გაბორონე
გაბორონე (ინგლ. Gaborone) — ბოტსვანის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 231 626 ადამიანს[2]. საახელწოდება მიიღო XIX საუკუნის ადგილობრივი მმართველის სახელის მიხედვით.
ისტორია
გაბორონე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარე ქალაქ მაფეკინგთან ერთად იყო ბეჩუანალენდის დედაქალაქი 1969 წლამდე. ახალი დედაქალაქი შენდებოდა 3 წლის განმავლობაში. აშენდა სამთავრობო ოფისები, ელექტროსადგური, საავადმყოფო, სკოლები, სატელეფონო სადგური, რადიოსადგური, ფოსტა, ბანკები, მაღაზიები, ეკლესია, სასტუმროები, სტადიონი და ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძირითადი ინფრასტრუქტურა დამოუკიდებლობის დღისათვის (1966 წლის 30 სექტემბერი) უკვე მზად იყო. ძველი სოფელი გადაიქცა ქალაქის რაიონად, რომელსაც ეწოდა „the Village“ („სოფელი“). გაბორონე ამჟამად აფრიკის ყველაზე დინამიურად მზარდი ქალაქია.
გეოგრაფია
მდებარეობს ზღვის დონიდან 1014 მ სიმაღლეზე[3]. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, რკინიგზის გასწვრივ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გასდევს ბულვარი, რომელიც იწყება ვაგზლიდან, სადაც მდებარეობს ნახევარწრიული სამთავრობო ზონა, აეროპორტამდე.
კლიმატი
ქალაქის კლიმატი ხასიათდება ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელი მშრალი კონტინენტური ჰავით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 24 °C, ივლისის — 12 °C. საშუალოდ აქ წელიწადში აღინიშნება 74 დღე 32 °С-ზე მაღალი ტემპერატურით და 196 დღე 26 °С-ზე მაღალი ტემპერატურით. ამავე დროს, საშუალოდ აღინიშნება 51 დღე 7 °С-ზე დაბალი ტემპერატურით და 1 დღე 0 °С-ზე დაბალი ტემპერატურით[4].
ნალექები გაბორონეში საკმაოდ იშვიათობაა და არასტაბილურია. მათი დიდი ნაწილი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ნალექების საშუალო წლიური დონე შეადგენს დაახლოებით 500 მმ-ს. ყველაზე მაღალი ტენიანობა შეიმჩნევა ივნისში — 90 %, ხოლო ყველაზე დაბალი სექტემბერში — 28 %[5].
მოსახლეობა
2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 191 776 ადამიანს: 92 859 მამაკაცს და 98 917 ქალს. შედეგად, ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრობს ბოტსვანის მთლიანი მოსახლეობის 10 %-ზე მეტი. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს გაბორონედან 100 კმ-ზე უფრო ნაკლებ მანძილზე[6]. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ქალაქში შეადგენს 3,4 %-ს, რაც ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია ბოტსვანაში. ეს აიხსნება ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოსახლეობის აქტიური მიგრაციით დედაქალაქში.
2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 231 626 ადამიანს[2].
გაბორონეს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1971 |
1981 |
1991 |
2001 |
2011
|
18 799 |
59 657 |
133 468 |
186 007 |
231 626
|
ეკონომიკა
გაბორონე ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ცენტრია, აქ მდებარეობს ქვეყნის ისეთი ფინანსური ინსტიტუტების შტაბ-ბინები, როგორებიცაა: ბოტსვანის ბანკი, გაბორონეს ბანკი, ბანკი ABC, ბოტსვანის საფონდო ბირჟა, ასევე ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა: Air Botswana, Consumer Watchdog, Botswana Telecommunications Corporation და Debswana (მსოფლიოში უმსხვილესი ალმასების მწარმოებელი). ასევე მდებარეობს აფრიკის სამხრეთის განვითარების თანამეგობრობის შტაბ-ბინა. ამას გარდა, გაბორონეში წარმოდგენილია ისეთი უცხოური კომპანიები, როგორებიცაა: Hyundai, IBM, Daewoo, Volvo, Owens-Corning და Siemens.
2008 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე გაბორონეში შეადგენდა 11,7 %-ს[7].
ტრანსპორტი
სერ სერეტსე კჰამას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს გაბორონედან ჩრდილოეთით, 25 კმ-ში. რეისები სრულდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ფრანსისთაუნი, ჰარარე, ლუსაკა, მაუნი, იოჰანესბურგი და სხვა. ქალაქზე გადის რამდენიმე მთავარი ავტომაგისტრალი, მათ შორის ტრანსკალაჰარის ავტომაგისტრალი, ავტოტრასა კაირო-კეიპტაუნი, ავტოტრასა № 1 და სხვა. არსებობს სარკინიგზო კავშირი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ საიმედოა აფრიკის სხვა მსხვილ ქალაქებთან შედარებით, უპირატესად წარმოდგენილია სამარშრუტო ტაქსებით. ქალაქის გარეუბნებში მდებარე სოფლები გაბორონესთან დაკავშირებულია საავტობუსო მარშრუტებით.
ჯანდაცვა
შიდსი სერიოზული პრობლემაა ბოტსვანის დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის. გაბორონეს მთლიანი მოსახლეობის 17,1 %-ს აქვს აივ-ინფექცია. ქალებს შორის ეს მაჩვენებელი შეადგენს 20,5 %-ს, მაშინ როდესაც მამაკაცებს შორის — 13,6 %-ია. 45-49 წლის ასაკის პირთა შორის აივ-ინფექციის წილი მაქსიმალურია (35,4 %)[7].
დამეგობრებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ BOTSWANA STATISTICAL YEAR BOOK 2010 (PDF). Statistics Botswana. Central Statistics Office (December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 25 February 2012.
- ↑ 2.0 2.1 The Population of Towns, Villages and Associated Localities (PDF). 2011 Population and Housing Census. Statistics Botswana (June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 14 June 2012.
- ↑ Gaborone, Botswana Page. Falling Rain Genomics, Inc..
- ↑ Weatherbase: Historical Weather for Gaborone, Botswana. Weatherbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2009-08-04.
- ↑ Bauer, Carl (2005). „Climate“ (PDF). Energy Efficiency and Energy Conservation in the Building Sector in Botswana. Gaborone, Botswana: Bauer Consult. pp. 6–13. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2010-08-06. ციტირების თარიღი: 2009-08-04.
- ↑ Jefferis, Keith; Pickering, Dawn; Bogolo. Botswana Country Overview 2010/11. Botswana Resource Conference 2010. Capital Resources (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2015. ციტირების თარიღი: May 24, 2011.
- ↑ 7.0 7.1 2008 Botswana AIDS Impact Survey III (PDF). BAIS. Central Statistics Office (2009-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 25 February 2012.
- ↑ Burbank's Sister Cities. Burbank Sister City Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 22 July 2010.
- ↑ Mooketsi, Lekopanye. (1 April 2009) Chinese firms to build massive industrial park. Mmegi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2012. ციტატა: „The last event was the signing ceremony for a twinning arrangement between Zhejiang Province and the Gaborone City Council.“ ციტირების თარიღი: 3 August 2010.
- ↑ Gaborone, Vasteras city councils twin. Daily News (27 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 23 June 2012.
|
---|
|
|
- აბუჯა, ნიგერია
- ადის-აბება, ეთიოპია
- აკრა, განა
- ალჟირი, ალჟირი
- ანტანანარივუ, მადაგასკარი
- ასმერა, ერიტრეა
- ბამაკო, მალი
- ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
- ბანჯული, გამბია
- ბისაუ, გვინეა-ბისაუ
- ბლუმფონტეინი, სარ1
- ბრაზავილი, კონგო
- გაბორონე, ბოტსვანა
- გიტეგა, ბურუნდი
- დაკარი, სენეგალი2
- დოდომა, ტანზანია
|
- ვინდჰუკი, ნამიბია
- ვიქტორია, სეიშელის კუნძულები
- იამუსუკრო, კოტ-დ’ივუარი
- იაუნდე, კამერუნი
- კაირო, ეგვიპტე
- კამპალა, უგანდა
- კეიპტაუნი, სარ
- კიგალი, რუანდა
- კინშასა, კონგოს დრ
- კონაკრი, გვინეა
- ლიბრევილი, გაბონი
- ლილონგვე, მალავი
- ლობამბა, სვაზილენდი
- ლომე, ტოგო2
- ლუანდა, ანგოლა
- ლუსაკა, ზამბია
|
- მალაბო, ეკვატორული გვინეა
- მამუცუ, მაიოტა
- მაპუტუ, მოზამბიკი
- მასერუ, ლესოთო
- მბაბანე, ესვატინი
- მოგადიშო, სომალი
- მონროვია, ლიბერია
- მორონი, კომორი
- ნაირობი, კენია
- ნიამეი, ნიგერი
- ნუაქშოტი, მავრიტანია
- ნჯამენა, ჩადი
- პორტ-ლუი, მავრიკი3
- პორტო-ნოვო, ბენინი
- პრაია, კაბო-ვერდე
- პრეტორია, სარ
|
- რაბატი, მაროკო
- სან-ტომე, სან-ტომე და პრინსიპი
- სენ-დენი, რეიუნიონი
- ტრიპოლი, ლიბია
- ტუნისი, ტუნისი
- უაგადუგუ, ბურკინა-ფასო
- ფრიტაუნი, სიერა-ლეონე
- ხარტუმი, სუდანი
- ჯეიმზტაუნი, წმინდა ელენეს კუნძული
- ჯიბუტი, ჯიბუტი
- ჯუბა, სამხრეთი სუდანი
- ჰარარე, ზიმბაბვე
|
| |
1 სამართლებრივი. 2 საპარლამენტო. 3 აღმასრულებელი. |
|
|
|