ჯორჯ ბერნარდ შოუ[ა] (ინგლ. George Bernard Shaw; დ. 26 ივლისი, 1856, დუბლინი ― გ. 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, კრიტიკოსი, პოლემიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. ეკუთვნის სამოცზე მეტი პიესა, მათ შორის გამორჩეულია „პიგმალიონი“ (1913) და „წმინდა იოანა“ (1923). თავისი შემოქმედებით, რომელიც როგორც თანამედროვე სატირას, ასევე ისტორიულ ალეგორიას მოიცავდა, შოუ თაობის წამყვანი დრამატურგი გახდა. 1925 წელს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.
დაიბადა დუბლინში, 1976 წელს გადავიდა ლონდონში. 1880-იანი წლების შუა პერიოდში პატივცემული თეატრისა და მუსიკის კრიტიკოსის სახელი მოიპოვა. იგი ფაბიანელთა საზოგადოებას შეუერთდა და მისი ყველაზე გამოჩენილი პამფლეტერი გახდა. როგორც დრამატურგმა, პირველი წარმატება 1894 წელს მოიპოვა. იგი ჰენრიკ იბსენის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და სურდა ინგლისურენოვან დრმატურგიაში ახალი რეალიზმი შემოეტა, იყენებდა რა თავის პიესებს, როგორც პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური იდეების გამავრცელებელ საშუალებას.
შოუ გამოირჩეოდა თავისი საკამათო შეხედულებებით. იგი ემხრობოდა ევგენიკასა და ანბანის რეფორმას და ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციასა და ორგანიზებულ რელიგიას. შოუ იზიარებდა არაპოპულარულ შეხედულებას, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ორივე მხარეს თანაბრად დამნაშავედ ცნობდა და მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი იყო, იგი გმობდა ომის შემდგომ პერიოდში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას ირლანდიაში.
1938 წელს შოუმ „პიგმალიონის“ ეკრანიზაციისთვის სცენარი დაწერა, რისთვისაც ოსკარის ჯილდო მოიპოვა.
არაერთი კრიტიკოსისთვის ბრიტანელ დრამატურგებს შორის შექსპირის შემდეგ შოუ მეორე ადგილზე დგას.
შემოქმედება
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
შენიშვნები
- ↑ ძველი ირლანდიური გვარი Shaw, მართებულად იკითხება როგორც შო.
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|