ჰენრი II ტახტზე ავიდა 1154 წელს. გამეფებისთანავე დაიწყო მეზობელი მიწების დაპყრობა.ხანმოკლე დროით დაიპყრო: უელსი, შოტლანდია და აღმოსავლეთი ირლანდია. ასევე დაიპყრო საფრანგეთის რეგიონებიც (ანჟუ, აკვიტანია, ბორდო). ეს მიწები მოგვიანებით თავის ვაჟებს დაურიგა. მის დროს გატარებულმა რეფორმამ საფუძველი ჩაუყარა 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობას სასამართლო პროცესში[1]. 1164 წელს მან გამოსცა კანონი, რომელიც ზღუდავდა ეკლესიას. ამან უთანხმოება გამოიწვია ჰენრი II-სა და კენტერბერის არქიეპისკოპოს წმინდა ტომას ბეკეტს შორის. ჰენრი II-მ ვერანაირად ვერ შეძლო ოპოზიციონერი მღვდლის მორჯულება. ბოლოს 1170 წელს თავის რაინდებს მოაკვლევინათ კენტერბერის მონასტერში. ამ მოვლენამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ინგლისელ პილიგრიმთა შორის. ჰენრი II-მ 1172 წელს თავისი ვაჟი რიჩარდიაკვიტანიის ჰერცოგად დანიშნა. ხოლო უმცროს ვაჟს ჯონს არ მისცა მიწა, რისთვისაც „უმიწაწყლო“ უწოდეს. ჰენრი II გარდაიცვალა 1189 წელს.