ჰენრი VIII-ის მმართველობის პერიოდს ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის სახელთანაა დაკავშირებული ინგლისის რომისგან განდგომა და ანგლიკანიზმის ჩამოყალიბება. ჰენრიმ თავი ანგლიკანიზმის მეთაურად გამოაცხადა, რითაც მეფის უფლებები ინგლისში ხელშეუხებელი გახდა.
მეფე ჰენრი 6-ჯერ იყო დაქორწინებული. მას ძალიან აწუხებდა მემკვიდრის საკითხი და ეძებდა ქალს, რომელიც მისთვის ვაჟის გაჩენას მოახერხებდა. სწორედ ამ სურვილის გამო მოხდა მისი ძალზე გახმაურებული განქორწინება ეკატერინე არაგონელთან და ქორწინება ანა ბოლეინთან.
არტურის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ასვლა მას მოუწია. ის დაქორწინდა მის რძალზე, კატალინა არაგონელზე. მას 1511 წელს შეეძინა პრინცი ჰენრი რომელიც ორ თვეში გარდაიცვალა, ხუთი წლის შემდეგ კი გაჩნდა პრინცესა მერი, შემდეგში დედოფალი მერი I. მეფემ ესპანელ პრინცესასთან იცხოვრა 1522 წლამდე.
ახალგაზრდობის წლები (1509–1525)
ჰენრის კორონაციიდან ორ დღეში, მისი ბრძანებით დააკავეს ჰენრი VII-ის დროინდელი ორი ყველაზე არაპოპულარური მინისტრი — რიჩარდ ემფსონი და ედმონდ დადლი, რომლებიც 1510 წელს სიკვდილით დაისაჯნენ. ისტორიკოს იან კროფთონის მიხედვით, ასეთი სახის სიკვდილით დასჯები ჰენრის ერთგვარი ტაქტიკა იყო, რათა იოლად მოეშორებინა ყველა, ვინც გზაზე წინ გადაუდგებოდა. თუმცა, ჰენრი მამისგან განსხვავებით შემწყნარეობლაბას იჩენდა იორკების დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომელნიც რეალურად, ტახტზე მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ. ჰენრიმ რამდენიმე მათგანი შეიწყალა, რომელნიც ჰენრი VII-ის ბრძანებით ციხეში იმყოფებოდნენ.
ჰენრის მმართველობის პირველ წლებში ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის უფლებები საგრძნობლად გაიზარდა და ფაქტობრივად, ხელშეუხებელი გახდა. ამის მთავარი მიზეზი კი მეფის ეკლესიისადმი დამოკიდებულება იყო, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო მისი ცხოვრებით ტახტის მემკვიდრედ ქცევამდე. ჰენრიმ კარდინალის დახმარებით წიგნიც კი დაწერა სახელად „შვიდი საიდუმლოს დასაცავად“. ამ წიგნის გამო რომის პაპმა მას „რწმენის დამცველი“ უწოდა.[4]
ფრანცი და ჰაბსბურგები
ძალაუფლება და სახელი
დიდების წლები (1525–1533)
რომისგან განდგომა (1533–1540)
1533 წელს ჰენრიმ სასამართლოს მიმართა, რადგან სურდა, რომ გაჰყროდა თავის მეუღლეს — კატალინა არაგონელს და ცოლად შეერთო ანა ბოლეინი. რომის პაპმა მეფისა და ანა ბოლეინის ქორწინება კანონიერად არ სცნო. ჰენრის არ მოსწონდა ის, რომ რომის პაპს მის ქვეყანაში მასზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა, ამიტომ 1534 წელს უარყო პაპის ავტორიტეტი და დასაბამი მისცა ანგლიკანურ ეკლესიას.
ბოლო წლები (1540–1547)
სიკვდილი და მემკვიდრეები
მას დარჩა სამი მემკვიდრე ედუარდ VI, მერი I და ელიზაბედ I. ისინი ყველა სხვადასხვა ქალისაგან ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ედუარდ უფლისწული ავიდა.