2003 წლის ჩემპიონატისათვის ირბ-მ ოცი ფინალისტიდან რვა შესარჩევების (წინა ჩემპიონატის მეოთხედფინალისტები) გარეშე შეარჩია. დანარჩები 12 ადგილის კი ასე გადანაწილდა: ევროპა - 4, ამერიკა და ოკეანია - 2, აფრიკა და აზია - 1. კიდევ ორი ადგილი გათამაშდა ე.წ. რეპეშაჟში.
ევროპული შესარჩევი ტურნირი ხუთ ეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე 18 გუნდმა სამ ქვეჯგუფში გამაარკვია 4 მეორე ეტაპზე გამსვლელი გუნდი (სამი ქვეჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი). მეორე ეტაპზე მათ დაემატათ 6 განთესილი გუნდი. აქ ორ ქვეჯგუფში გაირკვა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებმაც მესამე ეტაპზე სხვა ოთხ განთესილ გუნდთან ერთდ გაითამაშეს მეოთხე ეტაპის ორი საგზური. აქ მათ დაემატათ ამ ეტაპისთვის განთესილი იტალია და ირლანდია და აგრეთვე ევროპის ერთა თასის პირველი ორი პრიზიორი (რუმინეთი და საქართველო). ამ ეტაპზე ორ ქვეჯგუფში გაირკვა ფინალური ტურნირის ოთხი მონაწილე. მესამე ადგილებზე გასული ესპანეთი და რუსეთი ორმატჩიან დუელში შეხვდბებ ერთმანეთს რეპეშაჟში მონაწილეობის უფლების მისაღებად. რუსებმა მართლია ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვეს, მაგრამ მათ რიგებში თამაშობდნენ სამხრეთ აფრიკელი მორაგბეები, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. ესპანელებმა საჩივარი შეიტანეს ირბ-ში და ამ უკანასკნელმა რუსები გათამაშებიდან მოხსნა.
შენიშვნა: რუსეთის გუნდი მოიხსნა გათამაშებიდან.
ამერიკის ზონაში ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდა. ყოველ ეტაპზე წინა ეტაპის გამარჯვებულს ემატებოდნენ განთესილი გუნდები. ხოლო მეოთხე ეტაპი ორ წრედ გაიმართა და ორი ფინალისტი დაასახელა.
ჯორჯთაუნი კაიმანის კუნძულები
აფრიკაშიც ოთხი ეტაპი იყო. აქაც ყოველ ეტაპზე განთესილი გუნდები ემატებოდნენ წინა ეტაპებზე გამარჯვებულებს. ირბ-სეული განრიგი დაარღვია ნამიბიამ, რომელმაც ზიმბაბვეს მოუგო.
აზიის სამ ეტაპიან ტურნირში ყველაფერი კანონზომიერად წარიმართა და უპირობო ფავორიტმა, იაპონიამ გაიმარჯვა.
არც ოკეანეთში შექმნიათ ფავორიტებს პრობლემები. ფიჯიმ და სამოამ ავსტრალია-ზელანდიის არყოფნაში სამთა ტურნირში იოლად მოიპოვეს ფინალის საგზურები. რეგიონის დანარჩები გუნდები კი მხოლოდ იმისათვის იბრძოდნენ, რომ რეპეშაჟში თამაშის უფლებისათვის შეხვედროდნენ ტონგას.