ბისაუ

ქალაქი
ბისაუ
Bissau
დროშა გერბი

ქვეყანა გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ
კოორდინატები 11°51′00″ ჩ. გ. 15°34′00″ დ. გ. / 11.85000° ჩ. გ. 15.56667° დ. გ. / 11.85000; -15.56667
დაარსდა 1687
ფართობი 77 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 407,424 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
ბისაუ — გვინეა-ბისაუ
ბისაუ

ბისაუ (პორტ. Bissau) — გვინეა-ბისაუს დედაქალაქი. ბისაუს ავტონომიური სექტორის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 355 ათ. ადამიანი (2004). ქალაქი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება მდინარე გაბეს შეერთება ოკეანესთან. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ბისაგოსის არქიპელაგი.

ისტორია

ქალაქი ბისაუ დაარსდა 1687 წელს პორტუგალიელების მიერ, როგორც მონათავაჭრობის ცენტრი. ქალაქში არსებობდა პორტი, რის გამოც აქ საკმაოდ განივითარდა ვაჭრობა. 1942 წელს ეს დასახლება გახდა პორტუგალიური გვინეის ადმინისტრაციული ცენტრი. გვინეა-ბისაუს დამოუკიდებლობის შემდეგ ბისაუ გახდა, ახლად შექმნილი სახელმწიფოს დედაქალაქი.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!