Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

რიჩარდ II

რიჩარდ II
ინგლისის მეფე
კორონაცია: 16 ივლისი, 1377
მმართ. დასაწყისი: 21 ივნისი, 1377
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1399
წინამორბედი: ედუარდ III
მემკვიდრე: ჰენრი IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 იანვარი, 1367
დაბ. ადგილი: ბორდო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 თებერვალი, 1400 (33 წლის)
გარდ. ადგილი: პონტეფრაქტი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ანა ბოჰემიელი
(ქ. 1382 - გარდ. 1394)
ისაბელ დე ვალუა
(ქ. 1396)
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ედუარდი, უელსის პრინცი
დედა: ჯოან კენტელი
რელიგია: კათოლიციზმი

რიჩარდ II (ინგლ. Richard II; დ. 6 იანვარი, 1367, ბორდო — გ. 14 თებერვალი, 1400, პონტეკრაფტი, იორკშირი) — ინგლისის მეფე 1377–1399 წლებში. პლანტაგენეტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ედუარდ III-ის შვილიშვილი. მისი მცირეწლოვნობის დროს ქვეყანას მართავდა საბჭო, რომელსაც მისი ბიძა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გონტი ედგა სათავეში. უშუალოდ მონაწილეობდა უოტ ტაილერის აჯანყების (1381 წ.) ჩახშობაში. 1397 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა, რამაც მსხვილი ფეოდალური აჯანყება გამოიწვია. 1399 წლის 30 სექტემბერს ტახტიდან ჩამოაგდეს. უილიამ შექსპირმა უძღვნა მას ისტორიული დრამა „რიჩარდ II“.

ლიტერატურა

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya