ფედერალისტური პარტია (ინგლ.Federalist Party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა 1792 წელს, ხოლო 1820-იან წლებში არსებობა შეწყვიტა. ფედერალისტები ფედერალურ მთავრობას 1801 წლამდე აკონტროლებდნენ.
ისტორია
პარტია დააფუძნა აშშ-ის ხაზინის მდივნმაალექსანდრე ჰამილტონმაჯორჯ ვაშინგტონის პირველი ვადის დროს. პარტიის მხარდამჭერები ძირითადად ქალაქელი ბანკირები და ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც ჰამილტონის ფისკალურ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ფედერალისტების ფისკალურ პოლიტიკას და ძლიერი ნაციონალისტური მთავრობის იდეას დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგებოდა. აშშ-ის ერთადერთი ფედერალისტი პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი სიმპათიით უყურებდა ფედერალისტების პროგრამას, იგი მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში უპარტიო დარჩა.