მაქსიმილიან I (მექსიკა)

მაქსიმილიან I
მექსიკის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 10 აპრილი, 1864
მმართ. დასასრული: 19 ივნისი, 1867
წინამორბედი: აგუსტინ I
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ივლისი, 1832
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 19 ივნისი, 1867, (34 წლის)
გარდ. ადგილი: სანტიაგო-დე-კერეტარო, მექსიკა
დაკრძ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: შარლოტ ბელგიელი
სრული სახელი: ფერდინანდ მაქსიმილიან იოზეფ მარია
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ფრანც კარლ ავსტრიელი
დედა: სოფია ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მაქსიმილიან I (გერმ. Maximilian I, ესპ. Maximiliano I; დ. 6 ივლისი, 1832, ვენა, ავსტრიის იმპერია — გ. 19 ივნისი, 1867, სანტიაგო-დე-კერეტარო, მექსიკის იმპერია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. მექსიკის უკანასკნელი იმპერატორი 1864-1867 წლებში. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმა. მექსიკა-ამერიკის ომში დამარცხების შემდეგ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და დახვრიტეს.

ბიოგრაფია

მაქსიმილიანი 1853 წელს

მაქსიმილიანი დაიბადა 1832 წლის 6 ივლისს ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის შუათანა ვაჟის, ერცჰერცოგ ფრანც კარლისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია ბავარიელის მეორე ვაჟი. მის დაბადებამდე სულ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა საფრანგეთის დამხობილი იმპერატორი ნაპოლეონ II და დადიოდა ჭორები, რომ მაქსიმილიანი რეალურად მისი ვაჟი იყო, რადგანაც იგი დედამისთან საკმაოდ ახლოს იყო.

იგი თავის უფროს ძმასთან, ფრანც იოზეფთან ერთად იზრდებოდა, რის გამოც ძმები განსაკუთრებით ახლოს იყვნენ. დედა მათ აღზრდა-განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და გამოჩენილ სწავლულებს ქირაობდა რეპეტიტორებად.

1848 წელს ევროპას რევოლუციის ტალღამ გადაუარა, რა დროსაც მრავალი მონარქი და მათ შორის მაქსიმილიანის ბიძაც, უნაყოფო და ჭკუასუსტი იმპერატორი ფერდინანდ I ტახტიდან თავისი ძმისწულის, ფრანც იოზეფის სასარგებლოდ გადადგა.

ცნობილია, რომ მაქსიმილიანი დაინტერესებული იყო მეცნიერებით, განსაკუთრებით კი ბოტანიკით. იგი ასევე აქტიურად მსახურობდა ავსტრიის საზღვაო ძალებში, სადაც მას უფროსი კომანდირის ჩინი ჰქონდა.

შარლოტ ბელგიელი

მას შემდეგ, რაც მისი ძმა პრინცესა ელისაბედ ბავარიელზე დააქორწინეს, დედამისმა მაქსიმილიანის საცოლის ძებნაც დაიწყო. თავდაპირველად იგი დაინიშნა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და დედოფალ ამალია ლოიხტენბერგელის ქალიშვილ მარია ამელიაზე, თუმცა იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის გამო, 1857 წლის 22 ივლისს იგი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ცოლად შეირთო ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ ლუიზა მარია ორლეანელის ასული შარლოტ ბელგიელი, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის შვილიშვილი და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბიძაშვილი. წყვილს ბედნიერი, თუმცა უნაყოფო ქორწინება ჰქონდა.

1857 წელსვე მაქსიმილიანი მისმა ძმამ ლომბარდო-ვენეციის მეფისნაცვლად დანიშნა, რის შემდეგაც იგი ცოლთან ერთად იტალიაში გადავიდა. აქ მათ 1859 წელს მექსიკელთა დელეგაცია ეწვიათ, რომელთაც მაქსიმილიანს იმპერატორობა შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკელებმა წინამორბედი იმპერატორი აგუსტინ I დახვრიტეს, იგი შეთავაზებას დასთანხმდა 1863 წელს ცოლთან ერთად ჩავიდა მექსიკის დასათვალიერებლად.

მაქსიმილიანი დასახვრეტად გაყვანამდე

1864 წლის 10 აპრილს მაქსიმილიან I მექსიკის იმპერატორი გახდა, თუმცა მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. გამეფება მას მალევე მიულოცა დედოფალმა ვიქტორიამ და პაპმა პიუს IX-მ. აღსანიშნავია, რომ მის ტახტზე ასვლაში დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მაც, რომელიც მას სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფდა.

მისი ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში, 1865 წელს დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი, რის შემდგომაც მეზობელმა აშშ-მ მექსიკის ხარჯზე მოისურვა გაფართოება, რასაც მოჰყვა მექსიკა-ამერიკის ომის დაწყება. ომში მექსიკური ძალები ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა, რასაც მოჰყვა ამერიკის მიერ მთელი ტეხასის, ნევადის, კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს მიტაცება, რამაც დაასამარა მექსიკის მეორე იმპერია.

მაქსიმილიანის დახვრეტა

1866 წლიდან მექსიკაში სიტუაცია ძალიან აირია. ადგილობრივები განარისხა ამერიკასთან განცდილმა მარცხმა და იმპერატორს გადადგომა მოსთხოვეს. შეშინებული დედოფალი შარლოტა სასწრაფოდ ევროპაში დაბრუნდა და დახმარება სთხოვა ჯერ ავსტრიის, შემდეგ საფრანგეთის იმპერატორს, საბოლოოდ კი რომის პაპსაც, მაგრამ არავინ დაეხმარა. ამბოხებულ მექსიკელებს აქეზებდათ პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი, რომელსაც ავსტრიის დასუსტება სურდა.

მაქსიმილიანმა გადადგომაზე და ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა და 8,000 მექსიკელ როიალისტთან ერთად სანტიაგო-დე-კერეტაროში შეიკეტა. რამდენიმეკვირიანი ალყის შემდეგ, 1867 წლის 11 მაისს ქალაქი დაეცა და იმპერატორი მის მომხრეებთან ერთად დააპატიმრეს. ერთთვიანი სასამართლოს შემდეგ მაქსიმილიან I მოღალატედ სცნეს და დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში 1867 წლის 19 ივნისს იქნა მოყვანილი, რა დროსაც მაქსიმილიანი 34 წლის იყო.

იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში. ცნობილია, რომ როდესაც შარლოტ ბელგიელს ქმრის დახვრეტის შესახებ შეატყობინეს ჭკუიდან შეიშალა. ამის შემდეგ იგი მეორედ აღარ გათხოვილა და სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მაქსიმილიანი მექსიკაში ცოცხლობდა.

ლიტერატურა

  • Robert Seydel: Die Seitensprünge der Habsburger. Liebesrausch und Bettgeflüster einer Dynastie. Ueberreuter, Wien 2005, ISBN 3-8000-7038-3, S. 97–99.
  • Sandra Weiss: Zweifel an Erschießung des Kaisers von Mexiko. In: Der Standard vom 24. März 2001.
  • Johann G. Lughofer: Des Kaisers neues Leben. Der Fall Maximilian von Mexiko. Ueberreuter, Wien 2002, ISBN 3-8000-3874-9.
  • Rüdiger Bloemeke: La Paloma. Das Jahrhundert-Lied. Voodoo-Verlag, Hamburg 2002, ISBN 3-00-015586-4 (Auszug [abgerufen am 25. September 2011]).
  • Liselotte Popelka: Heeresgeschichtliches Museum Wien. Verlag Styria, Graz u. a. 1988, ISBN 3-222-11760-8, S. 59.
  • Manfried Rauchensteiner, Manfred Litscher (Hrsg.): Das Heeresgeschichtliche Museum in Wien. Verlag Styria, Graz u. a. 2000, ISBN 3-222-12834-0, S. 55.
  • Heeresgeschichtliches Museum / Militärhistorisches Institut (Hrsg.): Das Heeresgeschichtliche Museum im Wiener Arsenal. Verlag Militaria, Wien 2016, ISBN 978-3-902551-69-6, S. 154.
  • Sigrid-Maria Größing: AEIOU: Glück und Unglück im österreichischen Kaiserhaus. Amalthea-Verlag, Wien 2007, ISBN 978-3-85002-633-8.
  • Konrad Kramar, Petra Stuiber: Die schrulligen Habsburger. Marotten und Allüren eines Kaiserhauses. Ueberreuter, Wien 1999, ISBN 3-8000-3742-4.
  • Ferdinand Maximilian von Österreich Maximilian I., Erzherzog von Österreich: Aus meinem Leben. Reiseskizzen, Aphorismen, Gedichte. Band 6: Reiseskizzen. Teil 11. 2. Auflage. Duncker und Humblot, Leipzig 1867.
  • Antonio Schmidt-Brentano: Die K.K bzw. K.u.K Generalität 1816–1918 (Memento vom 4. Oktober 2013 im Internet Archive). Österreichisches Staatsarchiv, Wien 2007, S. 130 (PDF).
  • Renate Löschner: Der Tod Maximilians. In: Lateinamerika – Erinnerungen in Zinn. Ibero-Amerikanisches Institut, Berlin 1997, S. 80–83, ISBN 3-9803291-3-5.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!