ომის მდივანი — შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის წევრი, რომელიც სათავეს ჯორჯ ვაშინგტონის ადმინისტრაციიდან იღებს. თანამდებობა კონფედერაციული მუხლებით ემსახურებოდა კონგრესს 1781 წლიდან 1789 წლამდე. ბენჯამინ ლინკოლნს და მოგვიანებით ჰენრი ნოქსს ეკავათ ეს თანამდებობა. ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ის კონსტიტუციის თანახმად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჰენრი ნოქსი თანამდებობაზე დატოვა.
ომის მდივანი იყო ომის დეპარტამენტი ხელმძღვანელი. თავდაპირველად ის პასუხისმგებელი იყო ყველა სამხედრო საკითხში, მათ შორის საზღვაო საკითხებშიც. 1798 წელს, როდესაც წესდებით შეიქმნა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მდივანი თანამდებობა, ამ მხრივ პასუხისმგებლობა ომის მდივანს მოეხსნა. 1886 წლიდან ომის მდივანს პრეზიდენტის მემკვიდრეებს შორის მესამე ადგილი ეკავა, ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის შემდეგ.
1947 წელს, ეროვნული უშიშროების აქტის მიღების შემდეგ ომის მდივნის თანამდებობა დაიყო როგორც: აშშ-ის არმიის მდივანი და აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანი, საზღვაო ფლოტის მდივნის თანამდებობასთან ერთად. 1949 წლის შემდეგ ეს თანამდებობები არ არის სამთავრობო კაბინეტი წევრები, არამედ ექვემდებარება თავდაცვის მდივანს. არმიის მდივნის ოფისი ითვლება ომის მდივნის თანამდებობის გამგრძელებლად. თავდაცვის მდივანმა კი დაიკავა ომის მდივნის პოზიცია პრეზიდენტის კაბინეტში და პრეზიტენტის მემკვიდრეთა სიაში ისევ მესამე ადგილი დაიკავა.
მდივანთა სია
მდივანი ომის დროს (1781–1789)
ომის მდივანი (1789–1947)
- პოლიტიკური პარტიები
რესურსები ინტერნეტში