მარია ანა ავსტრიელი (1738-1789)
მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich; დ. 6 ოქტომბერი, 1738, ვენა, ავსტრია — გ. 19 ნოემბერი, 1789, კლაგენფურტი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას უფროსი ქალიშვილი.
ბიოგრაფია
მარია ანა დაიბადა 1738 წლის 6 ოქტომბერს ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი მეუღლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უფროსი ქალიშვილი. თავისი უფროსი დის გარდაცვალებიდან უმცროსი ძმის, ერცჰერცოგ იოზეფის დაბადებამდე, მარია ანა 1740-1741 წლებში იყო ჰაბსბურგთა უზარმაზარი მონარქიის ტახტის პირველი მემკვიდრე. ოჯახურ წრეში იგი „მარიანას“ სახელით იყო ცნობილი.
მართალია იგი მეტად ინტელექტუალი იყო, თუმცა დაბადებიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულად აწუხებდა ზურგის პრობლემები, რაც შემდეგში ზურგის ტვინის სიმსივნეში გადაიზარდა. 1757 წელს მარია ანამ პნევმონია გადაიტანა, რამაც საგრძნობლად შეარყია მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მისმა ფიზიკურმა ნაკლოვანებებმა მისი ევროპელ მონარქზე დაქორწინება შეუძლებელი გახადა, უფრო დაბალი წოდების მქონე მამაკაცთან შეუღლებაზე კი ოჯახისაგან უარი მიიღო. იმ პერიოდის ევროპელი მონარქებისათვის ტახტის მემკვიდრის გაჩენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენდა, მარია ანას ჯანმრთელობა კი საეჭვოს ხდიდა მის ამ შესაძლებლობას.
დედოფალმა მარია ტერეზიამ, რომელმაც იცოდა, რომ მარია ანას გარდა კიდევ მრავალ მემკვიდრეს გააჩენდა, რომელთაც შემდგომში კარგად გამოიყენებდა პოლიტიკური კავშირებისათვის, თავისი უფროსი ქალიშვილის მდგომარეობის გამო სულაც არ მიეცა სასოწარკვეთას. მან გადაწყვიტა, რომ მარია ანასათვის სასულიერო განათლება მიეცა, რაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო კათოლიკე მონარქთათვის, როგორც პოლიტიკური კავშირები. ამრიგად, დედის გადაწყვეტილებით მარია ანა თავის და-ძმასთან: მარია ელიზაბეთთან და მაქსიმილიან ფრანცთან ერთად იღებდა სასულიერო განათლებას.
მოგვიანებით მარია ანა თავის დასთან ერთად აღიკვეცა მონაზვნად და მონასტერში გადასახლდა, სადაც რამდენიმე წელიწადში დები ერთმანეთს დაშორდნენ და საკმაოდ პრესტიჟული დედათა მონასტრების აბატისები გახდნენ.
როგორც ცნობილია, მარია ანა მამის საყვარელი შვილი იყო, რადგან იგი მასავით იზიარებდა სამეცნიერო ინტერესებს. სწორედ მარია ანამ მიიღო 1765 წელს, ფრანც შტეფანის დაღუპვის შემდეგ მისი მონეტების კოლექცია. ასევე მან დაწერა წიგნი დედის პოლიტიკაზე და მამის ექსპერიმენტებზე ქიმიასა და ფიზიკაში. მოგვიანებით, იგნას ფონ ბორნის დახმარებით მან არქეოლოგია და მხატვრობაც შეისწავლა.
მარია ანა გარდაიცვალა 1789 წლის 19 ნოემბერს კლაგენფურტში, 51 წლის ასაკში.
ლიტერატურა
- Brigitte Hamann (1990), "Maria Anna", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 191–192;
- Thea Leitner: Habsburgs vergessene Kinder. Piper, München 1996, ISBN 3-492-21865-2
- Friedrich Weissensteiner: Die Töchter Maria Theresias. Kremayer & Scheriau, Wien 1991, ISBN 3-218-00591-4
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Anna (1738–1789) in: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol. 7. Imperial and Royal Court and State Printing House, Vienna 1861, p 26.
ავსტრიის ერცჰერცოგინიები დაბადებით |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
- ელიზაბეთი, პოლონეთის დედოფალი
- მარგერეტი, პარმისა და ფლორენციის ჰერცოგინია
- მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა
- ანა, ბავარიის ჰერცოგინია
- მარია, იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია
- კათარინა, პოლონეთის დედოფალი
- ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია
- ხუანა, პორტუგალიის პრინცესა
- ბარბარა, ფერარას ჰერცოგინია
- იოჰანა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
|
---|
| V თაობა |
- ისაბელ კლარა ეუხენია, ნიდერლანდების შტატჰალტერი
- კატალინა მიკაელა, სავოიის ჰერცოგინია
- ანა, ესპანეთის დედოფალი
- ელიზაბეთი, საფრანგეთის დედოფალი
- მარგარეტი
- მარია
- ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა
- ანა, პოლონეთის დედოფალი
- მარია კრისტინა, ტრანსილვანიის პრინცესა
- კათარინა რენატა
- გრეგორია მაქსიმილიანა
- ელეონორა
- მარგარეტი, ესპანეთის დედოფალი
- კონსტანცია, პოლონეთის დედოფალი
- მარია მაგდალინა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
|
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა |
- მარია ლუიზა, საფრანგეთის დედოფალი
- მარია ლეოპოლდინა, ბრაზილიისა და პორტუგალიის დედოფალი
- მარია კლემენტინა, სალერნოს ჰერცოგინია
- მარია ლუიზა, ტოსკანის პრინცესა
- მარია ტერეზია, სარდინიის დედოფალი
- მარია კაროლინა, საქსონიის კრონპრინცესა
- მარია ანა
- მარია ტერეზია, ორი სიცილიის დედოფალი
- მარია ტერეზა, შამბორის გრაფინია
- ადელჰაიდი, სარდინიის დედოფალი
- მარია ბეატრიქსი, მონტისონის გრაფინია
- მარია კაროლინა
- მარია ფრანცისკა
- მარია ჰენრიეტა, ბელგიის დედოფალი
|
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა |
- გიზელა, ბავარიის პრინცესა
- მარია ვალერია, ტოსკანის პრინცესა
- მარგარეთე სოფია, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
- მარია ანუნსიატა
- ელიზაბეთ ამალია, ლიხტენშტაინის პრინცესა
- მარია ანტონია
- ლუიზა, საქსონიის კრონპრინცესა
- მარია ტერეზია
- კაროლინა მარია, საქსენ-კობურგ-გოთას პრინცესა
- მარია იმაკულატა, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
- მარია კრისტინა, სალმ-სალმის პრინცესა
- მარია ანა, ბურბონ-პარმას პრინცესა
- მარია ჰენრიეტა, ჰოენლოჰ-შლინგშფიურსტის პრინცესა
- იზაბელა, ბავარიის პრინცესა
- მარია ალისა, ბეზენჰაიმის ბარონესა
- ელეონორა
- რენატა, რაძივილის პრინცესა
- მეკტილდისა, ჩარტორისკას პრინცესა
|
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
|
|
|