ფერდინანდი 1503 წლის 10 მარტს დაიბადა ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესში. იგი დედოფალ ისაბელ კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის უფროსი ასულის, ხუანა შეშლილისა და მისი ქმრის, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ძის, ფილიპე ლამაზის უმცროსი ვაჟი იყო. მას სახელი სწორედ დედის მამის, ფერდინანდ არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს და ამის გამო იგი ბაბუის განსაკუთრებული სიყვარულითაც სარგებლობდა.
1504 წელს დედოფალი ისაბელი გარდაიცვალა და კასტილიის ტახტს ფერდინანდის მშობლები იკავებენ. ფერდინანდ არაგონელს არ მოსწონდა თავისი სიძის გამეფების იდეა, რის გამოც 1506 წელს ფილიპე ლამაზი გარდაიცვალა, არსებული ვერსიებით, იგი სწორედ სიმამრმა მოწამლა. ამის შემდეგ ფერდინანდის დედა, დედოფალი ხუანა შეშლილად გამოაცხადეს და მონასტერში გამოკეტეს, ბავშვებზე მეურვეობა კი ჩამოართვეს. პრინცი ფერდინანდი და მისი უმცროსი და, პრინცესა ეკატერინე ბაბუასთან დარჩნენ ესპანეთში და მის სამეფო კარზე იზრდებოდნენ და იღებდნენ განათლებას, მათი უფროსი და-ძმები - ელეონორა, კარლი, მარია და იზაბელა კი ნიდერლანდებში წაიყვანეს, სადაც ბრიუსელის სამეფო კარზე მათი დაქვრივებული მამიდის, მარგარეტ ავსტრიელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდნენ.
უნგრეთი და ოსმალები
1515 წელს იმპერატორმა მაქსიმილიანმა და უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-მ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ავსტრიისა და უნგრეთის დაახლოვებას დინასტიური ქორწინებების გზით. ამის მიხედვით ფერდინანდს ცოლად უნდა შეერთო ვლადისლავის ასული, პრინცესა ანა იაგელონი, მეორეს მხრივ კი ფერდინანდის და, პრინცესა მარია ცოლად უნდა გაჰყოლოდა ვლადისლავის ერთადერთ ძესა და მემკვიდრეს, პრინც ლაიოშს. ქორწინებები გეგმის მიხედვით შედგა - ფერდინანდი ანაზე დაქორწინდა, მარია კი - ლაიოშზე.
1526 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I შეიჭრა უნგრეთში, მოჰაჩის ბრძოლაში გაანადგურა მთელი უნგრული არმია და ამავე ბრძოლაში უშვილოდ გარდაიცვალა 20 წლის მეფე ლაიოშ II-ც, რის შემდეგაც ოსმალებმა მარტივად დაიკავეს დედაქალაქი ბუდა და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი უნგრეთი. ფერდინანდის დამ, დედოფალმა მარიამ მოახერხა ძმისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთის შენარჩუნება და დიდებულთა დარწმუნება, რომ ფერდინანდი ახალ მეფედ აერჩიათ. ფერდინანდის მემკვიდრეობის წყაროს მთლიანად მისი ცოლი, დედოფალი ანა წარმოადგენდა, რომელიც ძმის უშვილოდ სიკვდილის შემდეგ ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ იქცა და შესაბამისად, მის მეუღლეს შეეძლო ტახტის დაკავება. სწორედ ამ პირობებში 1526 წლის ოქტომბერში ფერდინანდი ჯერ უნგრეთისა და ხორვატიის მეფედ ეკურთხა, შემდეგ კი უკვე ნოემბერში ბოჰემიის მეფედაც.
საქმეს ის ართულებდა, რომ ოსმალებს არ სურდათ ჰაბსბურგების უნგრეთში გაბატონება და მხარს ამბიციურ ტრანსილვანიელ დიდგვაროვანს, იანოშ ზაპოლიას უჭერდნენ, რომელიც მათ უნგრეთის მეფედ გამოაცხადეს, თუმცა იანოშის სამფლობელოები ტრანსილვანიას არ სცდებოდა, ცენტრალური უნგრეთი კვლავ ოსმალების ხელში იყო, ჩრდილო და დასავლეთ უნგრეთი კი ფერდინანდის მხარეს დადგა. 1527 წელს ფერდინანდმა იანოშ ზაპოლია ტარკალის ბრძოლაში დაამარცხა, უკვე 1528 წელს კი შინას ბრძოლაშიც, რის შემდეგაც ზაპოლია ქვეყნიდან გაიქცა და დახმარება ისევ სულთანს სთხოვა.
სულთანი სულეიმანი ზაპოლიას თხოვნით კვლავ დაბრუნდა უნგრეთში დიდი ლაშქრით და იგი მეფედ გამოაცხადა აღმოსავლეთ პროვინციებში. არსებული უპირატესობებით უნგრეთში მყოფმა სულეიმანმა ისარგებლა და 1529 წელს ავსტრიაშიც გადავიდა, სადაც მან ალყა პირდაპირ დედაქალაქ ვენას შემოარტყა, რაც ფერდინანდის მმართველობის ისტორიაში ყველაზე სახიფათო მომენტი იყო, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო სულეიმანმა წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა მოეხსნა ალყა და უკან გაბრუნებულიყო. 1532 წელს ფერდინანდმა თურქების კიდევ ერთი შემოსევა მოიგერია წარმატებით, რის შემდეგაც უკვე შეძლო ოსმალეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და შეთანხმების მიღწევა, რითაც უნგრეთი ოფიციალურად გაიყო სამად: აღმოსავლეთ უნგრეთი (ტრანსილვანია) რჩებოდა ზაპოლიას, ცენტრალური უნგრეთი - ოსმალეთს, ხოლო ჩრდილოეთ (თანამედროვე სლოვაკეთი) და დასავლეთ უნგრეთი, ასევე ხორვატია, მთლიანად ფერდინანდს დარჩა.
1538 წელს ნადივარადის ხელშეკრულებით ფერდინანდმა აიძულა უშვილო იანოშ ზაპოლია, რომ იგი თავის მემკვიდრედ დაესახელებინა, თუმცა 1540 წელს, სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე ზაპოლიას თავისი ერთადერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც ტრანსილვანიელებმა ფერდინანდის ნაცვლად აირჩიეს მეფედ. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ფერდინანდი უნგრეთში შეიჭრა, რის გამოც მცირეწლოვანი ზაპოლიას დედამ, იზაბელა იაგელონმა დასახმარებლად ისევ სულთან სულეიმანს მიმართა. 1541 წელს სულეიმანი ხელახლა შეიჭრა უნგრეთში და ბუდას ალყა შემოარტყა. ამ შემოჭრისას ფერდინანდი დამარცხდა და იძულებული გახდა არა მხოლოდ ეღიარებინა იანოშ ზაპოლიას ძე ტრანსილვანიის მმართველად, არამედ ოსმალებისათვის ხარკის ხდასაც დათანხმდა.
იანოშ II ზაპოლიას თურქების გარდა მხარს პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ც უჭერდა, რომელიც დედამისის, დედოფალ იზაბელა იაგელონის მამა იყო და შესაბამისად ემხრობოდა საკუთარი შვილიშვილის მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამიტომ 1543 წელს ფერდინანდმა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ამ კონფლიქტში პოლონეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, პოლონეთ-ავსტრიის დაახლოვების განმტკიცებისთვის კი ფერდინანდმა თავისი უფროსი ასული, პრინცესა ელისაბედი მეფე სიგიზმუნდის ძეს, პრინც სიგიზმუნდს მიათხოვა.
მცირეწლოვანი იანოშ ზაპოლიას ნაცვლად აღმოსავლეთ უნგრეთს დედამისი მართავდა, რომელსაც სამეფო კარზე ბევრი მტერი ჰყავდა. ვარადის ეპისკოპოს გეორგ მარტინუძის ხელშეწყობით 1549 წელს ფერდინანდის ჯარები ტრანსილვანიაში შევიდნენ. ამ დროისათვის სულთანი სულეიმანი დედოფალ იზაბელას ვეღარ დაეხმარა და ორწლიანი ალყის შემდეგ, 1551 წელს დათანხმდა თავისი შვილის თანამდებობიდან გადაყენებასა და სამეფო რეგალიების ფერდინანდისთვის გადაცემას, რის შემდეგაც აღმოსავლეთ უნგრეთსა და ტრანსილვანიაშიც ფერდინანდის ძალაუფლება გავრცელდა. იმავდროულად, გენერალმა კასტალდომ დაარწმუნა მეფე ფერდინანდი, რომ ეპისკოპოსი მარტინუძი მას ოსმალებთან ღალატობდა, რის გამოც მისი ბრძანებით იგი მოკლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მარტინუძი კათოლიკური ეკლესიის კარდინალი და ეპისკოპოსი იყო, ამ ამბით შეშფოთებულმა რომის პაპმა იულიუს III-მ ფერდინანდიც და კასტალდოც განკვეთა ეკლესიიდან. საბოლოოდ სასამართლოზე 116-მა მოწმემ დაადასტურა მარტინუძის ღალატის ფაქტები მეფისა და ეკლესიის წინაშე, რის შემდეგაც 1555 წელს პაპმა გაამართლა ფერდინანდი და კასტალდო და გააუქმა მათი განკვეთა.
ომი უნგრეთისათვის გრძელდებოდა. საბოლოოდ ფერდინანდმა ვეღარ შეძლო ოსმალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და 1554 წელს ელჩი გააგზავნა კონსტანტინოპოლში სულთან სულეიმანთან, მაგრამ ვერაფერს გახდა. 1556 წელს ოსმალებმა იანოშ II ზაპოლია ტრანსილვანიის, იგივე აღმოსავლეთ უნგრეთის მეფედ დააბრუნეს და ეს თანამდებობა 1570 წლამდე შეუნარჩუნეს.
ბრძოლა უნგრეთის დაუფლებისთვის ოსმალებსა და ფერდინანდის შთამომავალ ჰაბსბურგებს შორის გაგრძელდა XVII საუკუნის ბოლომდე და საბოლოოდ ჰაბსბურგების გამარჯვებით დასრულდა, როდესაც ლეოპოლდ I-მა მთელი უნგრეთი გაათავისუფლა თურქებისაგან და თავად მისი მეფე გახდა.
ძალაუფლების კონსოლიდაცია ბოჰემიაში
1526 წელს, ლაიოშ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ფერდინანდი ბოჰემიის მეფე ხდება. მართალია უნგრეთისგან განსხვავებით ბოჰემიის ტახტზე მას არავინ ედავებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში სიტუაციას ბოჰემიაში არსებული რელიგიური მდგომარეობა ართულებდა. ბოჰემია რელიგიურად საკმაოდ ჭრელი სამეფო იყო, რომელიც დასახლებული იყო გერმანელი კათოლიკეებისა და ლუთერანებისგან, ისევე, როგორც ჩეხი კათოლიკეებისა და ჰუსიტებისაგან. ჰაბსბურგების მკაცრი კათოლიკური მმართველობა და ინკვიზიცია ებრძოდა ყველა სხვა რელიგიურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი ლუთერანებსა და ჰუსიტებს, რაც ფერდინანდს ბოჰემიაში არაპოპულარულ მმართველად აქცევდა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ფეოდალებს ფერდინანდმა რელიგიური თავისუფლება მისცა, მაგრამ 1540 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. სიტუაციის ცვლილება იმან გამოიწვია, რომ გერმანიაში მიმდინარე რელიგიურ ომებში ბოჰემიაში მცხოვრები ჩეხი და გერმანელი პროტესტანტები ლუთერანებს თანაუგრძნობდნენ და ფერდინანდის ძმის, იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ მოხალისეებადაც მიდიოდნენ საომრად.
1547 წელს ფერდინანდი თავის უფროს ძესთან, მაქსიმილიანთან ერთად გაუძღვა ბოჰემიურ ჯარებს იმპერატორ კარლის დასახმარებლად პროტესტანტების წინააღმდეგ. ამის გამო ბოჰემიაში დიდი ამბოხება დაიწყო, რომელიც ფერდინანდმა სასტიკად ჩაახშო. ამან საშუალება მისცა ფერდინანდს, რომ ბოჰემიაში თავისი ძალაუფლება გაეზარდა. მოახდინა თავისი ადმინისტრაციის ცენტრალიზება, ადგილობრივ ფეოდალებს გაუუქმათ მრავალი პრივილეგია და პროტესტანების ნაწილს ქონებაც ჩამოართვა. ამის ფონზე ფერდინანდი მაქსიმალურად აძლიერებდა კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლებას ბოჰემიაში და ხელს უწყობდა იეზუიტების ჩასვლას.
საღვთო რომის იმპერატორობა
1556 წელს ფერდინანდის უფროსი ძმა, იმპერატორი კარლ V ტახტიდან გადადგა. მან თავისი უზარმაზარი სამფლობელოები ძმასა და ვაჟს გაუყო. კარლმა საღვთო რომის იმპერია ფერდინანდს დაუტოვა, ესპანეთის იმპერია კი თავის ვაჟს - ფილიპე II-ს. ამის შემდეგ ფერდინანდ I საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე ხდება.
ფერდინანდის მნიშვნელოვანი გამოგონება იყო Hofkriegsrat (აულის ომის საბჭო), რომელიც ოფიციალურად შეიქმნა 1556 წელს, რათა კოორდინირება გაუწიოს სამხედრო საქმეებს ჰაბსბურგების ყველა ქვეყანაში (საღვთო რომის იმპერიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ). იგი ქმნიდა ჰაბსბურგის მთავრობის ბირთვს ვენაში. რაიხშოფრატი აღორძინდა იმპერიული პრეროგატივების საქმეების მოსაგვარებლად. 1556 წელს გამოიცა განკარგულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საიმპერატორო და დინასტიური საქმეები განცალკევებული ყოფილიყო (იგივე დაწესებულების მოხელეთა ორი ჯგუფის მიერ). თითოეული Ländergroup-ისთვის შეიქმნა პოლკები (ან მთავრობები) და სახაზინო ოფისები.
ამასთან ერთად, განსხვავებით თავისი ძმისა და წინამორბედი იმპერატორის, კარლისაგან, ფერდინანდი ე.წ. „მომთაბარე“ იმპერატორი არ ყოფილა და უმეტესად ვენაში იმყოფებოდა ხოლმე, რომელიც მისი, როგორც ავსტრიის ერცჰერცოგის რეზიდენცია იყო იმპერატორად გახდომამდე და არც შემდეგ შეუცვლია. 1529 წლის ვენის ალყის შემდეგ იგი ქალაქის აღორძინებასა და გამაგრებაზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა და მისი იმპერატორად დანიშვნიდან ორ წელში, 1558 წელს ვენა უკვე მთელი საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქად და ჰაბსბურგთა მონარქიის ცენტრად იქცა.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
1560-იანი წლებიდან ფერდინანდმა ნელ-ნელა დაიწყო მზადება თავისი დიდი იმპერიის მემკვიდრისთვის გადასაცემად. 1562 წელს კურფიურსტებს თავისი უფროსი ძე, ერცჰერცოგი მაქსიმილიანი რომაელთა მეფედ აარჩევინა, რაც ავტომატურად საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეობას ნიშნავდა. ამავდროულად გადასცა ბოჰემიის ტახტიც, უკვე 1563 წელს კი უნგრეთისა და ხორვატიისაც.
საბოლოოდ იმპერატორი ფერდინანდი 1564 წელს ვენაში გარდაიცვალა 61 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს პრაღაში და იქ წმინდა ვიტის სახელობის კათედრალში დაკრძალეს. მამის შემდეგ ტახტი იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ დაიკავა, რომელიც მის პოლიტიკას განაგრძობდა.
ქორწინება და შვილები
1521 წლის 26 მაისს ფერდინანდმა ცოლად შეირთო პრინცესა ანა იაგელონი (1503-1547), უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ისა და მისი მესამე, ფრანგი ცოლის, დედოფალ ანა დე ფუა-კანდალის უფროსი ქალიშვილი, მეფე ლაიოშ II-ის უფროსი და. ფერდინანდს ანასთან 15 შვილი შეეძინა, რომელთაგან 13-მა მიაღწია ზრდასრულობამდე. საბოლოოდ ანა 1547 წელს მე-15 მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან ერცჰერცოგინია იოჰანა გააჩინა. ამის შემდეგ ფერდინანდს სხვა ცოლი აღარ შეურთავს. ანასთან მისი შვილები იყვნენ:
Davies, Norman (1982). God's Playground: A History of Poland. Columbia University Press.
Hickson, Sally Anne (2016). Women, Art and Architectural Patronage in Renaissance Mantua: Matrons, Mystics, and Monasteries. Routledge.
Rasmussen, Mikael Bogh (2018). "Vienna, a Habsburg capital redocorated in classical style: the entry of Maximilian II as King of the Romans in 1563". In Mulryne, J.R.; De Jonge, Krista; Martens, Pieter; Morris, R.L.M. (eds.). Architectures of Festival in Early Modern Europe: Fashioning and Re-fashioning Urban and Courtly Space. Routledge.
Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1934). The Cambridge Modern History. Vol. XIII. Cambridge at the University Press.
Holland, Arthur William (1911). "Maximilian I. (emperor)" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Vol. 17 (11th ed.). Cambridge University Press.
Poupardin, René (1911). "Charles, called The Bold, duke of Burgundy" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Vol. 5 (11th ed.). Cambridge University Press.
Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon" . Encyclopædia Britannica. Vol. 10 (11th ed.). Cambridge University Press.
Chisholm, Hugh, ed. (1911). "Isabella of Castile" . Encyclopædia Britannica. Vol. 14 (11th ed.). Cambridge University Press.
مسجد العنبرية منظر للواجهة الأمامية للمسجد. إحداثيات 24°27′42″N 39°36′06″E / 24.461666666667°N 39.601666666667°E / 24.461666666667; 39.601666666667 معلومات عامة القرية أو المدينة المدينة المنورة الدولة السعودية سنة التأسيس 1908 تاريخ بدء البناء 1326هـ المواصفات عدد المآذن 2 عدد القباب 1 ا...
La Teoría de la actividad es una metateoría, paradigma, o marco de estudio psicológico, con raíces dadas por la psicología histórico-cultural del psicólogo soviético Lev Vygotski. Sus fundadores fueron Alekséi Leóntiev (1903-1979) y Serguéi Rubinstein (1889-1960), quienes buscaban entender las actividades humanas como complejos fenómenos socialmente situados, e ir más allá de los paradigmas del psicoanálisis y de la psicología conductista. Esta se convirtió en una de las mayo...
Joseph Godehard Machens Joseph Godehard Machens (* 29. August 1886 in Hildesheim; † 14. August 1956 ebenda) war ein deutscher römisch-katholischer Geistlicher und vom 22. Juni 1934 bis zu seinem Tod Bischof von Hildesheim. Inhaltsverzeichnis 1 Leben 2 Literatur 3 Weblinks 4 Einzelnachweise Leben Machens besuchte das bischöfliche Gymnasium Josephinum und war dort außer im Singen und beim Sport Klassenbester. Nach dem Abitur studierte er Theologie in Innsbruck, Münster und Bonn. Am 19. M...
Belgian tennis player Ingrid PalmieriFull nameIngrid Palmieri (Loeys)Country (sports) BelgiumBorn (1948-01-12) 12 January 1948 (age 75)PlaysLeft-handedSinglesGrand Slam singles resultsFrench Open2R (1968, 1969)Wimbledon2R (1967, 1969)DoublesGrand Slam doubles resultsFrench Open1R (1967, 1968)Wimbledon1R (1967, 1968, 1969) Ingrid Palmieri (born 12 January 1948) is a Belgian former professional tennis player. She originally competed as Ingrid Loeys, before her marr...
الجمعية البريطانية لتقدم العلوم الجمعية البريطانية لتقدم العلوم البلد المملكة المتحدة تاريخ التأسيس 1831 الرئيس كاثلين لونسدال (1967–1968) المالية إجمالي الإيرادات 3019381 جنيه إسترليني (2016)3101424 جنيه إسترليني (2017)2754408 جنيه إسترليني (2018)3124541 جنيه إسترليني (2021)4193978 جنيه
Gabão Este artigo é parte da série: Política e governo doGabão Presidente Brice Oligui (interino) Vice-presidente Vago Primeiro-ministro Vago Parlamento Senado Assembleia Nacional Partidos políticos Eleições: 2006 Subdivisões Províncias Departamentos Relações internacionais Atlasverdiscutireditar
Indian politician V. Radhika SelviMember of ParliamentIn office2004 - 2009Succeeded byconstituency dissolvedConstituencyTiruchendur Personal detailsBorn (1976-01-29) 29 January 1976 (age 47)Chennai, Tamil NaduPolitical partyDravida Munnetra KazhagamSpouseN. Venkatesha PannayarChildren1 sonResidenceTuticorinAs of 22 September, 2006Source: [1] V. Radhika Selvi (born 29 January 1976) was a member of the 14th Lok Sabha of India. She was the Minister of State for Home Affairs in the Manmohan ...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Maret 2016. SMA Negeri 1 Kota TernateInformasiDidirikanTahun 1959Jumlah kelas- Kelas X-MIA s/d XII-MIA - Kelas X-IIS s/d XII-IIS - Kelas X-IBBU s/d XII-IBBUJurusan atau peminatanIPA, IPS, dan BahasaRentang kelasKelas X - Kelas XII ( Semua Jurusan atau Peminatan...
Former industrial site in Greenwich Cable loading gear preserved on the wharf, 2007. In the distance is Greenwich Power Station. Enderby's Wharf is a wharf and industrial site on the south bank of the Thames in Greenwich, London, associated with Telcon and other companies. It has a history of more than 150 years of production of submarine communication cables and associated equipment, and is one of the most important sites in the history of submarine communications. Location The wharf lies on...
Symbolic act of accession to the throne Miniature from the Madrid Skylitzes showing the coronation of Basil II as co-emperor by his father, Romanos II and Patriarch Polyeuktos, in the presence of the clergy (right) and the court dignitaries (left).[1] The coronation (Greek: στέψιμον, romanized: stépsimon, or στεφάνωσις, stephánosis[2]) was the main symbolic act of accession to the throne of a Byzantine emperor, co-emperor, or empress. Founded on Roman ...
State commemorative medal of Russia AwardJubilee Medal 100 Years of the Trans-Siberian RailwayJubilee Medal 100 Years of the Trans-Siberian Railway (obverse)TypeState Commemorative MedalAwarded forWork excellence of 20 years or more[1]Presented by Russian FederationEligibilityEmployees of the railways and Russian citizens[1]StatusNo longer awarded[2]EstablishedJune 27, 2001[1]Ribbon of the Jubilee Medal 100 Years of the Trans-Siberian Railway Governor of t...
Untuk musisi shehnai India, lihat Bismillah Khan. Bismillah Khan MohammadiBismillah Khan pada Mei 2011Menteri Pertahanan AfghanistanPetahanaMulai menjabat 15 September 2012PresidenHamid KarzaiPendahuluAbdul Rahim WardakMenteri Dalam Negeri AfghanistanMasa jabatan6 Januari 2010 – 15 September 2012PresidenHamid KarzaiPendahuluMohammad Hanif AtmarPenggantiMujtaba PatangKetua Staf Angkatan Darat Nasional AfghanistanMasa jabatan8 Maret 2002 – 6 Januari 2010PresidenHamid K...
Indian airline This article is about the Indian airline. For other uses, see Alliance Air. Alliance Air IATA ICAO Callsign 9I[1] LLR[1] ALLIED[2] Commenced operations15 April 1996; 27 years ago (1996-04-15)HubsBangaloreDelhiHyderabadKolkataMumbaiFleet size21Destinations75Parent companyAI Asset Holding LimitedHeadquartersDelhi, IndiaKey peopleVikram Dev Dutt, ChairmanVineet Sood, CEOFounderGovernment of IndiaRevenue₹7,241.10 crore (US$910 millio...
Untuk kegunaan lain, lihat Aru. Kerajaan Haruᯀᯒᯬ1225–1613Peta Sumatra tahun 1565 dengan arah selatan di atas. Wilayah Terre Laru dapat dilihat di pojok atas dalam kotak kiri bawahIbu kotaKota RentangBahasa yang umum digunakan Batak Karo (utama) Batak lainnya Melayu Lainnya Agama Pemena (utama) Hinduisme Islamisme (dimulai abad ke-15) PemerintahanMonarkiSejarah • Didirikan 1225• Serangan dari Majapahit 1365• Dikalahkan oleh Kesultanan Aceh 1613 Sekarang b...
Disused railway station in Old Arley, Warwickshire, England Arley and FillongleySite of the station in 1995General informationLocationOld Arley, North WarwickshireEnglandPlatforms2Other informationStatusDisusedHistoryOriginal companyMidland RailwayPre-groupingMidland RailwayPost-groupingLondon Midland and Scottish RailwayKey dates1 November 1864Station opens as Arley1 March 1867Name changed to Arley and Fillongley7 November 1960Station closes Arley and Fillongley railway station was a station...
Marco Bussetti Ministro de Educación, Universidad e Investigación de Italia 01 de junio de 2018-05 de septiembre de 2019Primer ministro Giuseppe ContePredecesor Valeria FedeliSucesor Lorenzo Fioramonti Información personalNacimiento 28 de mayo de 1962 (61 años) Gallarate, Lombardía, ItaliaNacionalidad ItalianaLengua materna Italiano EducaciónEducado en Universidad Católica del Sagrado CorazónInformación profesionalOcupación Profesor, político y entrenador de baloncestoEmpleado...
جزيرة الشيطانالمنشأةالنوع جزيرة — مستعمرة عقابية — سجن جزء من جزر السلام الطول 0٫94 كيلومتر العرض 0٫32 كيلومتر المساحة 0٫14 كيلومتر مربع الموقعالمنطقة الإدارية كايين — كوروا البلد فرنسا الاستغلالالافتتاح 1852 تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات لمعانٍ أخرى، طالع...