აბდულრაზაკ გურნა |
---|
ინგლ. Abdulrazak Gurnah სუაჰ. Abdulrazak Gurnah არაბ. عبد الرزاق سالم قرنح[1] |
აბდულრაზა გურნა |
დაბადების თარიღი |
20 დეკემბერი, 1948(1948-12-20)[2] [3] [4] [5] (76 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
ზანზიბარი, ზანზიბარი, ტანზანია[6] |
---|
საქმიანობა |
რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პროზაიკოსი, რედაქტორი[7] და მწერალი[7] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო ტანზანია |
---|
ალმა-მატერი |
კენტის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი |
---|
ჟანრი |
პროზა |
---|
Magnum opus |
Desertion, სამოთხე, Gravel Heart, By the Sea, უკანასკნელი ძღვენი, პილიგრიმთა გზა, Admiring Silence, Dottie და Memory of Departure |
---|
ჯილდოები |
ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[8] და ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] |
---|
|
აბდულრაზაკ გურნა (დ. 20 დეკემბერი, 1948) ― ტანზანიელი რომანისტი და აკადემიკოსი. დაიბადა ზანზიბარის სასულთნოში, ხოლო 1960-იან წლებში, ზანზიბარის რევოლუციის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გადასახლდა.[10] მის ცნობილ რომანებს შორისაა: „სამოთხე“ (1994), რომელიც ბუკერის პრემიისა და ვაითბრიდის პრემიის მოკლე სიაში შეიტანეს; „დეზერტირობა“ (2005); და „ზღვით“ (2001), რომელიც ბუკერის პრემიის გრძელ სიასა და Los Angeles Times-ის წიგნის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.
2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა მორევში კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილთა ბედის უკომპრომისო და თანამგრძნობი წარმოჩენისთვის.“[10][11][12] ამჟამად კენტის უნივერსიტეტის ინგლისური და პოსტკოლონიური ლიტერატურის ემერიტუს-პროფესორია.[13]
ადრეული წლები და განათლება
აბდულრაზაკ გურნა 1948 წლის 20 დეკემბერს ზანზიბარის სასულთნოში დაიბადა, რომელიც დღეისთვის ტანზანიის ნაწილია.[14] ზანზიბარის რევოლუციის შედეგად ადგილობრივი აფრიკელი რევოლუციონერების მიერ არაბული ელიტის დამხობის შემდეგ, 18 წლის გურნამ კუნძული დატოვა[12][10] და 1968 წელს ინგლისში ჩავიდა, როგორც ლტოლვილი. აბდულრაზაკ გურნა არაბული წარმოშობისაა.[15]
თავდაპირველად კენტერბერის ქრისტეს ეკლესიის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ კენტის უნივერსიტეტში გადავიდა,[16] სადაც 1982 წელს სადოქტორო თეზისის, „დასავლეთაფრიკული ლიტერატურის კრიტიკის კრიტერიუმები“, დაცვის შემდეგ ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიიღო.[17][14]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|