ეკატერინე ავსტრიელი

ეკატერინე ავსტრიელი

ეკატერინე ავსტრიელის პორტრეტი, შესრულებულია 1552 წელს ანტონიო მურის მიერ
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 10 თებერვალი 1525
მმართ. დასასრული: 11 ივნისი 1557
წინამორბედი: ელეონორ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარგარეტ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 თებერვალი, 1507
დაბ. ადგილი: ტორკუემადა, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი, 1578 (70 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუან III, პორტუგალიის მეფე
შვილები: მარია მანუელა, ასტურიის პრინცესა
ჟუან მანუელი, პორტუგალიის პრინცი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: ხუანა I, კასტილიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ეკატერინე ავსტრიელი (დ. 14 თებერვალი 1507 — გ. 12 თებერვალი 1578) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ისა და მისი ქმრის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1525-1557 წლებში როგორც ჟუან III-ის მეუღლე. თავისი შვილიშვილის, სებასტიან I-ის რეგენტი 1557-1562 წლებში.

ადრეული ცხოვრება

კასტილიისა და არაგონის ინფანტა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ეკატერინე დაიბადა ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ისა და მისი ცოლის, კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ის ოჯახში. იგი დაიბადა ესპანეთის ქალაქ ტორკუემადაში. მას სახელი დეიდამისის, ინგლისის დედოფალ ეკატერინე არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს. მას ზრდიდა ჭკუიდან შეშლილი დედამისი, მანამ სანამ მისი და-ძმები, ელეონორი და კარლოსი არ ჩავიდნენ ესპანეთში მის მოსავლელად. მათ შეშლილი ხუანა გამოკეტეს, ეკატერინე კი ფლანდრიაში წაიყვანეს და იქ გაზარდეს.

ყველა მისი და-ძმა, გარდა ფერდინანდისა, დაიბადა ფლანდრიაში. მათზე ზრუნავდა მათი მამიდა, სავოიის ჰერცოგის ქვრივი მარგარეტ ავსტრიელი. რამდენიმე წელიწადში ეკატერინე დედამისთან ერთად გამოკეტეს, ხოლო როცა მისი გათხოვების დრო დადგა გაანთავისუფლეს, ხუანა კი კვლავ ისე დატოვეს.

დედოფალი

1525 წლის 10 თებერვალს ეკატერინე დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, პორტუგალიის მეფე ჟუან III-ზე. ეკატერინესა და ჟუანს 9 შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა, თუმცა ერთი 16-ის, ხოლო მეორე 17-ის გარდაიცვალა.

დედოფალი ეკატერინე მთლიანად გადართული იყო თავისი ოჯახის განათლებაზე, სამეფო ბიბლიოთეკის წიგნებით შევსებაზე და სამეფო სასახლის გემოვნებით მოწყობაზე. თავის სასახლეში მან ჩაიყვანა ჰუმანისტი ხუანა ვაზი და პოეტი ლუისა სიგენა დე ველასკო. ვაზი პასუხისმგებელი იყო ეკატერინეს ქალიშვილის, პრინცესა მარიას აღზრდაზე.

1557 წელს ჟუან III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მათი შვილიშვილი სებასტიან I. ვინაიდან სებასტიანი მცირეწლოვანი იყო, მის რეგენტად ეკატერინე ავსტრიელი დაინიშნა. ეკატერინე თავისი ძმის, ესპანეთის მეფე კარლოსის გავლენის ქვეშ იყო და მისი მითითებებით მართავდა სახელმწიფოს. 1562 წლიდან ეკატერინეს პროესპანური პოლიტიკის გამო ჩამოართვეს რეგენტობა და ინფანტ ენრიკეს გადასცეს.

ეკატერინე ავსტრიელი გარდაიცვალა 1578 წლის 12 თებერვალს 71 წლის ასაკში.

შვილები

სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მეუღლე წოდება
ალფონსო 24 თებერვალი 1526 12 აპრილი 1625 თვენახევრის პორტუგალიის პრინცი
მარია 15 ოქტომბერი 1527 12 ივლისი 1545 17 წლის ფილიპე II ასტურიის პრინცესა,

მილანის ჰერცოგინია

ისაბელა 28 აპრილი 1529 22 მაისი 1530 1 წლის
ბეატრიჩე 15 თებერვალი 1530 16 მარტი 1530 1 თვის
მანუელი 1 ნოემბერი 1531 14 აპრილი 1537 5 წლის პორტუგალიის პრინცი
ფილიპი 25 მარტი 1533 29 აპრილი 1539 6 წლის პორტუგალიის პრინცი
დენისი 6 აპრილი 1535 1 იანვარი 1537 1 წლის
ჟუან მანუელი 3 ივნისი 1537 2 იანვარი 1554 16 წლის ხუანა

ავსტრიელი

პორტუგალიის პრინცი
ანტონი 9 მარტი 1539 20 იანვარი 1540 11 თვის

წინაპრები

ლიტერატურა

  • Jordan, Annemarie (1994). The Development of Catherine of Austria's Collection in the Queen's Household: Its Character and Cost. Providence, R. I.: Brown University. p. 700.
  • Walsby, Malcolm; Constantinidou, Natasha (2013). Documenting the Early Modern Book World: Inventories and Catalogues in Manuscript and Print. Brill. pp. 101–103.
  • Boxer, Charles Ralph (1981). João de Barros: Portuguese Humanist and Historian of Asia. Concept Publishing Company. pp. 17–18.
  • Teresa Canepa, "The Iberian royal courts of Lisbon and Madrid, and their role in spreading a taste for Chinese porcelain in 16th century Europe" in Chinese and Japanese Porcelain for the Dutch Golden Age, Jan van Campen and Titus Eliens, ads. Amsterdam: Wanders Uitgevers,, n.d., p. 18
  • Teresa Canepa, "The Iberian royal courts of Lisbon and Madrid, and their role in spreading a taste for Chinese porcelain in 16th-century Europe", Ibid, p. 17
  • Annemarie Jordan Gshwend, "In the Tradition of Princely Collections: Curiosities and Exotica in the Kunstkammer of Catherine of Austria," in Bulletin of the Society for Renaissance Studies, Volume XIII, Number 1 (October 1995), p. 142
წინამორბედი:
ელეონორ ავსტრიელი
პორტუგალიისა და ალგავრის დედოფალი
10 თებერვალი 1525 - 11 ივნისი 1557
შემდეგი:
მარგარეტ ავსტრიელი
წინამორბედი:
ინფანტი პეტერი
პორტუგალიის რეგენტი
11 ივნისი 1557 - 23 დეკემბერი 1562
შემდეგი:
ინფანტი ენრიკე

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!