ედუარდ VIII (ინგლ. Edward VIII; ნათლობის სახელები ედუარდ ალბერტ ქრისტიან ჯორჯ ანდრია პატრიკ დავითი; 23 ივნისი 1894 — 28 მაისი 1972) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე, ინდოეთის იმპერატორი 10 თვის განმავლობაში: 20 იანვარი – 11 დეკემბერი 1936 წელს, მაგრამ ოფიციაულად კორონაცია არ იყო ჩატარებული. უარი თქვა ტახტზე, რადგანაც ცოლად შეირთო განქორწინებული უოლის სიმფსონი, რასაც არ უჭერდა მხარს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.
8 მარტი 1937 წელს, მან მიიღო ტიტული „უინძორის ჰერცოგი" (ინგლ. Duke of Windsor). ცნობილია თავისი კონტაქტებით ნაცისტებთან. 1940-1945 წლებში ბაჰამის კუნძულების გუბერნატორი.
ლიტერატურა