას ახდენდა მარქსიზმი, სიურრეალიზმი და ეგზისტენციალიზმი, ასევე, ისეთი რელიგიები, როგორიცაა ბუდიზმი და ინდუიზმი. მისი ლექსი, „პიედრა დე სოლი“ („მზის ქვა“), რომელიც 1957 წელს დაიწერა, ნობელის პრემიის მის საპრეზენტაციო სიტყვაში შეაფასეს, როგორც სიურრეალისტური პოეზიის „შესანიშნავი“ მაგალითი.

ცხოვრების მეორე ნახევარში დაწერილი პოეზია ეხებოდა სიყვარულსა და ეროტიკას, დროის ბუნებასა და ბუდიზმს. მან ასევე დაწერა ლექსები მისი კიდევ ერთი ვნების, თანამედროვე მხატვრობის შესახებ. როგორც ესეისტმა, პასმა დაწერა ისეთ თემებზე, როგორებიცაა მექსიკის პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკა, აცტეკთა ხელოვნება, ანთროპოლოგია და სექსუალობა. მისი წიგნი მარტოობის ლაბირინთი (ესპ. El laberinto de la soledad ) აღწევს თავისი ქვეყნის თანამემამულეების გონებაში და მათ აღწერს, როგორც მარტოობის ნიღბების მიღმა მცხოვრებლებს. მათი ისტორიის გამო, მათი იდენტობა იკარგება კოლუმბამდელ და ესპანურ კულტურას შორის, რაც უარყოფითად მოქმედებს. მექსიკური კულტურა უმთავრესი ნაშრომია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მექსიკის სხვა მწერლებზე, მაგალითად კარლოს ფუენტესზე .[32]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Octavio Paz
  3. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. Discogs — 2000.
  7. გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
  11. Munzinger Personen
  12. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  13. 13.0 13.1 Premio Internacional Alfonso Reyes
  14. ¿Sabes cuándo se entregó el Premio Mazatlán de Literatura por primera vez? — 2023.
  15. 15.0 15.1 Premio Xavier Villaurrutia
  16. https://www.colegiociudad.edu.mx/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1990/
  18. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  19. Guggenheim Fellows database
  20. Premio Nacional de Ciencias y Artes
  21. https://www.neustadtprize.org/1982-neustadt-laureate-octavio-paz/
  22. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1980-1989/octavio-paz
  23. Jaime Perales Contreras: "Octavio Paz y el circulo de la revista Vuelta". Ann Arbor, Michigan: Proquest, 2007. pp.46–47. UMI Number 3256542
  24. Sheridan: Poeta con paisaje, p. 163
  25. Wilson, Jason (1986). Octavio Paz. Boston: G. K. Hall. 
  26. Preface to The Collected Poems of Octavio Paz: 1957–1987 by Eliot Weignberger
  27. Anthony DePalma (May 15, 2012). „Carlos Fuentes, Mexican Man of Letters, Dies at 83“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 16, 2012.
  28. Marcela Valdes (May 16, 2012). „Carlos Fuentes, Mexican novelist, dies at 83“. The Washington Post. ციტირების თარიღი: May 16, 2012.
  29. México, Distrito Federal, Registro Civil. (20 Apr 1998) Civil Death Registration. Genealogical Society of Utah. 2002. ციტირების თარიღი: 22 December 2013.
  30. Arana-Ward. „Octavio Paz, Mexico's Great Idea Man“. ციტირების თარიღი: October 3, 2013.
  31. Kandell. „Octavio Paz, Mexico's Man of Letters, Dies at 84“. ციტირების თარიღი: October 3, 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  32. Stavans (2001). Octavio Paz: A Meditation. University of Arizona Press. 

Read other articles:

Men's basketball team of Washington State University Washington State Cougars men's basketball 2022–23 Washington State Cougars men's basketball team UniversityWashington State UniversityHead coachKyle Smith (4th season)ConferencePac-12LocationPullman, WashingtonArenaBeasley Coliseum (Capacity: 12,058)NicknameCougarsColorsCrimson and gray[1]   Uniforms Home Away Alternate Pre-tournament Premo-Porretta champions1917Pre-tournament Helms champions1917NCAA tourn...

 

リシチャンシクЛисичанськ (ウクライナ語) (Lysychansk) 市 上から下, 左から右: 国立鉱業及び工業大学、 「オクチャブリスキー」旧シネマ、 「パムヤチ(英語版)」記念館、クルガン石碑(英語版)、石炭鉱業発展博物館、 OJSCリシチャンシク炭酸ソーダ社のアルカリ湖。 旗紋章 リシチャンシクウクライナの地図を表示リシチャンシクルハンシク州の地図を表示 座

 

Penampakan fisik natrium bikarbonat. Struktur kimia natrium bikarbonat. Natrium bikarbonat (disebut juga sebagai baking powder [bahasa Inggris: baking powder], sodium bikarbonat, natrium hidrogen karbonat) adalah senyawa kimia dengan rumus NaHCO3. Dalam penyebutannya kerap disingkat menjadi bicnat. Senyawa ini termasuk kelompok garam dan telah digunakan sejak lama. Senyawa ini merupakan kristal yang sering terdapat dalam bentuk serbuk. Natrium bikarbonat larut dalam air. Senyawa ini digun...

County in Ohio, United States County in OhioJackson CountyCountyJackson County Courthouse SealLocation within the U.S. state of OhioOhio's location within the U.S.Coordinates: 39°01′N 82°37′W / 39.02°N 82.62°W / 39.02; -82.62Country United StatesState OhioFoundedMarch 1, 1816[1]Named forAndrew JacksonSeatJacksonLargest cityJacksonArea • Total422 sq mi (1,090 km2) • Land420 sq mi (1,100 km2)...

 

Реформа білоруського правопису 1933 року (біл. Рэформа беларускага правапісу 1933 году; Reforma biełaruskaha pravapisu 1933 hodu) — штучне, неприродне та примусове[1] наближення норм білоруської мови до російської відповідно до проєкту Політичної комісії ЦК КП (б) Б, здійсненого постановою

 

اضغط هنا للاطلاع على كيفية قراءة التصنيف لوتزوميةالعصر: البروديغالي to هولوسين Burdigalian–recent قك ك أ س د ف بر ث ج ط ب ن اللوتزومية طويلة اللوامس تتناول وجبة دم. المرتبة التصنيفية جنس  التصنيف العلمي المملكة: الحيوانات الشعبة: مفصليات الأرجل الطائفة: حشرات الرتبة: ذوات الجناحين

Cet article est une ébauche concernant la Chine. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Liánnán yáozú Zìzhìxiàn 连南瑶族自治县 Administration Pays Chine Province ou région autonome Guangdong Préfecture Qingyuan Statut administratif Xian autonome Code postal 513300[1] Indicatif +86 (0)763 Immatriculation 粤R Démographie 150 480 hab. (1999) Densité 121 hab./km2 Géographi...

 

1998 studio album by Agent 51Red AlertStudio album by Agent 51Released1998Recorded1998GenrePunk rockLength57:11LabelAlphabetProducerAgent 51Agent 51 chronology Demos and More(1998) Red Alert(1998) Just Keep Runnin'(2000) Red Alert is the debut album by the Poway, California punk rock band Agent 51, released by Alphabet Records in 1998.[1] It established the band's presence in the local punk rock scene. Some of the songs and the album artwork detail the band's fascination with ...

 

Keakuratan artikel ini diragukan dan artikel ini perlu diperiksa ulang dengan mencantumkan referensi yang dapat dipertanggungjawabkan. Harap pastikan akurasi artikel ini dengan sumber tepercaya. Lihat diskusi mengenai artikel ini di halaman diskusinya. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tul...

Wereldkampioenschap handbal 1986 kan verwijzen naar: Wereldkampioenschap handbal vrouwen 1986 Wereldkampioenschap handbal mannen 1986 Bekijk alle artikelen waarvan de titel begint met Wereldkampioenschap handbal 1986 of met Wereldkampioenschap handbal 1986 in de titel. Dit is een doorverwijspagina, bedoeld om de verschillen in betekenis of gebruik van Wereldkampioenschap handbal 1986 inzichtelijk te maken. Op deze pagina staat een uitleg van de verschillende betekenis...

 

2005 American filmTom and Jerry: Blast Off to MarsDVD coverDirected byBill KoppWritten byBill KoppBased onTom and Jerryby William Hanna and Joseph BarberaProduced byTom MintonStarring Bill Kopp Jeff Bennett Corey Burton Kathryn Fiore Jess Harnell Brad Garrett Tom Kenny Rob Paulsen Frank Welker Billy West Edited byKen SolomonMusic byJulie Bernstein Steven BernsteinProductioncompaniesTurner Entertainment Co.Warner Bros. Animation[a]Distributed byWarner Home VideoRelease date January...

 

Dallas LegionSportUltimateFounded2015LeagueAmerican Ultimate Disc LeagueDivisionSouthBased inDallas, TexasStadiumColleyville Middle SchoolHead CoachDan EmmonsChampionships1 (2016)Division titles2 (2016, 2018)Websitewww.dallaslegion.com The Dallas Legion, formerly the Dallas Roughnecks are a professional ultimate team that competes in the South Division of the American Ultimate Disc League (AUDL). Founded in 2015, the team played their first year in the 2016 AUDL season, wherein they won the c...

Home video game console N64 redirects here. For other uses, see N64 (disambiguation). Nintendo 64A black Nintendo 64 (right) and light gray Nintendo 64 controllerAlso known as Project Reality (code name) Ultra 64 (planned product name) Hyundai Comboy 64 (South Korea) DeveloperNintendo IRDManufacturerNintendoTypeHome video game consoleGenerationFifthRelease dateJP: June 23, 1996[3]NA: September 29, 1996[1][2]EU/AU: March 1, 1997[4][5]Lifespan1996 (1...

 

Webcomic by Faith Erin Hicks Demonology 101Author(s)Faith Erin HicksWebsitefaith.rydia.netCurrent status/scheduleConcludedLaunch dateAugust 1999 (1999-08)End dateJune 2004 (2004-06)Genre(s)Fantasy/Drama Demonology 101 (sometimes abbreviated as D101) is a webcomic written and drawn by Faith Erin Hicks from August 1999 to June 2004. It tells the story of Raven, a 16-year-old demon being raised by a human in ordinary human society. Hicks' first public work gained attention as...

 

2022 Indian filmOke Oka JeevithamTheatrical release poster in TeluguDirected byShree KarthickWritten byShree KarthickProduced byS. R. PrakashbabuS. R. PrabhuStarringSharwanandAmala AkkineniRitu VarmaVennela KishorePriyadarshiSathishRamesh ThilakCinematographySujith SarangEdited bySreejith SarangMusic byJakes BejoyProductioncompanyDream Warrior PicturesRelease date 9 September 2022 (2022-09-09) Running time157 minutesCountryIndiaLanguagesTeluguTamilBox officeest. ₹40.15 crore&...

British filmBeautiful Blue Eyes2022 US release posterDirected byJoshua NewtonWritten byJoshua NewtonProduced byJoshua NewtonKevin FarrStarringRoy ScheiderScott CohenAlexander NewtonSarah BolgerHelmut BergerCalita RainfordAnna PolonyCinematographyAdrian Cranage, James SimonEdited byJoshua NewtonMusic byRoger BellonJustin Caine BurnettJoshua FieldRunning time94 minutesCountryUnited KingdomLanguageEnglish Beautiful Blue Eyes (originally entitled Iron Cross) is a 2022 English thriller film writte...

 

Comunicação Tipos Social Massa Interpessoal Intrapessoal Verbal Não verbal Visual Audiovisual Segmentada Redes Ciberespacial Não violenta Meios Cartaz Cinema Correio Fanzine Internet Jornal Livro Outdoor Panfleto Podcast Banda desenhada Rádio Revista Televisão Vídeo Profissões Assessoria Design gráfico Editoração Jornalismo Produção audiovisual Produção cultural Produção editorial Publicidade Radialismo Relações públicas Roteiro Disciplinas Análise do discurso Análise de...

 

Эта статья или раздел нуждается в переработке.Пожалуйста, улучшите статью в соответствии с правилами написания статей. У этого термина существуют и другие значения, см. Ачех. Ачех Современное самоназвание Aceh Численность 3 млн. Расселение  Индонезия  Малайзия Язык Ач...

Medical conditionImmature teratomaMicrograph of the primitive neuroepithelium of an immature teratoma. H&E stain.SpecialtyOncology An immature teratoma is a teratoma that contains anaplastic immature elements, and is often synonymous with malignant teratoma.[1] A teratoma is a tumor of germ cell origin, containing tissues from more than one germ cell line,[2][3][4] It can be ovarian or testicular in its origin.[4] and are almost always benign.[5...

 

SHARP MagazineCover of the May 2013 issue, featuring Robert Downey Jr.Editor-in-ChiefJosh GreenblattCategoriesMen'sFrequencySeven times a yearCirculation840,000 (2016)PublisherJohn McGouranFounded2008CompanyContempo Media Inc.CountryCanadaBased inTorontoLanguageEnglishWebsitesharpmagazine.comISSN1917-585X SHARP is a Canadian men's lifestyle magazine published by Contempo Media Inc., a Canadian media, publishing, and content company headquartered in Toronto.[1] SHARP magazine was launc...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!