სომხური რევოლუციური ფედერაცია 1890-იან წლებში აქტიური იყო ოსმალეთის იმპერიაში. მათი მიზანი იყო გაეერთიანებინათ მცირე ჯგუფები, რომლებიც მოითხოვდნენ რეფორმებს და ავტონომიას იმპერიის ფარგლებში. სომხური რევოლუციური ფედერაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც სომეხ მოსახლეობას ეხმარებოდნენ თავდაცვაში. 1914 წლის ივლისსა და აგვისტოში ფედერაციის მერვე ყრილობა მათი დაშლის დასაწყისი გამოდგა. კავშირისა და პროგრესის კომიტეტის წევრებმა მოითხოვეს პარტიის დახმარება ამიერკავკასიის დაპყრობაში, მათ უნდა მოეხდინათ რუსეთში მცხოვრები სომხების პროვოცირება რუსეთის არმიის წინააღმდეგ[3][4] . სომხები საკუთარი ხელისუფლების ერთგულნი დარჩნენ, თუმცა აღნიშნეს რომ შეეძლოთ დათანხმებოდნენ სხვა წინადადებებსაც[5].
1919 წლის მუდროსის დროებითი ზავის შემდეგ თურქეთის სასამართლოს შემადგენლობა მოიწვიეს კონსტანტინოპოლში, მათი გადაწყვეტილებით 1919-1920 წელს სომეხთა გენოციდში ბრალდებული რამდენიმე ადამიანი სიკვდილით დაისაჯა[7]. ბრიტანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალდებული მალტის ბრიტანულ ციხეში გადაიყვანა ოსმალეთის იმპერიის ციხეებიდან, მას შემდეგ რაც იქ ვერ მოხერხდა სამართლიანი სასმართლო პროცესის ჩატარება. არსებობდნენ მალტის გადასახლებულები (ასე მათ თურქული წყაროები უწოდებენ), რომლებიც შეირჩნენ გენოციდში დამნაშავეებისგან და გაგზავნილნი იქნენ მალტის ციხეში მუსტაფა ქემალ ათათურქის დროს. შემდგომში ისინი ომში აყვანილ ბრიტანულ ტყვეებში გაცვალეს[8][9]. რადგან არ არსებობდა საერთაშორისო კანონი რომლის საფუძველძეც დააკავებდნენ გენოციდის მომწყობებს, გათავისუფლების შემდეგ მათ უპრობლემოდ შეეძლოთ ცხოვრება არა მარტო თურქეთში არამედ თითქმის მთელს მსოფლიოში[9].
სამართლიანობის აღდგენა სომეხთა გენოციდში მონაწილე პირების მიმართ სომხეთის კონგრესის დღის წესრიგში მოწინავე ადგილას იდგა. მრავალწლიანი სომხურ-რუსული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამართალი შეიარაღებული ძალებით მოეპოვებინათ. სომხური რევოლუციოური ფედერაციის წევრებმა განსაკუთრებით სიმონ ვრაციანმა, რუბენ ტერ-მინასიანმა და რუბენ დარბინიანმა წინააღმდეგობა გაუწიეს ამ გეგმას. მიუხედავად ამისა შეიქმნა „შავი სია“ სადაც 200-მდე სახელი იყო შესული, რომლებზეც იგეგმებოდა შურისძიება, რადგან მათ მონაწილეობა მიიღეს სომეხთა გენოციდში.
ოპერაცია
ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შაან ნატალის, რომელიც გრიგოლ მერჯანოვთან ერთად მუშაობდა. პირველადი სამიზნე თაალათ-ფაშა იყო, რომელსაც "ნომერ პირველს" ეძახდნენ. მისი მოკვლა დაევალა სოგომონ ტეილირიანს. ნატალის მიზანი იყო ტეილირიანის პროცესისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა და სომეხთა გენოციდისთვის გასამართლებულებთან დაეკავშირებინა. მოგონებებში ნატალი იხსენებს მის ბრძანებებს: შენ მოკლავ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ მტერს და არ ეცდები დამალვას, მიხვალ დააბიჯებ მის გვამს და დაელოდები პოლიციას, რომ მოვიდნენ და დაგაკავონ, როგორც თაალათ-ფაშას მკვლელი[11].
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის აქტივისტების ნაწილი უყოყმანოდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანელ და თურქ აქტივისტებთან, რათა დაებრუნებინათ სამთავრობო კონტროლი. ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა საატ ნატალის რწმენას, რომ სომეხ ერს არ ჰყავს თურქებზე დიდი მტერი და მათზე შურისძიება ღვთის სურვილია. შეხედულებებს შორის დიდი განსხვავება იყო, თუმცა ეს არ გამხდარა მათი გაყოფის მიზეზი. თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის ხელის შესაშლელად სომხური რევოლუციური ფედერაციის მეთერთმეტე გენერალურ კონგრესზე (27 მარტიდან2 მაისამდე, 1929) ბიურომ დაიწყო „წმენდის კამპანია“ და პირველი ვინც ფედერაცია დატოვა იყო შაატ ნატალი. საკუთარი განმარტებით მას უსამართლოდ მოუხდა ფედერაციის დატოვება. ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ბიურო ასევე დატოვეს ჰაიგ კნტოუნიმ, ბაგრევანდიანმა (საკუთარ ჯგუფთან ერთად), გლეიანმა,ტარტიზიანმა, გენერალმა სმბადამ, ფერაიანმა (საკუთარი ჯგუფით), იერეტზიანცმა, ლევონ მიზიანმა, ვაზგენ შოუშანიანმა, მესროპ კოუიუმიანმა, ლევონ კევონიანმა და სხვ. პროტესტის ნიშნად „ფრანგული კომიტეტის“ რამდენიმე წევრიც გადადგა.
↑http://wwi.lib.byu.edu/index.php/Treaty_of_Lausanne ; ARTICLE 91
All grants of patents and registrations of trade-marks, as well as all registrations of transfers or assignments of patents or trade marks which have been duly made since the 30th October, 1918, by the Imperial Ottoman Government at Constantinople or elsewhere..
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!