ტონი მორისონი |
---|
|
დაბადების თარიღი |
18 თებერვალი, 1931(1931-02-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
---|
დაბადების ადგილი |
ლორეინი[13] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
5 აგვისტო, 2019(2019-08-05)[14] [13] [10] [11] [15] [12] [16] (88 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ბრონქსი[14] [13] |
---|
დასაფლავებულია |
South-View Cemetery[16] |
---|
საქმიანობა |
მწერალი[17] [18] [19] [15] [20] , რომანისტი, ლიბრეტისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი[21] [22] [23] , საბავშვო მწერალი, აუდიოწიგნების მკითხველი[24] და რედაქტორი[25] |
---|
ეროვნება |
აფრო-ამერიკელები[26] [27] [28] |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[29] [30] |
---|
ალმა-მატერი |
Lorain High School, ჰაუარდის უნივერსიტეტი[1] და კორნელის უნივერსიტეტი[31] [1] |
---|
ჟანრი |
აფრო-ამერიკული ლიტერატურა |
---|
Magnum opus |
ყველაზე ლურჯი თვალი, სულა, სოლომონის სიმღერა, საყვარელი, ცვილის ჩვილი, ჯაზი, სამოთხე, სიყვარული, გულმოწყალება, სახლი და ღმერთო დაიფარე ჩემი ბავშვი |
---|
ჯილდოები |
|
---|
მეუღლე |
Harold Morrison[32] |
---|
ნათესავ(ებ)ი |
სესილია როუზი |
---|
|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
tonimorrisonsociety.org |
---|
|
ტონი მორისონი (ინგლ. Toni Morrison, ნამდვილი სახელი და გვარი კლოი ენტონი უოფორდი; დ. 18 თებერვალი, 1931 — გ. 5 აგვისტო, 2019) — ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1993).
დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდისა (1949–1953) და კორნელის (1953–1955) უნივერსიტეტებში; მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობაში (1965–1983), ასწავლიდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრისტონის უნივერსიტეტში (1989–2006).
ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომანის „ყველაზე ცისფერი თვალი“ („The bluest eye“, 1970) გამოქვეყნებით, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში „ქებათა ქება სოლომონისა“ („Song of Solomon“, 1977), რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრებაა; რომანი გარდაიქმნა კულტურულ მითად და აფროამერიკული ისტორიის სათავედ. მაგიური რეალიზმის ტრადიციები გამოიხატა რომანებში „ფისის კაცუნა“ („Tar baby“, 1981), „სიყვარული“ („Love“, 2003), „სიბრალული“ („A mercy“, 2008). სამი რომანის ციკლი — „საყვარელი“ („Beloved“, 1987), „ჯაზი“ („Jazz“, 1992), „სამოთხე“ („Paradise“, 1998) — თანამიმდევრულად აღწერს აფრო-ამერიკელების ისტორიის მთავარ ეტაპებს: მონობის ეპოქა, სამოქალაქო ომი, სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის პერიოდი. ბმები ფოლკლორსა და მითოლოგიაზე, ფანტასტიკისა და რეალობის, ტრაგიკულობისა და კომიკურობის მუდმივი შერევა ტონი მორისონის შემოქმედების მთავარი მახასიათებლებია.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- ყველაზე ცისფერი თვალი (1970)
- სულა (1973)
- ქებათა ქება სოლომონისა (1977)
- ცვილის ჩვილი (1981)
- საყვარელი (1987)
- ჯაზი (1992)
- სამოთხე (1997)
- სიყვარული (2003)
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|